kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები, ათენში მყოფი ქუთაისელი ემიგრანტის, ნარგიზა ოყრეშიძე-ასათიანის გადარჩენისთვის დახმარებას თხოულობენ. ემიგრანტ ქალბატონს მოულოდნელად მძიმე დაავადება, ძვლის ტვინის სიმსივნე დაუდგინდა. ემიგრანტი ქართველები, ქალბატონის გადასარჩენად სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებენ.

“მეგობრებო გვესაჭიროება დახმარება. ათენში ევანგელიზმოს საავადმყოფოში, ჰემატოლოგიურ კლინიკაში, მე-7 სართულზე, 318-ე ნომერ პალატაში წევს ქართველი ქალბატონი ნარგიზა ოყრეშიძე-ასათიანი, რომელსაც აქვს მძიმე დიაგნოზი (ძვლის ტვინის სიმსივნე) და სასწრაფოდ ესაჭიროება მე-2 დადებითი ჯგუფის სისხლი. ძალიან გთხოვთ, ვისაც შეგიძლიათ დახმარება, დაგვეხმაროთ!
მადლობას გიხდით წინასწარ! იქნებ, კიდევ გადავარჩინოთ ერთი ქართველი ემიგრანტის სიცოცხლე ან ცოტა ხნით მაინც გავუხანგრძლივოთ, რომ შეძლოს სამშობლოში დაბრუნება”, – აღნიშნულია მიმართვაში.

დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე:

(+30) 6944647164 – ქეთევანი.