kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

„დემოკრატიული მოძრაობის” მერობის კანდიდატმა ქუთაისში, გოგი წულაიამ, „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში, ქუთაისის გარკვეულ ქუჩებზე არსებულ მდგომარეობზე ისაუბრა. მისი თქმით, ძლიერი წვიმის დროს, კანალიზაციის სისტემიდან წამოსული მასები ქუჩებში ზედაპირზე გამოდის. ის ასევე აღნიშნავს, რომ ქალაქში მილები გამოსაცვლელია, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ქუთაისი მალე დარჩება უწყლოდ.“

„85 მილიონია წყლისთვის დახარჯული, გაუარესებულია სიტუაცია, დღეს საერთოდ არ არსებობს ქუთაისში წყალი, გაუარესებულია და ახლა ბრიგადები ჰყავთ ჩამოყვანილი ხაშურიდან და ზუგდიდიდან, იქნება რამენაირად გააკეთონ. ახალ ტრაგედიას უმატებენ, ახლა კიდევ ხარჯავენ ფულს, რომელიც კიდევ ტყუილად იხარჯება,”-აცხადებს წულაია.