kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ქუთაისის აეროპორტში ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ტერმინალის დასრულების შემდეგ ქუთაისს 4 სართულიანი საერთაშორისო აეროპორტი ექნება.

👉 უკვე დასრულებულია პროექტით გათვალისწინებული რკინა-ბეტონის კონსტრუქციის მოწყობის სამუშაოები. კერძოდ, ჩასხმულია 15 ათასი კუბური მეტრი ბეტონი, დასრულებულია 10 ათასი კვადრატული მეტრის სართულის მშენებლობა -1 ნიშნულზე, სადაც ძირითადად საბარგო სისტემა განთავსდება. ასევე მოწყობილია ნული სართულის (ე.წ. Ground floor) ფილა, დამონტაჟებულია ლითონკონსტრუქციის კოლონები და რიგელების ნაწილი.

👉 ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებული ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UN Studio-ს ეკუთვნის. აეროპორტის განვითარების ანალიზი IATA ქონსალთინგის მიერ იქნა მომზადებული, რომელმაც ყველა იმ მომსახურების სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს.

➡ მშენებლობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და დასრულება 2019 წელს არის დაგეგმილი. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ანაგი“ ახორციელებს. მშენებლობაზე ამ ეტაპზე 105 ადამიანია დასაქმებული.