kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ქუთაისის ააიპ ,,მადლიერების სახლის” დირექტორის თამთა ბაკურაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

მას დაწესებულების კუთვნილი თანხების გაფლანგვას ედავებიან.ასევე ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ბაკურაძის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც უნდა გაირკვეს რამდენად კანონიერად გაათავისუფლა თანამშრომლები სამსახურიდან.გათავისუფლებულთა თქმით ისინი სამსახურიდან იმიტომ გაუშვეს, რომ ბენეფიციართა ინტერესები დაიცვეს.

ყოფილმა თანამშრომლებმა ჯერ სასამართლოს მიმართეს სარჩელით და მოითხოვეს სამსახურში აღდგენა,შემდეგ კი პროკურატურას მიაწოდეს ინფორმაცია თანხების შესაძლო უკანონო ხარჯვასთან დაკავშირებით.

ბაკურაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ რეორგანიზაცია კანონიერად ჩაატარა. ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით ის ჯერ არავის დაუკითხავს.რამდენიმე თვის წინ ,,მადლიერების სახლი” სურსათის უვნებლობის სააგენტოს რეგიონალურმა სამმართველომ შეამოწმა ბენეფიციართა საჩივრების საფუძველზე და იქ აღმოჩენილი კრიტიკული შეუსაბამობის აღმოჩენის შემდეგ დროებით შეუჩერეს საწარმოო პროცესი,ხოლო სხვა დარღვევების აღმოსაფხვრელად მიეცა გონივრული ვადა.