kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

კონტროლის გარეშე დარჩენილი რეგიონი და კონტროლის გარეშე დატოვებული სახელმწიფო უწყების პირველი პირები. რა ხდება რეგიონში kutaisitoday.com -ის ექსკლუზივი.

10 დეკემბერს გერმანიის ქალაქ დორთტმუნდიდან პირდაპირი რეისით ჩამოფრენილ თვითმფრინავს, რომელიც ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა, მგზავრებს ქუთაისის ვიცე მერი გიორგი იობაშვილი ქუთაისის მერის ბალანსზე მყოფი ავტომანქანით, სახელმწიფო ნომერით VTV 881, დახვდა და ისინი გარკვეული მიმართულებით გადააადგილა. თვითმფრინავში მსხდომი ტურისტი აცხადებდა, რომ მისი გადადგილება გარკვეული გასამრჯელოს საფასურად დაუჯდა. აღნიშნული ავტომანქანის საჭესთან ვიცე მერი იობაშვილი აღმოჩნდა.

ვიცე მერი ჩამოფრენილებს თავად დახვდა და ბარგი იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში ჩაალაგებინა,რომელიც მერიის ბალანზეა რიცხული.

დაინტერესდება თუ არა აღნიშნული ფაქტით საგამოძიებო სამსახურები, რომლებიც თანამდებობის პირების დანაშაულებებზე მკაცრ რეაგირებას უნდა ახორციელებდნენ, ჯერჯერობით უცნობია. მომხდარ ფაქტს ისინი გამოქვეყნებული მასალის წაკითხვის შემდეგ შეიტყობენ

ფაქტის ჭეშმარიტების დასადგენად მათ უსაფრთხოების იმ ვიდეო კადრების ამოღება დასჭირდებათ, რომელიც აეროპორტის შიდა თუ გარე პერიმეტრს აკონტროლებს. იმედია უსაფრთხოების კამერები აღნიშნულ საათებში გამორთული არ აღმოჩნდება და ნათელი მოეფინება ვინ სარგებლობს სახელმწიფოს ბალანსზე რიცხული მანქანით და იყენებს თუ არა მაღალი თანამდებობის პირი უფლებამოსილებას ბოროტად სახელმწიფოს სახელით, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი თუ რა საგამოძიებო მოქმედებები განხორცილდება ამ ფაქტის მიმართ და შეეწირება თუ არა სკანდალურ ვიდეო კადრებს ვიცე მერი გიორგი იობაშვილი.