kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

kutaisitoday.com-მა განცხადებით მიმართა ქუთაისის მერიას ჟურნალისტ ქრისტინე ქარჩხაძის თანამდებობის,დანიშვნის ბრძანებისა და სამსახურებრივი სარგოს გარკვევის მიზნით.

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულმა სამსახურმა მოთხოვნილ ინფორმაციაზე მხოლოდ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია გაასაჯაროვა: ,, ქრისტინე ქარჩხაძე მუშაობდა ააიპ „ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო,საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალის მოსწავლე-ახალგაზრდობის
სასახლეში უფროს სპეციალისტად (საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში).

ვინაიდან მისი დანიშვნის, გათავისუფლებისა და სამსახურეობრივი სარგოს შესახებ ინფორმაცია არ გასაჯაროვდა, ჩვენ ხელახალი განცხადებით მივმართეთ ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს მოეწოდებინათ ან განემარტათ რატომ არ მოხდა აღნიშნული ინფორციის მოწოდება და ამასთანავე რომელი წლიდან რომელ წლამდე მუშაობდა ეს პიროვნება აღნიშნულ თანამდებობაზე.

ოფიციალურ წერილში ვკითხულობთ :,, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების გარეშე.

გამოდის რომ თავად ჟურნალისტმა არ მისცა თანხმობა ადმინისტრაციულ სამსახურს მისი დანიშვნისა და განთავისუფლების, ამავე დროს სამსახურებრივი სარგოს შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვებისა

შეგახსნებთ: ქრისტინე ქარჩხაძე 02/04/2013 წლიდან დღემდე შპს,, ტოპნიუსის’’ დირექტორის პოზიციას იკავებს და ამავე დროს სამეწარმეო საქმიანობასთან ერთად ის ქუთაისის მერიაშიც იყო დასაქმებული.