kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ბოლო პერიოდში საკადრო პრობლემების წინაშე დადგა. მას უნივერსიტეტის იმ ლექტორ- მასწავლებლების მის უწყებაში დასაქმებამ მოუწია, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს კორუფციაში იყვნენ გარეულები. მან და მისმა მოადგილეებმა მერია ნათესავებით, ცოლებით და ,, ნაციონალური მოძრაობის’’ შტაბის უფროსებით შეავსეს .

KutaisiToday.com -მა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქუთაისის მერის და მისი მოადგილეების ყველა დანიშვნა ,პრივატიზაცია თუ ტენდერზე სრული კონტროლი ცენტრალურ ხელისუფლებას ჰყავდა აყვანილი , ყველაფერ ამას კი კოორდინაციას ვიცე გუბერნატორი გრიგოლ დალაქიშვილი უწევდა.

ცენტრალური ხელისუფლებისთვის ხელმისაწვდომი გახდა სოციალური ქსელით ქუთაისის მერისა და სულხან ქობულაძის მიმოწერებზე ინფორმაცია. თუ რა საქმეებზე იყო საუბარი, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ გარემოებებზე შევჩერდებით. დადასტურებული ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციის “საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის” ხელმძღვანელ სულხან ქობულაძეს ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ, სოციალური სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა შესთავაზა, ვინაიდან სამსახურში კორუფცია მძინვარებდა და ქობულაძეს მერის დავალებები უნდა გაეტარებინა, ბრძანება დაიწერა, გადაიგზავნა ნებართვისთვის თბილისში სხვა დასანიშნ პირებთან ერთად.

ქუთაისის მერი თბილისში გამოიძახეს, დაწერილი მიმართვა მის დასანიშნ კადრზე კი თავზე დაახიეს. უკან დაბრუნებულმა მერმა მის გარემოცვას სთხოვა,რომ მათი ახლობლების შესახებ ინფრომაციას თბილისი ფლობს და სრული კონტროლის ქვეშ არის აყვანილი ყველა მათი ქმედება. საუბარს, რომელიც ქუთაისის მერის კაბინეტში შედგა, საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარია, მისი მოადგილეები, ვიცე მერები და სხვა მათთან დაახლოებული პირები ესწრებოდნენ. წყაროს ინფორმაციით პარტიასთან და შესაბამის მაკონტროლებელ სამსახურებთან ქუთაისის მერს ურთიერთობები მას შემდეგ გაურთულდა, რაც პარტია ,,ქართულ ოცნებას’’ ლიდერად ბიძინა ივანიშვილი დაუბრუნდა.