kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

მინისტრმა ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის პოსტზე რეჟისორი კოტე აბაშიძის კანდიდატურა დაამტკიცა.

შეგახსენებთ, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატის შიდა შერჩევა მიმდინარეობდა. ამ პოსტზე თეატრმა კანდიდატად მსახიობი ენდი ძიძავა წარადგინა. არჩევნებში მონაწილეობა სულ 52 თანამშრომელმა მიიღო, აქედან ორმა გააუქმა ბიულეტინი. დანარჩენი ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ენდი ძიძავამ 32 ხმა მიიღო, გიორგი შალამბერიძემ – 11, ხოლო თორნიკე მარჯანიშვილმა-7 ხმა.

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს უფლებამოსილების ვადა სექტემბერში ეწურება.