kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

რა ხდება ქუთაისის N 2 და ამავე დროს გეგუთის N 14 სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, რომლებიც შესაძლოა ტუბერკულოზის გავრცელების წყაროდ იქცეს. დაუდევრობა თუ უპასუხისმგებლობა თანამშრომლებისა თუ მედპერსონალის მხრიდან. რას უყვება ყოფილი ექიმი პატიმარი kutaisitoday.com- ს, რაზედაც მკაცრი რეაგირება უნდა განხორციელდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული მასიური დაინფიცირება როგორც იქ მომუშავე თანამშრომლების,ისე პატიმრების.

პატიმრის სახელს და გვარს შეცვლილი გვარ- სახელით გამოვიყენებთ : პატიმარი ა.გ – ცნობილი ექიმია, რომელსაც ჩვენი სააგენტოს საშუალებით სურს ხმა მიაწვდინოს შესაბამის სამსახურებს, რათა თავიდან იქნას აცილებული მასობრივი დაინფიცირება როგორც პეროსნალის, ამავე დროს თანამშრომლების.

მოგახსენებთ, ციხეში ყოფნა ყველასათვის ძნელია, ბევრმა იქ მომუშავე პერსონალმა არ იცის თუ როგორ უნდა იქცეოდეს სამედიცინო კუთხით და ამას იცით რატომ გიყვებით, რათა უფრო გავშალო თემა. ბევრია ციხეში ისეთი ადამიანი, რომელიც სხვადასხვა დაავადებებით არის დაავადებული. ზოგი დავადებულია ისეთი დაავადებით ,რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით არის შეძენილი.

როდესაც საკნის გაღება ევალება ბადრაგს, ან მისვლა ეზარება, ამ გასაღებებს მეორე მხარეს მყოფს იატაკზე სროლით აძლევს, ისიც აიღებს, გააღებს და ისევ ამ მეთოდით დაუბრუნებს უკან. პატიმრები ხშირად აფურთხებენ იატაკზე და ამით გასაღებზე მოხვედრილი გადამდები დაავადებები ხდება ჯერ ბადრაგის, შემდეგ პატიმრის კარებზე, შემდეგ პატიმარი ხელს კიდებს მოაჯირს და არის შესაძლებელი დაავადდეს ყველა. ამას ყურადღებას არავინ აქცევს. ყველაზე დიდი ალბათობა,80პროცენტი დაავაადდე ციხეში, , არის ტუბერკულოზით.

– როგორ ინფიცირდება ადამიანი ტუბერკულოზის ბაქტერიით?

– ბუნებაში ინფექციის რეზერვუარი ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებული, ბაქტერიების გამომყოფი ადამიანია, რომელიც ცემინების, ხველის, ლაპარაკის დროს ჰაერში გამოყოფს ბაქტერიების შემცვლელ უმცირეს წვეთებს. ხუთწუთიანი ლაპარაკისას ან ერთი დახველებისას გამოიყოფა დაახლოებით 3,5 ათასი ბაქტერია, ერთი დაცემინებისას კი 1მილიონი. აქედან გამომდინარე, დაავადებულისგან ჯანმრთელს ინფექცია უმთავრესად ჰაერის მეშვეობით გადაეცემა. ინფიცირების რისკი განსაკუთრებით მაღალია ბაქტერიების გამომყოფთან ხშირი, რეგულარული კონტაქტის დროს, ცუდად ვენტილირებულ გარემოში.

რა ნიშნები ახასიათებს ტუბერკულოზს?

– ფილტვის ტუბერკულოზი წარმოადგენს ტუბერკულოზის ყველაზე გავრცელებულ და ყველაზე გადამდებ ფორმას. მისი კლინიკური სიმპტომებია:
• სხვადასხვა ხასიათის (მშრალი ან ნახველიანი) ხველა 2 კვირისა და მეტი ხნის განმავლობაში;
• სისხლიანი ხველა;
• ფილტვიდან სისხლდენა;
• ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება გულმკერდის არეში;
• ჰაერის უკმარისობა;
• სიცხე;
• ღამით ოფლიანობა;
• წონის კლება;
• საერთო სისუსტე.