kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს ღირსების შელახვაში და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

საქმე ეხება გვრიტიშვილის მიერ რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს დოლიძე 2008 წელს რუსეთის სასარგებლოდ აგროვებდა ქართველი ჯარისკაცების მაკომპრომეტირებელ ინფორმაციას.

ანა დოლიძის ინტერესებს ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იცავს. არასამთავრობო ორგანიზაციის იურისტებმა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე შეიტანეს.

„მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში მოღვაწე პირებისთვის, განსაკუთრებით, მოსამართლისთვის ნაცნობი იყოს, რომ ტყუილს აქვს მაღალი რეპუტაციული ფასი, არ შეიძლება ადამიანს დააბრალო ტყუილი იმისთვის, რომ დააზიანო საქმიანი რეპუტაცია მისი და ამისთვის არ გადაიხადო ფასი, არ გქონდეს არავითარი პასუხისმგებლობა. მე მინდა, რომ ჩვენ შემოვიღოთ ეს პრეცედენტი, მოსამართლე გვრიტიშვილმა, რომელიც მაღალი თანამდებობის პირია, მოიტყუა თებერვალში იმისთვის, რომ უბრალოდ გადაეფარა ჩემ მიერ სასამართლოს კრიტიკა,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.