kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში არსებულ 52 ვაკანტურ თანამდებობაზე. მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მონაწილე 82 კანდიდატთან გასაუბრება ჩატარდა 2017 წლის 27-30 დეკემბერს. გასაუბრების ეტაპზე ორმა კანდიდატმა, ხოლო კენჭისყრის ეტაპამდე სამმა კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა, ერთი კანდიდატი არ გამოცხადდა გასაუბრებაზე (შეფასების ეტაპისათვის დარჩა 76 კანდიდატი).

კენჭისყრის ეტაპზე გადავიდნენ მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა კეთილსინდისიერების კრიტერიუმით შეფასებისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტმა მიიჩნია, რომ კანდიდატი აკმაყოფილებდა ან სრულად აკმაყოფილებდა კეთილსინდისიერების კრიტერიუმს. ამასთან, კომპეტენტურობის კრიტერიუმით შეფასებისას ამ კრიტერიუმის მახასიათებლების მიხედვით მოსამართლეობის კანდიდატის მიერ მოპოვებულ ქულათა ჯამმა შეადგინა ქულათა მაქსიმალური რაოდენობის არანაკლებ 70 პროცენტი.

კანონის ამ ორი მოთხოვნის გათვალისწინებით, მოსამართლის თანამდებობაზე გასამწესებლად კენჭისყრის ეტაპზე გადავიდა 57 კანდიდატი, შესაბამისად ცხრამეტმა კანდიდატმა ვერ დააკმაყოფილა ზემოთ აღნიშნული მოთხოვნები.

თანამდებობაზე გამწესებული 34 მოსამართლიდან: 15 სკოლის მსმენელია, 1 ყოფილი მოსამართლე, 18 არის მოქმედი მოსამართლე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამწესდა და უფლებამოსილებას შეუდგა სამი მოსამართლე, ესენია:

1. აბულაძე დარინა – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
2. გოგოლაური თათია – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგია
3. მილდენბერგერი ლელა – ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლის უფლებამოსილებას შეუდგა ერთი მოსამართლე- კალანდაძე ნანა , რომელიც უფლებამოსილებას შეუდგა სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში