kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

მერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან, წინასწარი ინფორმაციით, მეორე ტური მხოლოდ ქუთაისში ჩატარდება.
ცესკომ საარჩევნო ოლქებში ხმათა უმრავლესობა უკვე დათვალა.
ვანი, ხონი, საჩხერე, ჭიათურა, სამტრედია, ბაღდათი, წყალტუბო, ხარაგაული, ზესტაფონი, თერჯოლა, ტყიბული – ეს ის მუნიციპალიტეტებია, სადაც “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატები წინასწარი მონაცემებით პირველივე ტურში იმარჯვებენ.

რაც შეეხება ქუთაისს, ცესკოს წინასწარი მონაცემებით “ქართული ოცნების” მერობის კანდიდატ გიორგი ჭიღვარიასა და “ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს შორის მეორე ტური გაიმართება.

21 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი 4 წლის ვადით აირჩიეს.