kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ქუთაისში საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. შენობა უკვე აშენებულია მიმდინარეობს შიდა საკომუნიკაციო ქსელების მოწყობა და რემონტი. სამუშაოების პროცესი ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა უნივერსიტეტის რექტორთან გიორგი ღავთაძესთან ერთად დაათვალიერეს.

პროექტს ქუთაისის მერია, განათლების სამინისტრო და ა. წერეთლის უნივერსიტეტი აფინანსებს. პროექტის მთლიანი ღირებულება 2 559 469 ლარს შეადგენს. თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკაში განთავსდება: თანამედროვე წიგნთსაცავი მოძრავი სტელაჟებით; საბიბლიოთეკო მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტი, რომელიც აღჭურვილი იქნება ელექტრონული ბარკოდერების წამკითხავებით; სამკითხველო დარბაზები: კლასიკური და არაკლასიკური. ელექტრონული რესურსებით მომსახურების დარბაზები (თავისუფალი დაშვება ინტერნეტზე, აწსუ ბიბლიოთეკის კომპაქტ-დისკები (CD-ROM), აწსუ ციფრული ბიბლიოთეკა, ელექტრონულ მონაცემთა ბაზები, კანონების მონაცემთა ბაზა, უკაბელო ინტერნეტი (Wi-Fi ) და ა.შ.); იშვიათ გამოცემათა განყოფილება, სადაც განთავსდება: ბიბლიოთეკაში დაცული ძველი და უნიკალური წიგნები, საგამოფენო სივრცე, რესტავრაციისა და კონსერვაციის სამსახური, დიგიტალიზაციის სამსახური; დეპარტამენტები: კატალოგიზაციის, საცნობარო-ბიბლიოგრაფიული; ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია; ბიბლიოთეკის მშენებლობას აწარმოებს ტენდერში გამარჯვებული საწარმო „იმერეთი“. მშენებლობა დასრულდება 31.12.2017.