kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

კონფერენციის მსვლელობისას ENPARD-ის კოოპერატივების განვითარების კომპონენტის განხორციელების 3-წლიანი პერიოდის შემაჯამებელი განხილვები გაიმართება

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, პროექტ „მცირე ფერმერების კოოპერაციის და პროდუქტიულობის ზრდა იმერეთსა და რაჭაში“ განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი გაჭირვებაში“-ს კონსორციუმი, აკაკი წერეთლის სახემწიფო უნივერსიტეტი და ჩეხეთის ცოცხალ ორგანიზმთა შემსწავლელი სამეცნიერო უნივერსიტეტი, საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.

უწყებათაშორისი კონფერენცია ENPARD-ის პროგრამის განმახორციელებელ ორგანიზაციებს, ისევე როგორც სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, მისცემს შესაძლებლობას განიხილონ და შეაჯამონ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე კოოპერატივების განვითარების კომპონენტის 3-წლიანი პერიოდი. კონფერენციაზე პრეზენტაციებისა და დისკუსიების სახით განხილული იქნება ENPARD-ის პროგრამის განხორციელების მეთოდოლოგია, სამი წლის შედეგად მიღებული გამოცდილება, რისკები და ძირითადი დასკვნები.

ღონისძიება გაიმართება 2016 წლის 8-9 ნოემბერს, ქ.ქუთაისში, შემდეგ მისამართზე: თამარ მეფის ქუჩა #59. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ( #1114 აუდიტორია).