kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

KutaisiToday.com -ი დაინტერესდა რა უჯდება ქუთაისის ბიუჯეტს გიორგი ჭიღვარიას თავის გასასამართლებელი მასალების გამოქვეყნება მედია ორგანიზაციებში და იფლანგება თუ არა ჩვენი ფული მერის კეთილდღეობისათვის

..
2018 წლის 1 მარტს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების N 49 დოკუმენტში ვკითხულობთ:წინამდებარე ხელშეკრულება დაიდო საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ მე -3 მუხლის 1 პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ერთის მხრივ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია(შემდგომში,შემსყიდველი) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი ჭიღვარიას სახით და მეორეს მხრივ შ.პ.ს ,,თავისუფალი გაზეთი + ‘’ ( შემდგომში, მომწოდებელი),წარმოდგენილი დირექტორის თამარ ლეფსვერიძის სახით .

ეს ის მედია ორგანიზაციებია, რომელიც საკუთარი თავის კეთილდღეობისთვის ქუთაისის მერს ემსახურება IPRESS.GE,IBUSINESS.GE,IVEGIONS.GE,IMTAVROBA.GE,MPRESS.GE შემსრულებელმა ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს სრული საინფორმაციო მხარდაჭერა ქუთაისის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის განთავსებისა ზემოთ ჩამოთვლილ პორტალებზე შეუზღუდავი რაოდენობით.აღნიშნულ ორგანიზაციებში იყო დასაქმებული თავად ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი თეონა გიორგაძეც

შეგახსნებთ: ხელშეკრულების ღირებულება წელიწადში 3600 ლარს შეადგენს, ხოლო ყოველ თვეში 360 ლარის გადახდა უწევს ქუთაისის ბიუჯეტს. ხელშეკრულება ხელმოწერილია ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიასა და სააგენტოს დირექტორის თამარ ლეფსვერიძის მიერ