kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

2018 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირება დაიწყება და ეტაპობრივად გავრცელდება ქვეყანაში რეგისტრირებულ ყველა ავტომობილზე. მთავრობის მიერ დაქირავებული შვეიცარიული კომპანიის SGS-ის (Societe Generale da Surveilance SA) დოკუმენტის თანახმად, პირველ ეტაპზე გამკაცრდება 8 და მეტადგილიან სამგზავრო და 3,5 ტონაზე მეტი წონის მქონე სატვირთო ავტომობილების ტექნიკური ინსპექტირების პროცესი. როგორ განხორციელდება ავტოპარკის სრული ტექნიკური ინსპექტირება და რა გეგმები აქვს მთავრობას? ამ კითხვებზე „მაესტროს“ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელმა, მიხეილ ხმალაძემ უპასუხა.

როგორია დროში გაწერილი პროცედურა? როგორ წარმოგიდგენიათ ყველა იმ ავტომობილის ინსპექტირება საქართველოში, რომელიც ახლა ქუჩებში დადის?

1-ელი იანვრიდან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ვიწყებთ. დღეს ჩვენი ავტოპარკი სრულად დაახლოებით 900 000 ავტომობილისგან შედგება. ამ რაოდენობის ავტომობილის ერთდროულად გატარება შეუძლებელია, რადგან რიგებს და ქაოსს გამოიწვევს. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, აღნიშნული ავტოპარკი 2 წელზე გადავანაწილოთ და 2 წლის განმავლობაში სრულად დავფარით იმ ავტომობილების ინსპექტირება, რომლებიც ჩვენს გზებზე მოძრაობენ.

მომავალ წელს იგეგმება კონკრეტული ტიპის ავტომობილების ინსპექტირება, 8 და მეტადგილიანი სამგზავრო და 3,5 ტონაზე მეტი წონის სატვირთო ავტომობილები. ასეა?

დიახ. დღესაც მოქმედებს ტექნიკური რეგლამენტი, რითაც აღნიშნული ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებები უნდა შემოწმდეს, მაგრამ იმის გამო, რომ კანონმდებლობასთან დაკავშირებით ხარვეზები გვაქვს, ჯარიმა ძალიან მცირეა, მხოლოდ 10 ლარი. ხარისხობრივადაც გვაქვს გარკვეული პრობლემები, შესაბამისად პირველ რიგში 1-ელი იანვრიდან მოხდება ამ ტიპის მანქანების სრულად დაფარვა. დღეს არსებული 10-ლარიანი ჯარიმაც მნიშვნელოვნად გაიზრდება. კონკრეტულ თანხას ვერ დაგისახელებთ, მაგრამ მნიშვნელოვანი ზრდა იქნება.

მეორე, რაც ასევე დაანონსებული იყო, ვიწყებთ მსუბუქი ავტომანქანების ინსპექტირებას. პირველ რიგში დავიწყებთ იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, რომლებსაც დიდი მოცულობის ძრავა გააჩნიათ, რადგან დიდი მოცულობის ძრავის მქონე ავტომობილები მეტ საწვავს მოიხმარენ, შესაბამისად მათი წილი გამონაბოლქვი მეტია. მოგეხსენებათ, დიდ ქალაქებში შექმნილი ეკოლოგიური მდგომარეობის შესხებ, შესაბამისად ვიწყებთ დიდი მოცულობის ავტომობილებით. შემდეგ ამას უკვე სხვა ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაემატება და 2 წლის განმავლობაში ყველა მანქანა შემოწმდება.

ჩვენი ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში დაახლოებით 26 ცენტრი ფუნქციონირებს, რომელსაც ტექნიკური ინსპექტირების განხორციელება შეუძლია. წლის განმავლობაში რამდენი მანქანის ინსპექტირება მოუწევს თითოეულ ცენტრს, გათვლა გაკეთებულია?

ტესტირების 26 ცენტრი მოქმედებს, რომლებსაც 35 ხაზი აქვთ. ორი დღის წინ, ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა შვეიცარიული კომპანიის SGS-ის მიერ შემუშავებული დოკუმენტი, სადაც ტექნიკური ინსპექტირების ცენტრებისთვის სტანდარტებია გაწერილი, როგორც შენობებისთვის, ასევე აღჭურვილობისა და პერსონალისთვის. დღევანდელი მდგომარეობით 26 ცენტრიდან პრაქტიკულად ყველას აქვს ხარვეზი, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხარვეზები გამოუსწორებადი და ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 3 თვის განმავლობაში მოასწრებენ, ასევე ველოდებით ამ სფეროში ახალი ინვესტიციების შემოსვლასაც. ბევრი დაინტერესებული კომპანიაა, როგორც ქართული, ისე უცხოური. მათი შემოსვლით და არსებულების გაფართოებით უკვე გვექნება ის სიმძლავრეები, რაც ეტაპობრივად მოგვცემს 900 000 ავტომობილის ეტაპობრივი ინსპექტირების საშუალებას.

რაც შეეხება ხარვეზებს, ზოგს შენობა-ნაგებობების ხარვეზი აქვს, ზოგს აპარატურა აქვს გამოსაცვლელი. სუფთა ტექნიკური ხარვეზებია, რომელიც გამოსწორებადია. ვიცი მათი განწყობაც, მონდომებულები არიან ამ მიმართულებით და მჯერა ახალ სტანდარტებს მოერგებიან.

ტექნიკური დათვალიერების საფასური რა იქნება?

ჩვენი გათვლებით დაახლოებთ 60 ლარი, მაგრამ მთავრობა აუცილებლად დააწესებს საფასურის ზედა ზღვარს, რომ ტესტირების ცენტრებმა საფასური თვითნებურად არ გაზარდონ და მოსახლეობას დისკომფორტი არ შეუქმნან.

ავტოპარკს თუ გადავხედავთ, ამ 900 000-ში საკმაოდ ბევრი ისეთი ავტომობილია, დაახლოებით 100 000, რომლის ვადიანობა 11-დან 20-წლამდეა. ასეთი ავტომობილები ტექნიკური ინსპექტირების გავლას შეძლებენ?და რა ბედი ელით მათ?

მინდა განვმარტო, რომ ყველა ავტომობილი თავისი პარამეტრის მიხედვით მოწმდება, ანუ იმ პარამეტრის მიხედვით, რომელიც მწარმოებელმა ქარხანამ დაუდგინა. თქვენ ახსენეთ 20 წლის ავტომობილი. მაგალითად 1997 წელს გამოშვებული ავტომობილი და 2015 წელს გამოშვებული ავტომობილი სულ სხვადასხვა პარამეტრით მოწმდება. თუნდაც გამონაბოლქვის კუთხით, დაკიდების სისტემის კუთხით და ა.შ. ასე რომ, ამ კატეგორიის მანქანების მფლობელებს არაფერი სანერვიულო არ აქვთ. ძალიან მარტივია, მანქანა უნდა იყოს გამართული და მუშაობდეს ელემენტარული პარამეტრები, ანუ მუხრუჭები, დაკიდების სისტემა და ნორმალური ხილვადობა უნდა ჰქონდეს და ასე შემდეგ.

მთავრობის ერთ-ერთ მიზანს, რომ ტექნიკური ინსპექტირების დანერგვასთან ერთად ავტოპარკი განახლდეს და გამონაბოლქვი შემცირდეს, რამდენად შეუწყობს ხელს ის, თუ ძველი მანქანებიც მოახერხებენ ტექნიკური ინსპექტირების გავლას და ავტოპარკის განახლება არ მოხდება?

ვერ დაგეთანხმებით. ევროპის ქვეყნებშიც იგივე პარამეტრებით მოწმდება მანქანები. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ რაღაცაზე თვალს ვხუჭავთ. პარკის განახლებას ხელს შეუწყობს განბაჟების ახალი სისტემა, სადაც ახალი ავტომობილების შემოყვანა წახალისებულია. ასევე, როდესაც ძველ მანქანებს მუდმივი სერვისი დასჭირდებათ და პერიოდული შემოწმების გავლა მოუწევთ, ადამიანები მიიღებენ გადაწყვეტილებას, უფრო ახალი მანქანები იყიდონ. უფრი დაბალი კლასის, მაგრამ – ახალი, რომელიც უფრო დიდხანს მოემსახურებათ და სერვისის გავლაც არ დასჭირდებათ.

აღნიშნეთ, რომ უცხოური კომპანიები დაინტერესებულები არიან, ქართულ ბაზარზე შემოსვლით და ტექნიკური ინსპექტირების დაწყებით. რომელი ქვეყნიდან არიან ეს კომპანიები და რა ვადაში ელით, რომ ეს ბაზარი ახალი მოთამაშეებით გაჯერდება?

2004 წლიდან ქვეყანაში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ მოქმედებს. ეს პროცესი დაახლოებით 5-ჯერ გადაიდო. შესაბამისად, როდესაც ამდენჯერ გადაიდო პროცესი, ეს ინვესტიციების მოცულობას საგრძნობლად ანელებს. დღეს ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილებაა, რომ 2018 წლიდან პროცესს ვიწყებთ, ეს ბიზნესისთვის სიგნალია, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოაწყონ. ინტერესი ძალიან დიდია და ველით, რომ იმ წლის დასაწყისში გაცილებით დიდი სიმძლავრეები გვექნება და წლის ბოლომდე ის სიმძლავრეც, რაც მთლიანად ამ პარკის დასაფარადაა საჭირო.

დაახლოებით 75 ტესტირების ხაზია საჭირო, რომ იმ მანქანების რაოდენობა მთლიანად დაიფაროს, რაც ქვეყანაშია. რა პერიოდულობით მოხდება ტექნიკური ინსპექტირება?

2-წლიანი გეგმა გვაქვს, რომლის დეტალებზეც ოქტომბრის ბოლოს ვილაპარაკებთ. პირველი შემოწმება იქნება 2-წლიანი, შემდეგ უკვე ევროკავშირის სტანდარტზე გადავდივართ. ევროკავშირის სტანდარტი ითვალისწინებს სტანდარტს „4+2+1“, რაც ნიშნავს, რომ 4-წლამდე მანქანა საერთოდ არ გადის პერიოდულ შემოწმებას, 4-დან 6-წლამდე ორ წელიწადში ერთხელ, ხოლო შემდეგ წელიწადში ერთხელ ინპექტირებას ყველა მანქანა გადის.