kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

დოკუმენტური ფილმი ,,თეჯირს მიღმა’’ ეძღვნება ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის დაარსებიდან 70-ე წლისთავს.,რომლის რეჟისორი ლაშა გაგოშიძეა.

ფილმის ქრონომეტრაჟი 1 საათი და 5 წუთია.ფილმში გამოყენებულია ისტორიული ფოტო- ვიდეო მასალა რეჟისორის პირადი და თეატრის არქივიდან. სცენარი შეკრულია თოჯინური გმირის რენეს ამბავით, რომელიც ფრანგი მწერლის ჰექტორ მალოს ნაწარმოების ,,უსახლკაროს“ მიხედვით შექმნილი პიესის ,,ცისფერი კოცონის’’ პერსონაჟია.

რენე აირჩევს მსახიობის პროფესიას და გაივლის რთულ გზას პროფესიულ წარმატებამდე, ისევე როგორც თეატრმა გაიარა გზა 1946 წლიდან დღემდე,რომელსაც შემოქმედებითი 5 თაობა ემსახურა .ფილმში იბადება რენე თოჯინების ოსტატთან ,შემდეგ პერიოდულად შევიხედავთ სახელოსნოში თუ როგორ ამზადებენ მას თეატრში წამოსასვლელად, კულმინაცია კი რენეს თეატრში მოსვლა და დიდ სცენაზე დადგომაა. ფილმში მონაწილეობენ მეთოჯინეები და ადამიანები, რომლებიც თეჯირს მიღმა დგანან და დიდი სიყვარულით და პროფესიონალიზმით ემსახურებიან ყველაზე საოცარ მაყურებელს. ,, მე ამ კედლებში აღზრდილი ვარ და ყოველგვარი კომერციული ინტერესების გარეშე ამ ფილმით გამოვხატე მადლიერება და სიყვარული თაობების მიმართ ვინც ემსახურებოდა და ემსახურება დღეს ამ საინტერესო ჟანრს.

სამწუხაროდ სპონსორირი ვერ მოიძებნა, რომ უფრო მეტი შემძლებოდა,ერთადერთი ვინც მცირედი ფულადი დახმარება შეძლო პარლამენტის წევრი ბატონი ისკო დასენია,რომლითაც ტექნიკური საკითხები მოვაგვარე. თუმცა როცა რაღაც ძალიან გინდა და შენს სულიერ მოთხოვნილებად თვლი ყველაფერს შეძლებ“. მე თხოვნით მივმართე კინოთეატრ ,,საქართველოს“ დამფუძნებელს,ბატონ თენგო აბესაძეს მხარდაჭერა გამოეხატა ჩემი ნაშრომის სათანადოდ წარსადგენად საზოგადოების წინაშე, რომ პრემიერა შემდგარიყო ორმაისობის ღონისძიებების ფარგლებში, 3 მაისს 3 საათზე კინოთეატრ ,,საქართველოში“. მადლობა მერიის კულტურის სამსახურს და ააიპ კულტურის განყოფილებას თანადგომისთვის.