kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ადამიანის ორგანიზმში მოხვედრილ ლითონთაგან ტყვია ერთ-ერთი საშიშია. ორგანიზმში მოხვედრილი ტყვიის ყოველდღიური მასა 45 მკგ-ს უტოლდება.

ტყვია ორგანიზმში საკვებით ან წყლით შედის. ტყვიის დიდი რაოდენობა, დაახლოებით 40%, ორგანიზმში რჩება. მათგან 90%-მდე – ძვლის ქსოვილში, დანარჩენი თმაში, ფრჩხილებში, თირკმელებსა და ღვიძლში ხვდება.

ორგანიზმიდან მძიმე ლითონების გამოდევნას ხილი ეხმარება. ახალ ხილში არსებულ პექტინს შეუძლია ორგანიზმიდან ტყვიის ნაწილის გამოძევება.ჭარბი რაოდენობის ტყვიის გამოდევნის უფრო გემრიელი საშუალებებია ნატურალური ჯემები, მარმელადი, განსაკუთრებით – ვაშლის არომატით. ისინი საკმარისი რაოდენობით პექტინს შეიცავს

რა დაავადებებს იწვევს ტყვიის დონის მატება სისხლში

ორგანიზმში ტყვიის შემცველობას განსაკუთრებით მძიმე მეტალებით გაჯერებული სამშენებლო მასალა და მავნე გამონაბოლქვი ზრდის. მავნე გამონაბოლქვიდან გამომდინარე არასასურველია გზის პირას მოყვანილი პროდუქტიც. პედიატრი ეკა უბერი „ფორტუნასთან“ აღნიშნავს, რომ წყალში ტყვიის შემცველობაც საფრთხის შემცველია.

„მავნე სურსათმა შესაძლოა სისხლში ტყვიის დონე გაზარდოს. განსაკუთრებით მავნე კი ის სურსათია, რომელიც ტყვიით გაჯერებული წყლით ირწყვება. ტყვიის შემცველობა შესაძლოა მაღალი იყოს ნიადაგშიც, რაც ამ ნიადაგზე მოყვანილ პროდუქტს მავნეს ხდის

ზოგიერთი ექიმი ამტკიცებს, რომ ჭარბი ტყვიის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალება რძეში დამბალი შვრიის ფანტელია.