kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

გიორგი მღებრიშვილის ბრძანებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეებისთვის სოციალური დაცვის ღონისძიებები და შეღავათები განისაზღრა.
მათ შორის:

 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მრავალშვილიანი მოსამსახურეები თანამდებობრივ სარგოსთან ერთად ყოველთვიურ დანამატებს მიიღებენ;

 სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მეხანძრე-მაშველის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, მას ერთჯერად ფულად დახმარებას მისცემენ;

 მოსამსახურეს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება: დაქორწინებისას, ოჯახის წევრის გარდაცვალებისა და შვილის შეძენის შემთხვევაში.

 სამსახურის მოსამსახურის და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხორციელდება.