kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

2016–2017 სასწავლო წელი საქართველოს საჯარო სკოლებში 15 სექტემბერს დაიწყება. როგორც ცნობილია, განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახალი სასწავლო წელი ყოველ წელს 15 სექტემბერს დაიწყოს. (გარდა იმ შემთხვევისა, თუ 15 სექტემბერი არასამუშაო დღეს დაემთხვევა.) თუმცა, წელს ბევრისთვის სასწავლო წელი 15 სექტემბრის ნაცვლად შესაძლოა, ოქტომბრის დასაწყისში დაიწყოს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ქვეყნის გარკვეულ სკოლებში სწავლის 2 კვირით გადადების მიზეზად სარემონტო სამუშაოები დაასახელა და დააკონკრეტა, რომ სწავლა როგორც დედაქალაქის, ასევე რამდენიმე რეგიონის რამდენიმე სკოლაში შეიძლება გადაიდოს. უფრო კონკრეტულად, რომელი სკოლები არ დაიწყებენ სწავლას 15 სექტემბერს, ჯერ-ჯერობით უცნობია.

გარდა ამისა, როგორც განათლების მინისტრი ამბობს, წელს პირველკლასელთა რაოდენობა გაზრდილია და ის 53 540–ს შეადგენს, რაც განსხვავდება გასული წლის მონაცემებისგან და მოწმობს, რომ დემოგრაფიული მაჩვენებელი მომატებულია. წელსაც, პირველ კლასში შესვლას ის ბავშვები შეძლებენ, რომელთაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უკვე შეუსრულდათ