kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

სახიფათო მშენებლობები kutaisitoday.com -ის ინტერესის სფეროში მოხვდა. რა პრობლემებია მომგებიან ბიზნესში ქუთაისში, ვინ უნდა აკონტროლებდეს მრავალმილიონიან ბიზნესებს, რამდენად არის დაცული შრომის უსაფრთხოება, რა როლი აქვს ზედამხედველობის სამსახურებს, რამდენად სრულდება მოქმედი რეგულაციები მშენებლობებთან დაკავშირებით, კარგავს თუ არა ადგილობრივი სამსახურების უმოქმედობით ბიუჯეტი ადმინისტრაციული დაჯარიმების შედეგად თანხებს?

საამშენებლო ობიექტების გარე დათვალიერებისა და დასურათების შედეგად ჩვენს ყურადღებას იპყრობს მათი სოციალური პასუხისმგებლობა და თუ როგორ ახორციელებენ ეს კომპანიები ამოქმედებულ რეგულაციებს და მოქმედ კანომდებლობას.

1-მრავალსართულიანი სახლი,რომელიც მდებარეობს თამარ მეფის ქუჩა N 70-ში, ქუთაისის მერიის ბრძანება 21/08/2018 წლის ბრძანება #ბ02,02182331.

10

321

2-მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. მშენებლობის გამცემი ორგანო ქუთაისის მერიის არქტიტექტურის ზედამხედველობის სამსახური ბ10,0117281 12,10,17.

3213333

3-შპ.ს ,,ინფოსერვისი“-ს და შპს ,,ალფა +“ -ის კუთვნილი ოფისი ქუთაისის მერიის ბრძანება N 02,02181484

142000

4-რუსთაველის გამზირი და ბარათაშვილის კვეთა .

1147

88

5-შ.პ.ს ს/კ 412726224 აღმაშენებლის გამზირი N121

32

888

6-ე.წ. ქაჯაიას შენობა

sda

ქუთაისის ზედამხედველობის სამსახურების მუშაობა სახეზეა, ვინაიდან ზემოთ დასახელებულ არცერთ ობიექტზე დასაქმებული მუშები არ არიან აღჭურვილი სპეც.ფორმებით. საამშენებლო ობიექტების პერიმეტრები არ არის დაცული შესაბამისი და დამცავი ინფრასტრუქტურით ((მოაჯირები, ბადეები), რაც საფრთხეს უქმნის ქვეითად მოსიარულეებს. ამდრომდე სამუშაოები მიმდინარეობს და ქმნის გონივრულ ეჭვს, რომ სახეზეა სისტემური კორუფციის ნათელი მაგალითი, ვინაიდან შესაბამისი სამსახურის ერთ- ერთ საქმიანობას მშენებლობებზე ზედამხედველობა წარმოადგენს, გამოავლიონოს კანონდარღვევა, რაზედაც რეაგირებას წინა დღით გადაღებულ ფოტო-მასალაზე ვერ ვიტყვით. თანამდებობის პირების მიერ შესაძლო უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, შესაძლო კორუციასა და საამშენებლო ობიექტებზე არსებულ დარღვევებზე თვალი იხუჭება, თუ რატომ, ეს შესაბამისი სამსახურების დასადგენია.

რა წერია საქართველოს მთავრობის დადგენილება №477-ში, რომელსაც ამდრომდე არავინ ასრულებს

სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 1 პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი − სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ.

მუხლი 2 დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-16 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მუხლი 3 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-16 მუხლი ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი

ტექნიკური რეგლამენტი − სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ მუხლი 1. გამოყენების სფერო და ზოგადი დებულებები 1. ტექნიკური რეგლამენტი − სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მოთხოვნების შესახებ (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) განსაზღვრავს სიმაღლეზე სამუშაოების შესრულებისას ძირითად მოთხოვნებსა და პრევენციული ღონისძიებების ზოგად პრინციპებს იმ სამუშაოებზე, სადაც არსებობს 2 მეტრის და მეტი სიმაღლიდან ვარდნის საფრთხე (მათ შორის, ჭები, ღიობები, ნათხარი გრუნტები და ა.შ.). 2. ტექნიკური რეგლამენტი აწესებს დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ვალდებულებებს, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნასთან. მუხლი 2. ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების ზედამხედველობა და კონტროლი 1. ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესრულებაზე ზედამხედველობასა და კონტროლს უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ საამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოები და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი. 2. საამშენებლო მოედნებზე ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა წარმოადგენს მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევას.

მუხლი 5. მოთხოვნები დამცავი მოაჯირების მოწყობისა და ექსპლუატაციის მიმართ დამცავი მოაჯირების სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) დამცავი მოაჯირი/მოაჯირები/სახელურები უნდა დამონტაჟდეს ყველგან, სადაც არსებობს სიმაღლიდან ვარდნის პოტენციური საფრთხე; ბ) მოაჯირი უნდა შედგებოდეს ვერტიკალური, საყრდენი, ზედა და შუა ჰორიზონტალური ძელებისგან. მოაჯირის ძირზე (სამუშაო პლატფორმაზე) უნდა იყოს დამონტაჟებული მინიმუმ 10 სმ-ის სიმაღლის ქვედა ჰორიზონტალური ძელი სხვადასხვა საგნის ან ხელსაწყოს ვარდნის თავიდან ასაცილებლად. შუა ჰორიზონტალური ძელი უნდა განთავსდეს სამუშაო პლატფორმიდან 50-60 სმ-ის სიმაღლეზე. მყარი მოაჯირის სიმაღლე უნდა იყოს სამუშაო ზედაპირიდან 90-120 სმ; გ) შუაძელები და ბადეები უნდა დამონტაჟდეს ზედა ძელსა და სამუშაო ზედაპირს შორის: გ.ა) შუაძელის არარსებობის შემთხვევაში, არსებული მოაჯირის მთლიანი პერიმეტრი შემოსაზღვრული უნდა იყოს საამშენებლო საცერი ბადეებით; გ.ბ) ერთმანეთის გადამკვეთი ძელები შესაძლოა გამოყენებული იყოს შუალედური ძელის ნაცვლად იმ შემთხვევაში, თუ გადამკვეთი ძელების გადაკვეთის წერტილი არის სამუშაო პლატფორმიდან 50-60 სმის სიმაღლეზე; გ.გ) მოაჯირების ჰორიზონტალური ძელები დამაგრებული უნდა იყოს საყრდენი ბოძების შიდა მხარეს; გ.დ) ვერტიკალური საყრდენი ძელების გამოყენებისას მათ შორის მანძილი არ უნდა აღემატებოდეს 50 სმ-ს; გ.ე) მოაჯირი უნდა უძლებდეს 5 სმ-ის დისტანციიდან არანაკლებ 90 კგ ტვირთის მიწოლით დატვირთვას, რა დროსაც მოაჯირის გადახრა არ უნდა აღემატებოდეს 10 სმ-ს; გ.ვ) მოაჯირზე ბადეები და სხვა დამცავი საშუალებები ისე უნდა იყოს დამონტაჟებული, რომ არ გამოიწვიოს დასაქმებულთა დაზიანება (დასერვა, თითების მოყოლა) და ტანისამოსზე გამოდება; გ.ზ) მოაჯირების დაბოლოებები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ არ გამოიწვიოს ადამიანის დაზიანება; გ.თ) დაუშვებელია ჰორიზონტალური და ვერტიკალური ძელების ერთმანეთზე დამაგრება ფოლადის ან პლასტმასის არტახებით; გ.ი) მოაჯირის ზედა და შუა ძელები უნდა იყოს ძლიერი და გამძლე მასალისგან დამზადებული, მინიმუმ 60 მმ-ის დიამეტრის ან სისქის, რათა გამოირიცხოს მათი გაჭრა ან/და გაგლეჯა. თუ გამოყენებულია ლითონის ბაგირი, ყოველ 180 სმ-ში უნდა დამონტაჟდეს თვალისთვის ადვილად აღსაქმელი ყვითელი ფერის მაფრთხილებელი ალმები; გ.კ) თუ მოაჯირის სისტემები გამოიყენება ხვრელების გარშემო, რომლებიც განკუთვნილია მისასვლელი ადგილებისთვის (კიბით ჩასასვლელი), ასეთი ხვრელები აღჭურვილი უნდა იყოს სპეციალური საფარით ან იმგვარად უნდა იყოს მოწყობილი, რომ არ მოხდეს ადამიანის მარტივად შეღწევა; გ.ლ) როდესაც დამცავი მოაჯირი გამოიყენება ღიობებთან, ღიობების ყველა მხარე უნდა იყოს დაფარული; http://www.matsne.gov.ge 30016007010003020186 გ.მ) როდესაც ღიობები გამოიყენება ტვირთის სამოძრაო ადგილად, გამოყენებული უნდა იქნეს მობილური მოაჯირები. იმ შემთხვევაში, თუ ღიობი არის გამოუყენებელი, იგი უნდა იყოს აუცილებლად დაფარული მთლიანი ფენილით; გ.ნ) ნებისმიერ ღიობთან ახლოს მდებარე პანდუსი ან დაქანებული ადგილი, რომელიც გამოიყენება ადამიანის სავალ ბილიკებად, უნდა იყოს მოაჯირებით შემოსაზღვრული; გ.ო) თუ მოაჯირის ზედა ნაწილი შედგება მანილის, პლასტმასის ან სინთეტიკური ბაგირისგან, აუცილებელია მისი შემოწმება საჭირო პერიოდულობით, მაგრამ არანაკლებ თვეში ერთხელ, რათა დადასტურდეს, რომ ის უძლებს 5 სმ-ის დისტანციიდან არანაკლებ 90 კგ-ის მიწოლით დატვირთვას; გ.პ) მოაჯირი უნდა განთავსდეს სამუშაო პლატფორმის კიდიდან არანაკლებ 10 სმ-ის მანძილისა.

მუხლი 10. უსაფრთხოების ბადეები 1. უსაფრთხოების ბადე უნდა განთავსდეს სიმაღლეზე მიმდინარე სამუშაოების ქვემოთ, სადაც ვერ ხერხდება სხვა სახის დამცავი საშუალების ეფექტური გამოყენება.
2. უსაფრთხოების ბადე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ა) უნდა განთავსდეს პლატფორმის ქვემოთ მაქსიმალურად ახლოს, მაგრამ არაუმეტეს 9 მეტრი სიმაღლისა; ბ) უნდა იყოს გამჭვირვალე და უზრუნველჰყოფდეს ქვედა სამუშაო სივრცეებისა და მიმდინარე პროცესების ხილვადობას, რათა არ მოხდეს მყარი საგნების გადაგდება და არასასურველი კონტაქტი მიწის ზედაპირთან; გ) დამონტაჟების შემდეგ უნდა მოხდეს მისი შემოწმება. დამცავი ბადის შემოწმება უნდა განხორციელდეს მუშაობის დაწყებამდე, ხოლო თუ აღნიშნული ბადე არ იქნა მოხსნილი ან გადატანილი, მისი განმეორებითი შემოწმება უნდა განხორციელდეს არა უგვიანეს 6 თვისა. ბადის გამოცდისას უნდა გამოიყენონ 180 კგ-ის სიმძიმის ტვირთი არანაკლებ 1 მეტრის სიმაღლიდან. გამოცდის შედეგები უნდა დასტურდებოდეს დოკუმენტურად, კომპეტენტური პირის/სამსახურის მიერ; დ) დაუშვებელია დეფექტის მქონე ბადის გამოყენება დამცავ საშუალებად; http://www.matsne.gov.ge 30016007010003020186 ე) თუ დამცავ ბადეში მოხვდება რაიმე რკინის ნაჭერი, იარაღი ან სხვა სახის საგანი, მისი ამოღება უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ. ასევე უნდა განხორციელდეს ბადის შემოწმება ნებისმიერი ინციდენტის შემდეგ
ეს ის საკანონმდებლო ბაზაა, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით უნდა სრულდებოდეს .

რამდენად სრულდება მოქმედი კანონმდებლობა და მოხდა თუ არა აღნიშნული საამშენებლო ფირმების დაჯარიმება მასალის გამოქვეყნების შემდეგ, ამ კითხვით წერილობით ფოტო- მასალასთან ერთად ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს მივმართეთ.

განცხადებაზე პასუხად ჩვენი წერილობითი მიმართვის საფუძველზე ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსახური წერილობით გვპასუხობს, ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: ქუთაისში, თამარ მეფის ქ. N 70-ში ,ბარათაშვილის კვეთა (შ.პ.ს ,,სკაიფორტი’’), დავით აღმაშენებლის გამზ N121 -ში (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი)მდებარე ობიექტების მეპატრონეებს მიეცათ მითითება დაიცვან მშენებლობის უსაფრთხოების წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ მიმართ გატარდება კანონშესაბამისი ღონისძიებები, ხოლო რაც შეეხება შპს ,,ალფა+-სა და შპს ,,ინფსერვიზ“ -ს აღნიშნული ობიექტები დაჯარიმდნენ სანებართვო პირობების დარღვევის გამო.

ჩვენ კვლავ გადავიღეთ ობიექტები, რომლებსაც მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მისცა მითითება მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ . სახეზეა საამშენებლო ფირმების უპასუხისმგებლობა, კანონის დაუმორჩილებლობა და ამავე დროს საკუთარი ჯიბეების გასქელების გამო მუშების უსაფრთხოების ხელყოფის ნათელი მაგალითები.

1-მრავალსართულიანი სახლი მისამართი მდებარე თამარ მეფის ქუჩა N 70

მოძიებულ იქნა ინფორმაცია თუ ვის საკუთრებაში იმყოფებოდა ქუთაისის თამარ მეფის ქ N 70-ში ( ყოფილი კიროვოს ქუჩა N80) მრავალსართულიანი სახლის მშენებლობა წარმომადგენლობითი უფლებით. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით ის რამაზ გვინცაძეზეა რეგისტრირებული

89

321

2.რუსთაველის გამზირი და ბარათაშვილის კვეთა .

მოძიებულ იქნა ინფორმაცია თუ ვის საკუთრებაშია ქუთაისში, .რუსთაველის გამზირსა და ბარათაშვილის კვეთაზე არსებული (შ.პ.ს ,,სკაიფორტი’’) და ვინ იყვნენ ბიზნეს- პარტნიორები. სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით შპს ,,სკაიფორტი: რეგისტრირებულია 2015 წლის 04 ნოემბერს. 100 პროცენტიანი წილის მფლობელი კახაბერ აბზიანიძეა.

55555

5552

3-შპ.ს ,,ინფოსერვისი“-ს და შპს ,,ალფა +“ -ის კუთვნილი ოფისი

ხოლო ჩვენი არაერთი მცდელობისა ქუთაისის მერიას გაესაჯაროვებინა მშენებლობებზე ინფორმაცია, ამდრომდე უშედეგო აღმოჩნდა

524
777777

4.-ე.წ. ქაჯაიას შენობა

მოძიებულ იქნა ინფორმაცია, კერძოდ, ე.წ. ქაჯაიას შენობაზე, რომელიც მდებარეობს ქუთაისში, ნიუ პორტის ქუჩაზე. სამსართულიანი შენობის მესაკუთრე და 20 პროცენტიანი წილის მფლობელი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ნიკოლოზ ლატარიას მეუღლე ხატია სირბილაძე აღმოჩნდა. ეს დასტურდება საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, შპს “გუდლაინმა” ნაგებობა 2018 წლის 26 მარტს შეიძინა და ამავე დროს თანამდებობის პირის დეკლარაცით, რომელიც ნიკოლოზ ლატარიას შევსებულია აქვს 26.09.2018 წელს.პარტნიორები კი იზა ბენიძე,ნანული იდაძე , ელისო მარგველაშვილი და კახაბერ გურგუჩიანია.

4444

55555

5.აღმაშენებლის გამზირი N121

მოძიებულ იქნა ინფორმაცია თუ ვის საკუთრებაში იმყოფებოდა აღმაშენებლის გამზირი N121 -ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი. სამეწარმეო რეესტრიდან დგინდება: მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი ქეთევან ყურაშვილია

888

არც ერთ კომპანიას არ ეყო სოციალური პასუხისმგებლობა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურისათვის ჩვენი ოფიციალური წერილის გაგზავნამდე და გაგზავნის შემდეგაც შესაბამისი სამსახურების გაფრთხილებების მიუხედავად მშენებლობებზე მოეწყოთ დამცავი მოაჯირები, დაეცვათ ტექნიკური რეგლამენტი სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოების მიზნით, ამავე დროს არცერთ ობიექტზე ამდრომდე არ გამოუყენებიათ დამცავი ბადეები.

არცერთი ბიზნეს კომპანიის მიზანი არ არის დაეცვათ მუშების უსაფრთხოება, აღმოეფხვრათ ყველა პრობლემა, ეს კი ნიშნავდა მათთვის მოგების შემცირებასა და უსაფრთხოებისათვის საჭირო ყველა ინვენტარის შეძენას,რაც ამ დრომდე არ მომხდარა. ისინი საკუთარ მოგებას გაუფრთხილდნენ სხვისი სიცოცხლის ფასად.

მიზეზი კანონის უკანონობა და უპასუხისმგებლობაა,რომლის ნათელი მაგალითი ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ოჯახის ბიზნეს- მშენებლობაა,რომელიც მაგალითი უნდა ყოფილიყო ყველა ბიზნეს სუბიექტისთვის. სამწუხაროდ ის თავად არ იცავს იმ სტანდარტებს და კანონს, რომელიც მოქმედებს.