kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

kutaisitoday.com-ის რუბრიკა ,,პროფესიის “ დღევანდელი სტუმარია, პროფესით ჟურნალისტი , ლელა თოლორდავა ,რომელიც ექიმის პროფესიაზე ოცნებობდა, მაგრამ გარემოებამ ის ფაქტის წინაშე დააყენა, ექიმობას ჟურნალისტობა არჩია და დიდი გზაც გავლო პროფესიული კუთხით

კერძოდ, ის ამჟამად გახლავთ ინტერნეტპორტალ-,, Aianews.ge’’ რედაქტორი.,, ვმუშაობდი იტალიაში სინიორ დომენიკოს მომვლელად(ბადანტედ), ,,თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის’’ პიარ-მენეჯერად და ფეისბუქის გვერდის ადმინისტრატორად, გაზეთ ,,P.S’’ (პოსტსკრიპტუმის) კორესპოდენტად და სარეკლამო მენეჯერად , სარეკლამო კომპანია ,,გამას’’ მენეჯერად, ,,კრიმინალური იმერეთის’’ კორესპოდენტად, სპორტულ გამოცემა ,,ტორპედო და გულშემატკივარის’’ კორესპოდენტად., ასევე გახლავართ ჟურნალისტთა დამოუკიდებელი კავშირის ჯილდოს მფლობელი ნომინაციაში ,,თემის გადმოცემის ორიგინალური ვერსია“

1.რა პროფესია გაქვთ?

-პროფესიით ჟურნალისტი ვარ.

2.რამ გადაგაწყვეტინათ აგერჩიათ აღნიშნული პროფესია და რა იყო მიზეზი?

-ჩემი პროფესიის არჩევაში მთავარი დამნაშავე არის მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი. ბავშვობიდან ექიმობა მხიბლავდა, სამომავლო პროფესიადაც ექიმობა მესახებოდა, მაგრამ მეათე კლასში ვიყავი საქართველოს ტელევიზიით რომ ვნახე სატელევიზიო ფილმი ,,ხსოვნა’’ , სადაც მთავარი გმირი ჟურნალისტი იყო. რეზო ჩხიკვიშვილის მიერ განსახიერებულმა ჟურნალისტმა ისე მომხიბლა, გადაწყვეტილება შევცვალე და სახლში გამოვაცხადე, არავითარი ექიმი, ჟურნალისტი უნდა გავხდე-თქო’’.

3.რომ გქონდეთ შანსი დრო უკან დააბრუნოთ, შეცვლიდით თუ არა პროფესიას და რატომ?

-მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ჩემი პროფესიით ძალიან მიჭირს თავის რჩენა, მაინც არაფერს შევცვლიდი და იცით რატომ?! ამ პროფესიამ მე ცხოვრება მასწავლა, ბევრ საინტერესო პიროვნებას შემახვედრა, ბევრი თავგადასავალი მომცა და ბევრი ამბის თანამონაწილე გამხადა. ამიტომაც დრო რომ უკან დაბრუნდეს, მაინც ჩავრთავდი შავ-თეთრ ტელევიზორს, ვნახავდი სატელევიზიო ფილმ ,,ხსოვნას’’ და გავხდებოდი ჟურნალისტი.

4.რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?

-მართალი გითხრათ თავს არ ვთვლი წარმატებულად, ბევრი კომპონენტი მაკლია საამისოდ, უპირველესად მატერიალური კეთილდღეობა.

5. რა აუცილებელი ეტაპები უნდა გაიაროს მოზარდმა, სწორი პროფესიული არჩევანის გასაკეთებლად?

-პირველ რიგში უნდა მიიღოს საფუძვლიანი ზოგადი განათლება, უამრავ საგანთა შორის ის აუცილებლად იპოვის ისეთს, რომელშიც თავის თავს დაინახავს.

6.რა როლი ეკისრება სკოლას მოზარდის პროფესიულ რჩევანში? რისი გაკეთება შეუძლია მას მოზარდის არჩევანისთვის მოსამზადებლად?

-სკოლის როლი უდიდესია მოზარდის პიროვნებად ჩამოყალიბებაში და შესაბამისად პროფესიულ არჩევანში. სკოლიდან სწავლობს მოზარდი საზოგადოოებაში ურთიერთობას, საკუთარი თავის რეალიზებას და იღებს ცოდნას, რომელიც საბოლოოდ განსაზღვრავს მის სამომავლო გზას. არასწორმა მიდგომებმა შესაძლოა საერთოდ დაღუპოს მოზარდი. სკოლა ქვეყნის მომავალს განსაზღვრავს, რა დონის სკოლაც გვაქვს, ზუსტად იმ დონისაა საზოგადოება. მოზარდისთვის ყველაზე კარგი მრჩეველი მასწავლებელია, ის ზუსტად უნდა ხედავდეს მეცნიერების რომელი დარგისკენ იხრება მოსწავლე. პროფესიის არჩევასაც ხომ ეს განაპირობებს, მაგალითად ვისაც მათემატიკა და ფიზიკა არ ესმის, ის ფიზიკოსი ვერ გახდება…ერთეულია ისეთი მოზარდები , რომლებიც ყველა საგანს თანაბრად სწავლობენ და შეუძლიათ რამდენიმე პროფესიას დაეუფლონ. სკოლაში უპირველესად მიდგომები უნდა შეიცვალოს, მოსწავლეში უნდა ხედავდნენ პიროვნებას, მისი ოჯახის მდგომარეობით კი არ უნდა ხდებოდეს შეფასება, არამედ დამსახურებით, მოსწავლის დამსახურება კი კარგი სწავლა და ყოფაქცევაა. მოსწავლეში უნდა დაინახონ მარცვალი , რომლის გაღვივებაშიც დაეხმარებიან.

7.რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მშობელს, საზოგადოდ ოჯახს, მოზარდის პროფესიულ არჩევანზე და როგორი იქნება ამ შემთხვევაში მშობლის ჩართულობის საუკეთესო სტრატეგია?

-სამწუხაროდ, ჩვენ იმ საზოგადოებაში ვცხოვრობთ , სადაც მშობლის როლი დიდია მოზარდის პროფესიის არჩევაში. ეს ტრადიცია ათწლეულებია დამკვიდრდა, ექიმების ოჯახში გაზრდილი ბავშვი , აუცილებლად უნდა გახდეს ექიმი, ეს ეხება სხვა პროფესიებსაც, უბრალოდ ერთი ნათელი მაგალითი მოვიყვანე. ამით იმის თქმა მინდა, რომ მშობელი დიდ გავლენას ახდენს მოზარდზე. მე მომსწრე ვარ, როგორ აიძულა მამამ შვილი ჩაებარებინა სამართალმცოდნეობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გადაუხდიდა სწავლის გადასახადს, არადა შვილს ფსიქოლოგობა ხიბლავდა. ასეთი მაგალითები მრავლადაა, ეს უპირველესად არჩევანის თავისუფლებას ართმევს მოზარდს და თვითრეალიზების საშუალებას უზღუდავს, რაც არ გიყვარს მასში ვერც რეალიზდები. მე ვთვლი, რომ მშობელი კარგი მრჩეველი უნდა იყოს, გადაწყვეტილება კი შვილმა უნდა მიიღოს. კატეგორიული მიდგომა ამ საკითხში პიროვნების დისკრედიტაციას იწვევს, არა მგონია ვინმეს სურდეს შვილისთვის ცუდი, თავადაც არ აქვთ ხშირ შემთხვევაში გაანალიზებული როგორ დათვურ სამსახურს უწევენ.

8. აპირებთ თუ არა სწავლის გაგრძელებას სად და რა განხრით?

-მეც იმ აზრზე ვარ, რომ სწავლა სიბერემდეა… ყოველდღიურად ბევრ რამეს ვსწავლობ ცხოვრებისგან. კონკრეტულად, უცხო ენებს შევისწავლიდი უკეთესად.

9.მიგაჩნიათ თუ არა თეორიული ცოდნის პარალელურად უნდა შეიძინოთ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და არა შემდეგ ეტაპზე?

-თეორია პრაქტიკის გარეშე არაფერია, აუცილებელია თეორიულ ცოდნას თანს სდევდეს პრაქტიკა, ამით განმტკიცდება ცოდნა. მარტო თეორიით ვერ შეიძენ გამოცდილებას, ეს უკანასკნელი საჭირო კი არა, აუცილებელია პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის.