kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

საქართველოს დამსახურებული არტისტი ანზორ ხერხაძე 81 წლისაა.ის დაიბადა 1937 წლის 20 თებერვალს. 1962 წლიდან მესხიშვილის თეატრის მსახიობია.

ანზორ ხერხაძე – ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუშაობს 1962 წლიდან; დღემდე ნათამაშები აქვს 224 როლი. გადაღებულია კინოფილმებში: „მაიაკოვსკი იწყებოდა ასე“, „პირველი მერცხალი“, „თბილისი და თბილისელები“, „ბაკულას ღორები“; არის აკაკი წერეთლის, ლადო მესხიშვილის და სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, 2010 წელს ქუთაისში მსახიობის ვარსკვლავი გაიხსნა.

2017 წელს მსახიობს კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სამინისტროს სპეციალური ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა. ის ასევე საქართველოს თეატრალური საზოგადოებისგან აკაკი ხორავას სახელობის პრემიით დაჯილდოვდა.