kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

kutaisitoday.com-ის რუბრიკა ,,პროფესიის “ დღევანდელი სტუმარი ქალაქისა და თეატრალური საზოგადოებისათვის კარგად ნაცნობი ქალბატონი ნანა ქაჯაიაა ის ამჟამად -ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრის პიარ-მენეჯერი გახლავთ. (2007წლიდან დღემდე). სხვადასხვა დროს პროფესიულ საქმიანობას ეწეოდა.იყო -გაზეთ „ალიასა“, „ქრონიკის“ რეგიონული ორგანიზაციის ჟურნალისტი.ასევე მუშაობდა გაზეთ „ქუთაისის“ კორესპონდენტად, კულტურისა და ხელოვნების განყოფილების რედაქტორის, გაზეთის პასუხისმგებელი რედაქტორის თანამდებობებზე

1.-რა პროფესიის ბრძანდებით?

-ჟურნალისტი. ფილოლოგი.

2.-რამ გადაგაწყვეტინათ აგერჩიათ აღნიშნული პროფესია და რა იყო ამის მიზეზი?

-ბავშვობის ოცნება, მიზანი, რომლისკენაც პატარაობიდანვე მივილტვოდი. ვწერდი ყველაზე და ყველაფერზე, მათ შორის ყველა ნივთზე, რომელსაც შეიძლებოდა ასოები დამჩნეოდა (ქვიშაზე, ხის მერქანზე, კედლებზე, ფერად და ჩვეულებრივ ფურცლებზე).

3.-როგორ ავირჩიოთ სასურველი პროფესია?

-საკუთარი შინაგანი მეს მიყურადებით.

4.-რომ გქონდეთ შანსი დრო უკან დააბრუნოთ, შეცვლიდით თუ არა პროფესიას და რატომ?

– რა თქმა უნდა არა.

5.რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?

– საქმე, ანუ პროფესია, რომელსაც ემსახურები გულწრფელად უნდა გიყვარდეს და წერო მხოლოდ სიმართლე, შელამაზებისა და „უცხო ჩიტების მოტანილი ჭორების“ მოშველიების გარეშე.

6. რა აუცილებელი ეტაპები უნდა გაიაროს მოზარდმა სწორი პროფესიული არჩევანის გასაკეთებლად?

– ცხოვრებას თავადა აქვს ეტაპები… მოზარდმა რაც შეიძლება ბევრი უნდა იკითხოს, იაზროვნოს და პროფესიული არჩევანიც თავისთავად მოვა, სხვათა მითითებების და ჩარევის გარეშე. როცა თავად გადაწყვეტ რა გინდა ცხოვრებაში, პროფესიული არჩევანიც ძალიან იოლი გასაკეთებელია.

7. რა როლი ეკისრება სკოლას მოზარდის პროფესიულ არჩევანში? რისი გაკეთება შეუძლია მას მოზარდის არჩევანისთვის მოსამზადებლად?

– აზროვნების კულტურის ჩამოყალიბება უნდა იყოს სკოლაში უმთავრესი საზრუნავი, მოზარდის სულიერი ფორმირებისას. ამიტომაც, პროფესიის არჩევანისთვის აუცილებელია საღი და გონივრული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისთვის პედაგოგთა მობილიზება, რათა მათ მიერ სწორად მიცემულ, მართებულ მაგალითზე შეძლონ მოზარდებმა საკუთარი არჩევანის გაკეთება.
მოზარდს უნდა უყვარდეს, ენდობოდეს პედაგოგი… და პირიქით…
სკოლაში სიარული საინტერესო, სასიამოვნო და მოულოდნელობებით სავსე დღესასწაულად უნდა გადავუქციოთ ახალგაზრდებს, მათი და ჩვენი უკეთესი მომავლისათვის.

8. – რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მშობელს, საზოგადოდ, ოჯახს, მოზარდის პროფესიულ არჩევანზე და როგორი იქნება ამ შემთხვევაში მშობლის ჩართულობის საუკეთესო სტრატეგია?

– მშობელი აუცილებელი ინსტრუმენტია მოზარდის სწორად განვითარებისა და ჩამოყალიბებისათვის. რაც შეეხება მშობლის ფუნქციას შვილის პროფესიულ არჩევანში, ვფიქრობ, ეს ყველაზე უარყოფით გავლენას ახდენს მოზარდზე. რადგანაც, არც ერთ ჭეშმარიტ მოაზროვნესა და ჭეშმარიტ შემოქმედს, არასოდეს გაუთვალისწინებია, საკუთარი მომავლის არჩევანისას, მშობლის მოსაზრება.

9.- აპირებთ თუ არა სწავლის გაგრძელებას, სად და რა განხრით?

– ალბათ არა. ორი 5-იანი შემისრულდა უკვე.

10.- მიგაჩნიათ თუ არა თეორიული ცოდნის პარალელურად უნდა შეიძინოთ პრაქტიკული უნარ- ჩვევები და არა შემდეგ ეტაპზე?

– რა თქმა უნდა, ეს ერთგვარი აუცილებლობაცაა ჩვენს პროფესიაში. სხვანაირად ჟურნალისტიკაში ვერც ვერაფერს ისწავლი და ვერც ვერაფერს მიაღწევ.