kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ჭამა, ეს ისეთი რამ არის,რაც ყველას უყვარს ,მაგრამ მასპინძლობით განთქმული ქუთაისი რომ სტუმრების გამასპინძლებისთვის საკუთარი ჯიბის ფულს იხდიდეს დამზოგავიც ბევრი გვეყოლებოდა და კეთილის მსურველიც ჩვენს ქალაქში, მაგრამ ეს ასე არ არის. სტუმარს რომ ბიუჯეტის ფულით კარგად დაანაყრებ ამას სხვა ელფერი აქვს, თანაც ანგარიშებზე დანაზოგიც შეგენახება და სტუმრებსაც გამასპინძლებულს გაუშვებ.

რა დაუჯდა ქუთაისის ბიუჯეტს ქალაქ ქუთაისის მერიის, ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და ნარჩენების მართვის კომპანიის მიერ დასავლეთ საქართველოს გუბერნატორების,გამგებლებისა და საკრებულოს თავმჯდომარეებისათვის საქმიანი შეხვედრის ფარგელებში გაწეული კვებითი მომსახურეობა, რესტორან,,ქალაქურში’’,რომლისთვისაც 3130 ლარი დაიხარჯა.

ხოლო ქუთაისის ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართული სპექტაკლის ,,ტრავიატას’’პრემიერაზე ჩამობრძანებული სტუმრებისთვის გაწეულ იქნა კვებითი მომსახურეობისათვი ს 710 ლარი.

ამავე დროს წლის განმავლობაში გაფორმებულია ქუთაისის მერიის კვებითი მომსახურეობისათვის რესტორან ,,ქალაქურთან“ 15 000 ლარიანი ხელშეკრულება და შპს ,,პალატთან“ 7000 ლარიანი ხელშეკრულებები.

მკითხველს მასალის წაკითხვასთან ერთად ერთი შეკითხვა დაებადება, საქმიანი შეხვედრა არა რესტორანში გაშლილ სუფრაზე უნდა ხდებოდეს, არამედ სამსაურებში და ამავე დროს ყველა აქ ჩამოთვლილ თანამდებობის პირს წლიდან წლამდე იმდენი პრემია ერიცხებათ, საკუთარი ჯიბის ფული რომ აეკრიბათ და ისე მოეწყოთ საკუთარი კუჭისთვის საქმიანი შეხვედრა უფრო კარგი იქნებოდა.