kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

დადასტურებული ინფორმაციით, ქუთაისისი საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალს და მის მოადგილეს პროკურატურამ ბრალი წაუყენა. საქმე ეხება საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის დირექტორის სულხან ქობულაძის ცემის ფაქტს.

კომფიდენციალური წყაროს ინფორმაციით, 2015 წლის 1 ოქტომბერს მომხდარ ფაქტზე აღძრულ საქმეზე პროკურატურამ გამოძიება განაახლა. მითითება პრემიერ- მინისტრის აპარატიდან პროკურატურაში განცხადებით შევიდა, რის შემდეგაც, ე.წ. თაროზე შემოდებულ საქმეზე გამოძება დასრულდა. ქუთაისისი საქალაქო სასამართლომ, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალს და მის მოადგილე ბექა ყანჩელს, ასევე მის მძღოლს 2000-2000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

დეტალები : რა მოხდა 2015 წლის 1 ოქტომბერს, დილის საათებში ? საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის დირექტორი სულხან ქობულაძე ჯერ გაიტაცეს, შემდეგ უმოწყალოდ სცემეს. თავდასხმაში ეჭვმიტანილები ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარე დავით დვალი, მისი მოადგილე ბექა ყანჩელი და ასევე საკრებულოს თავმჯდომარის მძღოლი გახლავთ.

სულხან ქობულაძე: 1 ოქტომბერს დილის 11 საათზე სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნა ქუთაისის საკრებულოს თავჯდომარის პოლიტიკური მოღვაწობის შესახებ ქუთაისში, რომ ის იყო, ქრისტიან– დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე, რომელიც ნაციონალური მოძრობის ჩანერგილი სახელით და მე მას ვუწოდე ,,ყვარყვარე”. ამის შემდეგ , ჩემს ტელეფონზე დამირეკა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალმა და მასთან მისვლა მთხოვა. მე მათ არ ვეახლე, შემდეგ მომაკითხეს, მე ტელეკომპანია ,,რიონთან” დავუნიშნე შეხვედრა, მითხრა, რომ მარტო იქნებოდა და პირისპირ სურდა საუბარი. მანქანაში როგორც კი ჩავჯექი, ჩემს გვერდით დამხვდა საკრებულოს თამჯდომარის მოადგილე ბექა ყანჩელი. მან მითხრა, თუ რატომ ვუწოდე მას ,,ყვარყვარე”, ხელი მომიშვირა, მაგინებდა დედას. დვალმა დამიწყო ცემა თავის არეში. ყანჩელიც აჰყვა. მათი მძღოლი გადმოხტა მანქანიდან, წიხლები მირტყა მუცლის არეში. არ მახსოვს შემდეგ რა მოხდა, ალბათ გავითიშე, არ მახსოვს რამდენ ხანს მირტყამდნენ. ჩამომაგდეს ნინოშვილის ბაზართან. იქვე მდგომმა ტაქსის მძღოლმა გასისხლიანებული ჩამსვა მანქანაში და წამიყვანა სახლში, ამის შემდეგ დავურეკე ჩემს ახლობელს ,წავედი სამხარეო სამმართველოს უფროსთან და მასთან მოვითხოვე შეხვედრა, იმ წუთშივე მიმიღო და დამაწერინა ჩვენება.