kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

kutaisitoday.com-ის რუბრიკა ,,ოჯახის“ დღევანდელი სტუმარია ქალაქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ბადრი ვაშაკიძის მეუღლე, ქალბატონი ნინო ნანიტაშვილი, რომელიც თავად ისაუბრებს ოჯახზე და მის მეუღლეზე.

54

ჩემი მეუღლე, ბადრი ვაშაკიძე დაიბადა 1951 წლის 1 ივნისს, სამტრედიაში, მოსამსახურის ოჯახში. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენების ფაკულტეტი, მეორადი სპეციალობა საერთაშორისო დიპლომატიური ურთიერთობები. სხვადასხვა წლებში მუშაობდა პედაგოგად, იყო რაიკომის ინსტრუქტორი, კულტურის სამსახურის უფროსი, 12 წელი სამტრედიის განათლების განყოფილების გამგედ იმუშავა. ასევე იყო სამტრედიის პროფესიული სასწავლებლის დირექტორი. ამჟამად ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსია. ფლობს რამდენიმე უცხო ენას, მათ შორის რუსულს, ფრანგულს, ინგლისურს. არის ქართული ენის აკადემიურად მცოდნე. კითხულობს ბევრს და აქვს ენციკლოპედიური განათლება.

1.როდის დაიბადეთ, როგორი ბავშვობა გქონდათ და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩანაწერი თქვენს ბიოგრაფიაში ?

მე, ნინო ნანიტაშვილი დავიბადე 1966 წლის 14 იანვარს, ხარაგაულში, მოსამსახურის ოჯახში. მქონდა ნორმალური ბავშვობა, როგორც შეეფერება მრავალშვილიან ოჯახში აღზრდილ ბავშვს. მშობლებს ოთხი შვილი ჰყავდათ- ორი ვაჟი და ორი ქალიშვილი, მე მეოთხე ვიყავი.
ჩემს ბიოგრაფიაში მნიშვნელოვან ჩანაწერად მიმაჩნია სასურველ ფაკულტეტზე მოწყობა და შემდგომში ოჯახის შექმნა. დავამთავრე ა/კ რკინიგზის ხარაგაულის მეათე საშუალო სკოლა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი წარჩინებით. სხვადასხვა წლებში ვმუშაობდი გაზეთებში: „სოფლის ცხოვრება“ , „სამტრედიის მაცნე“, რუსთავი 2-ის გადაცემა,, კვირაში“ რეგიონულ ჟურნალისტად, ვიყავი ტვ 9-ის სამტრედიის ბიუროს უფროსი, ვმუშაობდი რადიო,,აუდიენციაში“ რეპორტიორად, ამჟამად ტვ ,,ზარის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვარ.

2.რა პროფესია გიზიდავდათ ბავშვობაში და რომ გქონდეთ წლების უკან დაბრუნების შანსი რას შეცვლიდით ?

14222297_900878663377369_8339450909263427449_n

ბავშვობაში მსახიობობა მიზიდავდა, მოგვიანებით იურისტობა მინდოდა, მეცხრე კლასიდან მივიღე გადაწყვეტილება, ჟურნალისტი გავმხდარიყავი. ისე მომწონს ჩემი განვლილი გზა, წლების უკან დაბრუნების შანსი რომ მომეცეს, ალბათ, არაფერს შევცვლიდი. სტუდენტობის პერიოდში მსახიობ რეზო ჩხიკვიშვილთან ერთად ვითამაშე ორსერიან სატელევიზიო ფილმში ,,ხსოვნა“- ელენე ჩხეიძის როლი, ასევე ნოდარ დუმბაძის ,,თეთრ ბაირაღებში“ ნუნუ ექიმი განვასახიერე. ასე რომ, სამსახიობო კარიერაც მქონდა.

3.პირველი სიყვარული რა ასაკიდან გესტუმრათ, როდის შექმენით ოჯახი და რამ მოგხიბლათ თქვენს მეუღლეში?

12

თუკი ამას პირველი სიყვარული ერქვა, რაღაც ამგვარი გრძნობა საბავშვო ბაღიდან მახსოვს.
ოჯახი 1990 წლის 30 დეკემბერს შევქმენი. გაცნობა 1990 წლის 6 სექტემბერს სამტრედიაში მოხდა, როცა თბილისიდან საგაზეთო სტატიის მოსამზადებლად მივლინებით ჩამოვედი, მაშინ ბადრი კულტურის განყოფილების გამგე იყო. გავიცანი, როგორც საინტერესო რესპოდენტი, მომხიბლა თავისი განათლებით, კულტურით, ერუდიციით, უშუალობით, ბუნებრიობით. ეს უკანასკნელი დღემდე აქვს შენარჩუნებული. აღმოჩნდა, ჩვენ ბევრი რამ გვქონდა საერთო, მათ შორის პოლიტიკური შეხედულებები და მრწამსი. მოგვიანებით შევიტყვე, რომ კარგი გარეგნობისა და განათლების, ღირსეული პიროვნული თვისებების გამო, ბადრი ვაშაკიძე სამტრედიაში საკმაოდ სასურველ სასიძოდ იყო მიჩნეული.

4.როგორი მეუღლეა თქვენთვის და თუ იცლის საოჯახო საქმეებისთვის?

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბადრი ვაშაკიძე კარგი მეუღლეა. ამაში ამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა. კარგი შვილი, თავისი დედისა და მამის მიმართ განსაკუთრებული მზრუნველობით გამორჩეული, სამი წელია, მაძლევს საშუალებას, ჩემს 90 წლის დედას სიბერის დღეები სამტრედიაში, ვაშაკიძეების ოჯახში ბედნიერ და მზრუნველ გარემოში გავატარებინო.
მიუხედავად დატვირთული სამუშაო დღეებისა, ბადრი სიამოვნებითაა ჩართული საოჯახო საქმეებში, კერძოდ ,უყვარს მიწაზე მუშაობა, გვაქვს საკუთარი ეზო-კარმიდამო, სადაც ბადრის მოჰყავს სხვადასხვა სახის ბოსტნეული და ოჯახს ნატურალური პროდუქტით უზრუნველყოფს. უყვარს ხეების დარგვა.

5.რამდენი წევრისაგან შედგება თქვენი ოჯახი?

32

ჩვენი ოჯახი შედგება ოთხი წევრისგან. ბადრი, მე და ორი ვაჟი. უფროსი, გრიგოლ ვაშაკიძე 25 წლისაა. ამჟამად იგი სამაგისტრო პროგრამას გადის. გრიგოლი პროფესიით იურისტია. მეორე, გიორგი ვაშაკიძე 23 წლისაა, პროფესიით ეკონომისტი, თბილისში ,,ტერა“ ბანკის ერთ-ერთ ფილიალში მუდმივ რეზერვად მუშაობს.

6.რა არ მოსწონს, რა უხარია, არის თუ არა მკაცრი ოჯახის თავკაცი?

ბადრი ვაშაკიძეს არ მოსწონს სიყალბე, გაუტანლობა, უპასუხისმგებლობა. უხარია, როცა მის ირგვლივ ბედნიერი ადამიანები ცხოვრობენ. განსაკუთრებით ახარებს შვილების კარგად ყოფნა. მკაცრი ოჯახის თავკაცის იმიჯი აქვს, თუმცა მასში ძალიან ბევრი ადამიანური სისუსტეები იმალება, განსაკუთრებით შვილებთან მიმართებაში. მას ახლობლები ერთ უღალატო, მართალ კაცად იცნობენ

7.რთულია იყოთ დიდი ოჯახის დიდი დიასახლისი?

საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს დიდი სახლის დიასახლისობა. თუმცა, როგორც სხვები მაფასებენ, არც თუ ისე ურიგოდ გამომდის.
შვილების მიმართ ერთადერთი პრეტენზია აქვს, მოითხოვს, იყვნენ პასუხისმგებლიანები და თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენონ.

8. რას ნიშნავს ბედნიერება? თქვენებური შეფასება

ბედნიერება ნიშნავს ოჯახის წევრების კარგად ყოფნას, უპირველეს ყოვლისა, მათ ჯანმრთელობას, ოჯახის წევრთა შორის ურთიერთგაგებას და ურთიერთპატივისცემას. იმის გათვალისწინებას, ვის რა უხარია და რა სწყინს.

9.რა არის ოჯახის შენარჩუნების თქვენებური ფორმულა?

ოჯახის შენარჩუნების ერთადერთი ფორმულა ვიცი: მოთმინება, დათმობა. ეს ფორმულა წლების წინ ბადრი ვაშაკიძისგან ვისწავლე. მისი ლოგიკით _ როგორი მართალიც არ უნდა იყო, როცა ერთი მხარე არ თმობს, თუნდაც სიმართლე შენს მხარეზე იყოს, უნდა შენ მოითმინო. წმინდა ნიკოლოზ სერბისა არ იყოს:,, ასე შეინარჩუნებ ძალას და მიემსგავსები წყნარ ზღვას, რომელიც არასოდეს გადმოვა ნაპირებიდან, რათა დაახრჩოს უგუნური, რომელიც მას ქვებს ესვრის“.

10.რამდენწლიანი ოჯახი გაქვთ და რას ურჩევდით დაოჯახებელ წყვილებს?

8

30 დეკემბერს შეუღლებიდან 27 წელი შეგვისრულდება. დაოჯახებულ წყვილებს კი ვურჩევდი, ერთმანეთს ისე და იმ თვალებით უყურონ, როგორც უწინ; დაინახონ ის, რის გამოც წლების წინ ერთად ყოფნის სურვილი გაუჩნდათ. ასეთ შემთხვევაში ძალიან იოლია ოჯახის შენარჩუნება. ეს გვაძლიერებს ჩვენ, ამით მოვიტანეთ დღემდე ერთი სამტრედიული ოჯახის ბედნიერება მეც და ბადრიმაც.