kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

25 წლის დიანა ტაზიანი, რომელიც ხუთი შვილის დედაა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ უმძიმეს მდგომარეობაში, ქუთაისის მულტიპროფილურ კლინიკა ,,უნიქალ მედში” გადაიყვანა.

ახალგაზრდა ქალს უსწრაფესად ჩაუტარდა საჭირო გამოკვლევები და მწვავე პანკრეატიული დიაგნოზით, პანკრეო-ნეკროზით გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთდა. ეს გახლავთ დიაგნოზი, რომლის დროსაც 10 დან 9 შემთხვევა შესაძლოა ლეტალურად დასრულდეს.

ექიმების ნუგზარ ბეროძის. მიხეილ ქვათაძისა და ანესთეზიოლოგ ანზორ აფრიდონიძის გულისხმევით, 25 წლის ახალგაზრდა ქალი სიკვდილს გადაურჩა და საბედნიეროდ ხუთი პატარა კვლავ დედასთან ერთად გააგრძელებს ცხოვრებას. ამჟამად პაციენტი თავს კარგად გრძნობს.