kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

სისხლიანი გარჩევა თერჯოლაში, სადაც ბრალდებული, სავარაუდოდ, ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ნოდარ გიორგაძეა. ვინ ,,კრიშავს’’ ძალოვანი სამსახურიდან საქმეს და რატომ არ მოხდა მისი ამ დრომდე გამოძიება. სისხლიანი გარჩევის დეტალებით kutaisitoday.com- ი ინტერესდება.

გავრცელებული ინფორმაციით 8 მარტს, თერჯოლაში, რესტორან ,,წინაველში,“ საკრებულოს წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა.

რასაც საზოგადოების თავშეყრის ადგილზე გინება, ჩხუბი და აყალმაყალი მოჰყვა. მათი გაშველება და სიტუაციის დარეგულირება დაცვის თანამშრომელმა შოთა გეგეშიძემ ითავა, რის გამოც მას თავის არეში ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბაღდათის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ გიორგაძემ გრაფინი ჩაარტყა.

დაცვის თანამშომელმა გონება დაკარგა,ადგილზე სამედიცინო ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო,რომელმაც მას ქირურგიული დახმარება გაუწია.

ნოდარ გიორგაძე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის სხდომის მდივანი და ამავე დროს ქუთაისის ყოფილი მოსამართლის დავით ახალბედაშვილის ბიძაშვილია, მისი მეჯვარე კი ძალოვანი სამსახურის თანამშრომელი, რის გამოც საქმე შესაძლოა ცენტრალური საგამოძიებო სამსახურების დაქვემდებარებაში გადავიდეს, ვინაიდან საქმე სასამართლოში იმ სასამართლოს განსახილველი გახდება, სადაც ის წლებია მუშაობდა.

98

საქმეზე საგამოძიებო მოქმედებებს თერჯოლის რაიონული სამმართველო აწარმოებდა. მიღებული გადაწყვეტილებით საქმე საგამოძიებო მოქმედებების და სავარაუდოდ გადაკვალიფიცირების ბრალის შეცვლის მხრივ იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადავიდა. წყაროს ინფორმაციით ნოდარ გიორგაძის მეჯვარე ძალოვანი სამსახურის თანამშრომელია, რომელიც აღნიშნულ საქმეზე ბრალის შეცვლის მხრივ მას მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ინციდენტს არ უარყოფს, თუმცა, ჩხუბის მიზეზს არ ასახელებს.

555

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით