kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი მორიგ სკანდალში ეხვევა. მას თანამშრომლების ნაწილი ღიად უპირისპირდებიან და მზად არიან საგამოძიებო სამსახურებს მაღალი თანამდებობის პირის მიერ ბიუჯეტის ხარჯებით პირადი სტუმრების გამასპინძლების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ.

kutaisitoday.com- ი შეეცდება მოსახლეობას ექსკლუზიურად მიაწოდოს ინფორმაცია თუ რომელი საგამოძიებო სამსახური დაიბარებს დასაკითხად მერიის თანამშრომლებს, რომლებიც ღიად საუბრობენ თანამდებობის პირის შესაძლო დანაშაულის ჩადენაზე.

აღნიშნულ ინფორმაციაზე საუბრობს ქუთაისის მერიის თანამშრომელი და ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე.ის სამართალდამცავ ორგანოებს მერიაში ერთ-ერთი ჩინოვნიკის საქმიანობით დაინტერესებისკენ მოუწოდებს და მზად არის საგამოძიებო სამსახურს მაღალჩინოსნის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს. გავრცელებული ინფორმაციით ეს შესაძლოა ზვიად ჯავახია იყოს.,, ერთი წვრილფეხა ჩინოვნიკია ქუთაისის მერიაში, რომელსაც ახალი მთავრობის მოსვლასთან ერთად სავარაუდოდ თანამდებობას დაატოვებინებენ. ქუთაისის რესტორნების მეპატრონეები შიშმა მოიცვა, ვინ გადაიხდის მისი “სამეგობროს” და პირადი სტუმრების ქეიფის ხარჯებს, რომელსაც თურმე ნუ იტყვით და, როგორც წესი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გააიმასქნებდა ხოლმე. აი ასე, თითქოს ქალაქის სტუმრები იყვნენ, იმ პონტში გააიმასქნებდა. ვიდრე სამართალდამცავი ორგანოები მის გასაიმასქნებლად დაინტერესდებოდნენ, მზად ვარ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციებით გამოძიებას მივეხმარო”, – წერს დავით ლიკლიკაძე

თუ რომელი უწყება დაიწყებს გამოძიებას მასობრივ საინფორმაციო საშუალებაში გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე რომელსაც სახელმწიფო მოხელე ავრცელებს, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაზეც უწყება ოფიციალურ განცხადებას გაავრცელებს.
ss