kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ჩვენს გვერდზე გამოქვეყნდა მაგდალინა გოშხეთელიანთან ინტერვიუ, სადაც იგი ძალადობაში ადანაშაულებდა მის მეუღლეს გრიგოლ ბაკურაძეს. მაგდალინა გოშხეთელიანის საჩივრის საფუძველზე გრიგოლ ბაკურაძე დაკავებულია და შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა.

kutaisitoday.com-ი ერთგულ მკითხველს სკანდალური საქმის სკანდალურ გაგრძელებას სთავაზობს. ბაკურაძეების ინტერესებს არაერთი ცნობილი ადვოკატი დაიცავს. სასამართლოებშიც სხვადასხვა კუთხით არაერთი საქმე შედის. თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ამის შესახებ ჩვენ სისტემატიურად შემოგთავაზებთ საქმის დეტალებს.

ამჟამად მაგდალინა გოშხეთელიანის მიმართ დავას მისი ყოფილი დედამთილი ნინო მსხილაძე და მამამთილი გოჩა ბაკურაძე იწყებენ, კერძოდ, ითხოვენ შვილიშვილთან ურთიერთობის განსაზღვრას. როგორც გოჩა ბაკურაძე და ნინო მსხილაძე აღნიშნავენ, ბავშვთან ურთიერთობის განსაზღვრასთან დაკავშირებით დავა მათ შვილს, გრიგოლ ბაკურაძესა და მოპასუხე მაგდალინა გოშხეთელიანს შორის განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლომ, სადაც მაგდალინა გოშხეთელიანის ინტერესებს ადვოკატი იცავდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განჩინებით დამტკიცდა გრიგოლ ბაკურაძეს და მაგდალინა გოშხეთელიანს შორის მორიგება და ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა არა დედის, არამედ მამის საცხოვრებელი ადგილი და აღნიშნულზე სურვილი თავად მაგდალინა გოშხეთელიანის მხარემ სასამართლო პროცესზე ხელმოწერით გამოხატა, ამასთან მორიგების აქტით მაგდალინა გოშხეთელიანთან ბავშვი იქნებოდა მხოლოდ 2 ღამე და დანარჩენი დღეები მამასთან, რაც შეეხება ზამთრისა და ზაფხულის არდადეგებს, არდადეგების პერიოდში ბავშვი მხოლოდ ერთი კვირით იქნებოდა დედასთან, დანარჩენი დრო მამასთან, სხვა რაიმე დამატებითი დრო მორიგების აქტით ბავშვთან ურთიერთობის განსაზღვრასთან დაკავშირებით მაგდალინა გოშხეთელიანს არ მოუთხოვია.

გრიგოლ ბაკურაძის დაკავების შემდეგ მაგდანა გოშხეთელიანმა წაიყვანა ბავშვი და ბებიას და ბაბუას არ აძლევს მასთან ურთიერთობის საშუალებას, მაშინ როცა ბავშვის გრიგოლ ბაკურაძესთან ყოფნის დროს სწორედ ბებია და ბაბუა ზრუნავდა მამასთან ერთად შვილიშვილზე და მონაწილეობას ღებულობდნენ მის აღზრდაში.

მაგდალინა გიშხეთელიანი მის ყოფილ მეუღლესთან, ასევე დედამთილთან და მამამთილთან დასაპირისპირებლად ბოროტად იყენებს ბავშვს და ასევე ლახავს მათ პატივსა და ღირსებას ცრუ ბრალდებებით. გოჩა ბაკურაძისა და ნინო მსხილაძის განმარტებით, მათ შორის შესაძლოა არაერთი დავა გაგრძელდეს სხვადასხვა საკითხებზე, რადგან უნდა დასრულდეს მაგდანა გოშხეთელიანის ცრუ ბრალდებები, თუმცა ამჟამად მათთვის უპირატესობა შვილიშვილის ინტერესების დაცვას აქვს და მოამზადეს კიდეც აღნიშნულთან დაკავშირებით სარჩელი. გოჩა ბაკურაძისა და ნინო სხილაძის ინტერესებს ადვოკატი რობიზონ ხურცილავა დაიცავს