kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 7 ხმამიცემული თორნიკე მარჯანიშვილის შესაძლო დანიშვნაზე თეატრი გაფიცვას აანონსებს. როგორც მათთან დაახლოებული პირი აცხადებს, მისი მეუღლე მარინე მარჯანიშვილი ქუთაისის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის დირექტორად მისი ქმრის წარდგენილი პროგრამის მხარდაჭერას კულტურის მინისტრის მოადგილეს მანანა ბერეკაშვილს სთხოვს.

შეგახსენებთ:თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატის შიდა შერჩევა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, ამ პოსტზე თეატრმა კანდიდატად მსახიობი ენდი ძიძავა წარადგინა. არჩევნებში მონაწილეობა სულ 52 თანამშრომელმა მიიღო, აქედან ორმა გააუქმა ბიულეტენი. დანარჩენი ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: ენდი ძიძავამ 32 ხმა მიიღო, გიორგი შალამბერიძემ – 11, ხოლო თორნიკე მარჯანიშვილმა-7 ხმა.

თეატრს სამინისტროში ერთი კანდიდატი უნდა წარედგინა და ეს კანდიდატი ხმათა უმრავლესობით შეირჩა. მიუხედავად ამისა, დარჩენილ ორ კანდიდატს,შესაძლებლობა ეძლევა სამინისტროს თავიანთი პროგრამა წარუდგინონ. კულტურის სამინისტრო კი დაასახელებს თუ ვინ დაიკავებს აღნიშნულ პოსტს. არჩევნებში მონაწილეობა 52 თანამშრომელმა მიიღო,აქედან ხმათა უმრავლესობით ენდი ძიძავამ გაიმარჯვა. მარჯანიშვილმა 7 ხმა მიიღო. აი,ეს იყო ჩვენი დღევანდელი შედეგები-განაცხადა მესხიშვილის თეატრის ყოფილმა სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი სიხარულიძემ.
აღნიშნულ პოსტზე კანდიდატურას კულტურის სამინისტრო სექტემბერში განიხილავს, რის შემდეგაც ცნობილი გახდება ვინ დაიკავებს მესხიშვილის თეატრის სამხატვრო დასის ხელმძღვანელის პოზიციას.