kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ამ წუთებში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიტირში, მოსახლეობა თურქებზე გაყიდული სოფლის მისასვლელი გზის გამო საპროტესტო აქციას მართავს.

როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, გზა თურქეთის მოქალაქეზე გაიყიდა, სოფელ ქვიტირში იყიდება მიწები, სადაც მოსახლეობას სოფლთან მისასვლელი გზაც აღარ დაუტოვეს. ადგილობრივი მოქალაქის განცხადებით, მშენებლობის საწარმოებლად არანაირი ნებართვა არა აქვს თურქეთის მოქალაქეს, რომელიც ადგილზე იმყოფება.

მოსახლეობა პრობლემით დაინტერესებას, მათთან შეხვედრას და აღნიშნულთან დაკავშირებით პასუხის გაცემას იმერეთის გუბერნატორ შავლეგო ტაბატაძეს სთხოვს.