kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ასოციაცია მწვანე ალტერნატივას

შენიშვნები

მდ. რიონზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის
(ტვიში ჰესი – 100 მგვტ, ნამახვანი ჰესი – 333 მგვტ)
მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე
ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე

1. პროექტის შესახებ

საქართველოს მთავრობათან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, სს „ნამახვანს“ მდ. რიონზე დაგეგმილი აქვს 433 მგვტ სიმძლავრის ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებელობის და ექსპლუატაციის პროექტის განხორციელება. პროექტი ითვალისწინებს ორსაფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობას, რომლის შემადგენლობაში იქნება კალაპოტური ტიპის ტვიში ჰესი და დერივაციული ტიპის ნამახვანი-ჟონეთი ჰესი. თითოეულ საფეხურზე
მოეწყობა კაშხალი, წყალსაცავი, წყალგამტარი გვირაბები, ჰესის შენობა, ქვესადგური და ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. ტვიში ჰესის მოწყობა დაგეგმილია ცაგერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფ. ტვიშსა და სოფ. ალპანას შორის მოქცეულ მონაკვეთზე. პროექტით გათვალისწინებულია 57 მ სიმაღლის ბეტონის
გრავიტაციული კაშხლის (7.3 მლნ მ 3 ტევადობის წყალსაცავი) მშენებლობა, რის გამოც წყლის ქვეშ აღმოჩნდება დაახლოებით 1 კმ2 (100 ჰექტარი) ფართობის ტერიტორია, მათ შორის, ქუთაისი-ალპანა- მამისონის საავტომობილო მაგისტრალის მონაკვეთი და დაახლოებით 11 ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ნამახვანი-ჟონეთი ჰესის მოწყობა კი განსაზღვრულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელი ნამახვანის აღმა მიმართულებით. პროექტი მოიცავს 111.5 მეტრის სიმაღლის ბეტონის
გრავიტაციული კაშხლის (156 მლნ მ3 ტევადობის წყალსაცავი) აშენებას და დაახლოებით 5 კმ2 (500 ჰექტარი) ფართობის წყალსაცავის მოწყობას.

დასატბორი ტერიტორია მოიცას სასოფლო-სამეურნეო მიწებს – 48 ჰა,სახელმწიფო ტყის ფონდის მიწებს – 157 ჰა და 3 დასახლებულ პუნქტს (სოფ. მოლეკულა, სოფ ქვედა ონჭეიში და სოფ. მექვენა-ვანიჭალა). პროექტს დამატებით 4 დასახლებულ პუნქტზე (სოფ. ზემო ონჭეიში, სოფ. ვანი, სოფ. დერჩი და სოფ. მექვენა) ექნება არაპირდაპირი ზემოქმედება – ნაწილი დაექვემდებარება ფიზიკურ, ნაწილი კი
ეკონომიკურ განსახლებას.

სულ ნამახვანი ჰესის პროექტის გავლენის ზონაში ფიზიკურ და ეკონომიკურ განსახლებას შეიძლება
გარემოსდაცვითი და სოციალური სამართლიანობისთვის საქართველოში თბილისი, 0179, საქართველო
ფალიაშვილის ქ. 27/29, II სართ.ტელეფონი: (995 32) 29 27 73
ფაქსი: (995 32) 22 38 74 ელ.ფოსტა: greenalt@greenalt.org
ვებ-გვერდი: www.greenalt.org დაექვემდებაროს 104 ოჯახი 269 მცხოვრებით, მხოლოდ ეკონომიკურ განსახლებას კი 47 ოჯახის კერძო მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები.

გარდა აღნიშნულისა, დაგემილია ტვიში ჰესის და ნამახვანი-ჟონეთი ჰესის ქვესადგურების
დამაკავშირებელი 220 კვ ძაბვის 15 კმ სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობა.
პროექტის მთლიანი ღირებულება შეადგენს 738 მილიონ აშშ დოლარს.

სს „ნამახვანმა“ ა.წ. 17 და 18 ივნისს ჩაატარა პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების
ანგარიშის საჯარო განხილვები წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში. მიმდინარე
წლის 19 ნოემბერს კი კომპანიამ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მისაღებად, მიმართა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და წარუდგინა
ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გზშ ანგარიში და თანდართული
დოკუმენტაცია.

მიუხედავად სამშენებლო ნებართვის არქონისა, ა.წ. 19 დეკემბერს საქართველოს ენერგეტიკის
სამინისტრომ უკვე მოაწყო ნამახვანი ჰესის პროექტის პრეზენტაცია და გამოაცხადა ტენდერი
პროექტის განხორციელების თაობაზე. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოში
ჰიდროელექტროსადგურების პროექტების განხორციელების მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებას
(დარიალი ნენსკრა ა.შ.) და შეიძლება შეფასდეს როგორც ზეწოლა გადაწყვეტილების მიმღებ
სამინისტროებზე.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ 2014 წლის 18 დეკემბერს ევროპარლამენტმა საქართველო- ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა და საქართველოს შესახებ
რეზოლუციაც მიიღო, სადაც ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის
ურთიერთობის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის ენერგეტიკასა და
გარემოს დაცვაზე. ევროპარლამენტი „მოუწოდებს ევროკომისიას, დაეხმაროს და საფუძვლიანი
მონიტორინგი გაუწიოს საქართველოს ხელისუფლების ორგანოებს
ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის, რეაბილიტაციისა და რეკონსტრუქციისთვის
გამიზნული საინვესტიციო პროგრამების განხორციელებისას; მოუწოდოს ხელისუფლების
ორგანოებს, სრულად შეასრულონ ევროკავშირის სტანდარტები და ნორმე
უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. ზოგიერთი მნიშვნელოვანი საკითხი ან ნაწილობრივაა
შესწავლილი, ან საერთოდ გამოტოვებულია. მაგალითად, შინაარსით ანალოგიური თავები
„3.2.1.3. ფლორისა და მცენარეულობის აღწერისა და ეკოსისტემებზე და ჰაბიტატებზე პროექტის
ზემოქმედების განსაზღვრის ზოგიერთი მეთოდოლოგიური და კონცეპტუალური მიდგომის
შესახებ“, და „6.8.2.3 „შემარბილებელი ღონისძიებები“, სიტყვა-სიტყვით მეორდება არაერთ გზშ
ანგარიშში (მაგ. შავი ზღვის ელექტროგადაცემის პროექტის, ლარსი ჰესის, ყაზბეგი ჰესის
შუახევი ჰესის, ნენსკრა ჰესის გზშ ანგარიშებში). ამასთანავე, ამ თავებში აღწერილი ეკო- კომპენსაციის მიდგომა არ არის გამოყენებული გზშ-ს შემდგომ ნაწილებში და როგორც წესი არც
ბიომრავალფეროვნების მართვის გეგმაში. წარმოდგენილ შემთხვევაში ბიომრავალფეროვნების
მართვის გეგმის მომზადებას კომპანია გეგმავს მშენებლობის ნებართვის აღების შემდეგ. როგორც წესი, ზემოხსენებული პროექტების განხორციელების ეტაპზე, პროექტის
განმახორციელებლები არ ახორციელებენ ეკო-კომპენსაციებს ჰაბიტატ-ჰექტრული მიდგომით
და არც გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო არ ითხოვს გზშ ანგარიშებით
აღებული ამ ვალდებულების შესრულებას.

თუ არ მივიღებთ მხედველობაში ტექსტში შეტანილ მცირე შესწორებებისა და სიტყვების
გადაადგილებას, გამას მიერ მომზადებული სხვა გზშ ანგარიშებიდან გადმოწერილია ენერგიის
ალტერნატიული წყაროების დახასიათება (4.1 „ენერგიის ალტერნატიული წყაროები“) და ასევე
4.2 “არაქმედების ალტერნატიული ვარიანტი“. შესაბამისად, ანგარიშში აქცენტი გაკეთებულია
მხოლოდ საპროექტე ალტერნატივების დახასიათებაზე და სრულად იგნორირებულია
ენერგიის ალტერნატიული წყაროები. უფრო მეტიც, საპროექტო ალტერნატივების ანალიზისას
ერთსაფეხურიანი სქემა, რომელი სოციალური და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით ნაკლები
ზიანის მომტანია, უგულვებელყოფილია ყოველგვარი შესწავლისა და დასაბუთების გარეშე და
ემყარება მხოლოდ მოსაზრებებს. შეიძლება ითქვას, რომ გზშ ანგარიშში წარმოდგენილი
ალტერნატივების ანალიზი ემსახურება არა გარემოსდაცვითი და სოციალური თვალსაზრისით
რეალური და საუკეთესო ალტერნატივის წარმოჩენას, არამედ ანგარიშში მხოლოდ მათ
ფორმალურ არსებობას. იმის გათვალისწინებით, რომ ზემოაღნიშნული საკითხების განსაზღვრა
და შეფასება არის სწორედ გზშ ანგარიშის მომზადების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ნათელია,
რომ წარმოდგენილი დოკუმენტი ამ ამოცანას არ ასრულებს.

გარდა ტექნიკური საკითხებისა, პრაქტიკულად არ არის შეფასებული პროექტის ირიბი
ზემოქმედება იმ ადგილობრივ მოსახლეობაზე, რომელიც ხვდებიან ზეგავლენის არეალში,
თუმცა არ ექვემდებარებიან განსახლებას, შესაბამისად, არ არის განსაზღვრული შესაბამისი
შემარბილებელი ღონისძიებები. არ არის შეფასებული პროექტის კუმულაციური ზემოქმედება,
რომელიც უკავშირდება როგორც თავად პროექტთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურის
განვითარებას (გზები, გადამცემი ხაზები ა.შ.), ისე რეგიონში დაგეგმილ სხვა
ინფრასტრუქტურულ პროექტებს და მათ ერთობლივ კუმულაციურ ზემოქმედებას რეგიონზე
სოციალური, ეკოლოგიური, ეკონომიკური და ენერგეტიკული თვალსაზრისით.
კონსულტანტის მიერ არ იქნა შესწავლილი პროექტის ირიბი ზემოქმედება ადგილობრივი
მოსახლეობის საარსებო გარემოსა და ჯანმრთელობაზე, რაც გამოწვეულია ერთის მხრივ,
საკმაოდ დიდი ფართობის (დაახლოებით 600 ჰა) დაკარგვით, და მეორეს მხრივ,
მიკროკლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული ზემოქმედებით ჯანმრთელობაზე,
მოსავალზე, მათ შორის ყურძნის უნიკალურ ჯიშებზე. არ არის წარმოდგენილი არც პროექტის დანახარჯებისა და სარგებლის ანალიზი ქვეყნისთვის,
რომლის საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა პროექტის მიზანშეწონილობაზე მსჯელობა.
აღნიშნულ საკითხზე იყო გამახვილებული ყურადღება, როგორც ხუდონჰესზე ნიდერლანდების
გარემოზე ზემოქმედების კომისიის დასკვნაში, ისე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
დაცვის სამინისტროს მიერ დაქირავებული კონსულტანტის, დოქტორი ფრანკ შრეიდერის
მიერ მომზადებულ შეფასებაშიც.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, გზშ ანგარიშის სააუზო მართვის გეგმასთან
თავსებადობას უკავშირდება. მართალია, დღეის მდგომარეობით საქართველო სააუზო მართვის
გეგმებით წყლის რესურსების მართვის მოდელზე არ არის გადასული, მაგრამ საქართველოს
მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, აუცილებელი იყო გზშ
ანგარიშში შეფასებები სწორედ სააუზო მართვის პრონციპების გათვალისწინებით მომხდარიყო,
რათა მომავალში თავიდან აცილებულიყო წინააღმდეგობები წყლის ჩარჩო-დირექტივის
მოთხოვნებთან. ჩვენი აზრით, სააუზო მართვის პრინციპების გაუთვალისწინებლობა გზშ
ანგარიშის სერიოზული ნაკლოვანებას წარმოადგენს.

როდესაც ვსაუბრობთ წარმოდგენილი გზშ ანგარიშის ხარისხზე, არ შეიძლება არ გავიხსენოთ,
შპს „გამას“ მიერ არის მომზადებული სხვა უამრავი პრობლემური გზშ ანგარიშები: ‘ბახვი- ჰესის“ პროექტზე, რომელიც არასწორად შერჩეული ადგილისა და ცუდად ჩატარებული
გეოლოგიური შესწავლის გამო მეწყერმა დაანგრია მშენებლობის პროცესში, ხოლო
მშენებლობის დასრულების შემდეგ დღემდე არ დაუწყია ელექტორენეგრიის გამომუშავება; „შუახევი ჰესი“, რომელიც არასრულყოფილად შესრულებული კვლევების გამო მშენებლობის
პროცესში დაზიანდა ახლომდებარე სოფლებში მცხოვრებთა სახლები; „დარიალჰესი“,
რომელიც დაზიანდა გლაციალური ღვარცოფის შედეგად, ვინაიდან ცუდად ჩატარებული გზშ
პროცესში არასწორად იქნა შერჩეული განთავსების ადგილი და დიზაინი. ეს შეცდომა
აღიარებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერაც, როდესაც
გაიცა დამატებითი ნებართვა ამ ჰესის პროექტის გასაგრძელებლად. სამწუხაროდ, არასწორად
შერჩეული ადგილისა და მშენებლობის პროცესში გზნ პირობების შეუსრულებლობის გამო
(პირობების შესრულების აუდიტს ასევე „გამა“ ასრულებდა), დაიღუპნენ ადამიანები.
კონსულტანტების მიერ სხვადასხვა ანგარიშის ნაწილების მექანიკური კოპირების საკითხი
არაერთხელ იქნა გაჟღერებული სხვადასხვა საჯარო შეხვედრაზე, მათ შორის საერთაშორისო
კონსულტანტების მიერაც. შპს „გამას“ მიმართ სამინისტროს მიერ ამგვარი „ტოლერანტობა“ საფუძვლიანი დაეჭვების საბაბს იძლევა.

ხარისხის ნაკლოვანებებზე მიუთითებს ისიც, რომ გზშ ანგარიშში არ არის განხილული და
გათვალისწინებული სახელმწიფო პრიორიტეტები, რომლებიც მოცემულია შემდეგ
დოკუმენტებში: საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფცია (საქართველოს პარლამენტის
დადგენილება N1742-Iს11.12.2013 და 2014-2020 წწ. საქართველოს ბიომრავალფეროვნების
სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა (საქართველოს მთავრობის დადგენილება N343, 08.05.2014.
ასევე არ არის განხილული და გათვალისწინებული იმ დოკუმენტების რეკომენდაციები,
რომლებიც, მართალია არ არის დამტკიცებული ნორმატიული აქტებით, მაგრამ სახელმწიფო
განიხილავს მათ, როგორც მდგრადი განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების
ინსტრუმენტებს: ეკორეგიონული კონსერვაციის გეგმა და საქართველოს ეკოსისტემებისა და
ბიომრავალფეროვნების ეკონომიკური შეფასება, წინასწარი კვლევა (TEEB Scoping Study for
Georgia: Main Findings and Way-forward, 2013) . ეს უკანასკნელი დოკუმენტი შეტანილია
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 2013-14 წლების ანგარიშში, როგორც
მწვანე ეკონომიკის სახელმძღვანელო დოკუმენტი.

3. პროექტის მიზანშეწონილობა

გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ დებულების თანახმად, გზშ-ს ძირითად პრინციპს
„დაგეგმილი საქმიანობის საპროექტო გადაწყვეტილებათა ტექნიკური, ტექნოლოგიური,
ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური მაჩვენებლების კომპლექსური განხილვა“ წარმოადგენს. შესაბამისად, იმისათვის რომ დადგინდეს პროექტის მიზანშეწონილობის
საკითხი გზშ-ს ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს პროექტის სარგებლისა და დანახარჯების
ანალიზი თითოეული ალტერნატიული ვარიანტისთვის, რომელიც საშუალებას მოგვცემს
ვიმსჯელოთ რომელი ალტერნატიული ვარიანტია მისაღები გარემოსდაცვითი, სოციალური,
ეკონომიკური და ენერგეტიკული თვალსაზრისით და სრულ სურათს მოგვცემს პროექტის
შესაძლო ზემოქმედების მასშტაბის თაობაზე. აღნიშნული საკითხი მართებულად წამოიჭრა გზშ ანგარიშის საჯარო განხილვების დროს
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის მიერ. პასუხად
ანგარიშის ავტორებმა განაცხადეს, რომ ასეთი კვლევა ჩატარდა და ის წარმოდგენილია 5.6.6
ქვეთავში „პროექტის სოციო-ეკონომიკური სარგებელი“.

გარდა ზემოთაღნიშნული ქვეთავისა ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ დოკუმენტში
მიზანშეწონილობის დასაბუთების მიზნით, წარმოდგენილია ასევე შემდეგი ქვეთავები 5.6.5
„პროექტის ღირებულება“; 6.13.2.6 „დასაქმება“; 6.13.2.5 „წვლილი ეკონომიკაში“. ამ ქვეთავებში
წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე 3.2 თავში („არაქმედების ალტერნატიული
ვარიანტი“) გაკეთებულია დასკვნა. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ის ინფორმაცია, რომელიც
წარმოდგენილია ქვეთავებში, არათუ არ არის გაანალიზებული თითოეული ალტერნატიული
ვარიანტი, საერთოდ არაფერი აქვს საერთო პროექტის დანახარჯებისა და სარგებლის
ანალიზთან.

განვიხილოთ თითოეული ქვეთავი.

3.1 5.6.6. „პროექტის სოციო-ეკონომიკური სარგებელი“ ანგარიშის ავტორების აზრით, ინფორმაცია რომელიც არის წარმოდგენილი დოკუმენტის 5.6.6.
ქვეთავში, საკმარისია პროექტის მიზანშეწონილობის დასასაბუთებლად.
გზშ-ს თანახმად, „ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის ხარჯები და სარგებელი შეჯამებულია
ეროვნული ეკონომიკის და თავისუფალი ბაზრის განვითარების შემდეგი კრიტერიუმების
გათვალისწინებით. ქვეყანაში, რომლის მთლიანი ეროვნული პროდუქტი 10.7 მილიარდ დოლარს შეადგენს (2009
წლის ფასებით) პროექტი, რომლის ღირებულება მთლიანი ეროვნული პროდუქტის 9%-ს
შეადგენს მნიშვნელოვან საინვესტიციო შესაძლებლობებს ქმნის. უპირველესად, 5-6 წლის
განმავლობაში განხორციელდება ინტენსიური სამშენებლო სამუშაოები, დაახლოებით ერთი
მილიარდის ღირებულებით. დამატებით ექსპლუატაციის პერიოდში რეგიონის ადგილობრივი
მაცხოვრებლები პირდაპირ და არაპირდაპირ სარგებელს მიიღებენ. დასაქმების პირდაპირ
ოდენობა ამ პერიოდში შეადგენს 200 მუშაკს / წელიწადში“. წარმოდგენილი ინფორმაციით სრულიად გაუგებარია, რისი დასაბუთება სურთ ანგარიშის
ავტორებს, ან რა კავშირი აქვს აღნიშნულ ინფორმაციას პროექტის დანახარჯებისა და
სარგებლის ანალიზთან. გაუგებარია, რატომ შეირჩა მთლიანი ეროვნული პროდუქტი და არა
მაგალითად მთლიანი შიდა პროდუქტი ან რაიმე სხვა მაკროეკონომიკური ინდიკატორი; არ
არის განმარტებული რა იგულისხმება საინვესტიციო შესაძლებლობებში ან/და რა პირდაპირ და
არაპირდაპირ სარგებელზეა საუბარი.
კიდევ უფრო ბუნდოვანია შემდეგ პარაგრაფში გაკეთებული ჩანაწერი: „პირდაპირ მონეტარულ
სარგებელთან ერთად ადგილი ექნება არაპირდაპირი შესაძლებლობების გაჩენასაც, როგორც
მონეტარული, ისე არამონეტარული ხასიათის“. დოკუმენტში არ არის წარმოდგენილი არც
მონეტარული სარგებელი და არც ის თუ რა არაპირდაპირ შესაძლებლობების გაჩენაზეა
საუბარი. 5.6.6.1 ქვეთავის მიხედვით, სახელმწიფოსთვის მისაღები სარგებელი განხილულია
მშენებლობის და ოპერირების ფაზებისთვის.
მშენებლობის ეტაპზე სახელმწიფო მიიღებს ერთჯერადი სახის შემოსავლებს, როგორიცაა
ფისკალური შემოსავლები განპირობებული გამოყენებული მასალებით და მიწოდებული
მომსახურებით, ხელფასებზე გადახდილი გადასახადებით, ასევე შეიქმნება ახალი
ინფრასტრუქტურა (მუდმივი და დროებითი გზები, დამხმარე საწარმოები, სამშენებლო
ბანაკები).

სამწუხაროდ, გარდა თეორიულად დასახელებული სარგებლისა დოკუმენტში არ არის
გაანგარიშებული და წარმოდგენილი ზუსტად რა თანხებზეა საუბარი, რომელსაც სახელმწიფო
მიიღებს ფისკალური შემოსავლების სახით და ასევე რატომ განიხილავს სახელმწიფოსთვის
მისაღებ სარგებლად დოკუმენტი დამხმარე საწარმოებს და სამშენებლო ბანაკებს, რომელიც
უშუალოდ მშენებლობისთვის იქნება განკუთვნილი. ზოგადი სახით არის წარმოდგენილი ინფორმაცია ოპერირების ფაზისთვისაც. საუბარია
მოგების, ქონების, მიწის და საშემოსავლო გადასახადებზე, ასევე საოპერაციო და
ექსპლუატაციის ხარჯების დღგ-ზე, რომელსაც მიიღებს სახელმწიფო. თუმცა არც თანხებია
დასახელებული, არც მათი განაწილება დროში (მაგალითად, მოგების გადასახადის გადახდას
კომპანია დაიწყებს ოპერირების დაწყებიდან 10 წელიწადის შემდეგ).
რაც შეეხება ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე მიყენებულ ზიანს, ანგარიშის ავტორების
აზრით, განსახლებასთან დაკავშირებული საკითხის გამო, კომპანიას ეს ხარჯები ჩადებული
აქვს გაუთვალისწინებელ ხარჯებში, რომელიც შეადგენს 66 მლნ აშშ დოლარს. რაც შეეხება
ბუნებრივ გარემოზე მიყენებულ ზიანს, ის შეადგენს დაახლოებით 3.5 მლნ აშშ დოლარს.
ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე მიყენებული ზიანის შეფასების რა მეთოდოლოგია იყო
გამოყენებული, რა სახის ან როგორ მოხდა ზიანის შეფასება ავტორების მიერ ბუნდოვანია და არ
არის მოცემული დოკუმენტში. აღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ პროექტის
მიზანშეწონილობა წარმოდგენილი ინფორმაციით შეუძლებელია. შესაბამისად, აუცილებელია, გაიცეს უარყოფითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა.

პარაგრაფის ბოლოს გაკეთბულია ჩანაწერი, რომ მიყენებული ზიანის დეტალური ეკონომიკური
შეფასება მოხდება მხოლოდ მშენებლობის ნებართვის მიღების შემდეგ, საერთოდ სცილდება
ლოგიკას და ეწინააღმდეგება გზშ არსებულ კანონმდებლობას.
3.2 5.6.5 „პროექტის ღირებულება“ ანგარიშის თანახმად, პროექტის ხარჯებისა და სარგებლის ანალიზის მიზნებისთვის
დაჯგუფდა სხვადასხვა საქმიანობებთან დაკავშირებული მიახლოებითი ხარჯები
წინასაპროექტო და მშენებლობის ეტაპებისთვის და განისაზღვრა სავარაუდო საინვესტიციო
ღირებულებები. თუმცა უშალოდ პროექტის ხარჯებისა და სარგებლის რომელი მიზნის
მიღწევას ემსახურება წარმოდგენილი ინფორმაცია, უცნობია, ისევე როგორც ინფორმაცია
აღნიშნული საინვესტიციო ხარჯების ქვეყნის ეკონომიკაზე ზეგავლენის თაობაზე.
3.3 6.13.2.6 „დასაქმება“
ანგარიშის მიხედვით, მშენებლობის სხვადასხვა ფაზაზე დასაქმებულთა რაოდენობა
დაახლოებით იქნება 1000–1100 კაცი, ხოლო ექსპლუატაციის ფაზაზე 120 კაცი. რომელსაც
ექნება მნიშვნელოვანი დადებითი ზემოქმედება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და
სოციალურ მდგომარეობაზე. სამწუხაროდ, პროექტში საერთოდ არ არის ნახსენები, თუ რა
ვალდებულება აქვს ინვესტორს აღებული ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმების კუთხით.
როგორც სხვა პროექტების მაგალითები გვაჩვენებს, ადგილობრივი მოსახლეობა საქმდება
ძირითადად დაბალანაზღაურებად ადგილებზე და ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული პოზიციების
დაკავებაც ხშირად საკმაო სირთულეებთანაა დაკავშირებული (მაგ., ფარავნის ჰესის პროექტზე
ადგილობრივებს უბრალო მუშის ადგილებზე ინგლისურსა და უნივერსიტეტის დიპლომებს
თხოვდნენ).
ამასთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ადგილობრივი
მოსახლე იქნება (რაც საქართველოს რეალობაში არ გვხვდება), აღნიშნული სარგებლის
განხილვა შეუძლებელია მიყენებული ზიანის საპირწონედ. ამასთან საუბარია მხოლოდ
მოკლევადიან დასაქმებაზე. როგორც წესი თითოეული ოჯახიდან დასაქმებული ადამიანის
მუშაობის ხანგძლივობა არ აღემატება 3 თვეს (შუახევი ჰესი).
შეიძლება ითქვას, რომ ანგარიშის ავტორების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია ემსახურება
პროექტით მიღებული სარგებლის გადაჭარბებულ წარმოჩენას.

3.4 6.13.2.5 წვლილი ეკონომიკაში
ქვეთავი წარმოადგენს წინა ქვეთავების დასკვნით ნაწილს, სადაც მოკლედ არის
წარმოდგენილი პროექტის სარგებელი ქვეყნისთვის. თუმცა ავტორებს გამორჩათ ასევე
წარმოედგინათ ინფორმაცია პროექტის დანახარჯების თაობაზე, რომელიც უკავშირდება
პროექტის შედეგად მიყენებულ ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზიანს, მათ შორის
ჯანმრთელობაზე, ეკოსისტემურ სერვისებზე, სოფლის მეურნეობაზე ა.შ.
ქვეთავის მიხედვით, მნიშვნელოვანი სარგებელია პროექტის განხორციელებისთვის საჭირო
ინვესტიციები და საგადასახადო შემოსავლები. ანგარიშში არ არის წარმოდგენილი არც
ინვესტიციების განაწილება წლების მიხედვით და არც ინვესტიციების ის ოდენობა არის
განსაზღვრული, რომელიც რეალურად რჩება საქართველოში და რომელიც უკან გადის
პროექტისათვის საჭირო დანადგარებისა თუ სხვა მომსახურების იმპორტის შედეგად.
რაც შეეხება საგადასახადო შემოსავლებს, ანგარიშში არც აღნიშნული საკითხია დეტალურად
შესწავლილი და მოცემულია მხოლოდ ერთი პარამეტრის – ქონების გადასახადის სახით.
ანგარიშის მტკიცებით, ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტები ქონების გადასახადის
სახით ადგილობრივ ბიუჯეტში ყოველწლიურად მიიღებენ ქონების ღირებულების 1%-ს ანუ
7.35 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტს ლარებში, მათ შორის წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
დაახლოებით 5.29 მლნ აშშ დოლარს, ხოლო ცაგერის მუნიციპალიტეტი დაახლოებით 2.06 მლნ
აშშ დოლარს. ამასთანავე ადგილობრივ ბიუჯეტებში ჩაირიცხება ჰესების კომუნიკაციების მიერ
დაკავებული მიწის გადასახადი.“ თუმცა რას ეფუძნება აღნიშნული ვარაუდი, არ არის
მოცემული. არ არის ნახსენები ის ფაქტიც რომ აღნიშნული თანხები ყოველწლიურად
შემცირდება ამორტიზაციის გამო.

ანგარიშში არ არის წარმოდგენილი არც საქართველოში დასატოვებელი ელექტროენერგიის
ოდენობა და ტარიფი. არ არის გაანალიზებული პროექტის ზემოქმედება ისეთ საგადასახადო
პარამეტრებზე, როგორიცაა მაგალითად, საშემოსავლო გადასახადი, მოგების გადასახადი სხვა.
დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ გზშ ანგარიში ფაქტობრივად არ მოიცავს ეკონომიკურ
ფაქტორებზე პროექტის ზემოქმედების საკითხებს, ხოლო დოკუმენტში წარმოდგენილი
ინფორმაცია, ეფუძნება მხოლოდ ანგარიშის ავტორების ვარაუდებს, რომელიც არ არის
გამყარებული სათანადო კალკულაციით. წარმოდგენილი ინფორმაციით შეუძლებელია ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ
პროექტში ეკოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური წონასწორობის უზრუნველყოფა, რაც
არის „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების მოთხოვნების უხეში დარღვევა
და შესაბამისად, აუცილებელია, გაიცეს ეკოლოგიური ექსპერტიზის უარყოფითი დასკვნა.
4. არაქმედების ალტერნატიული ვარიანტი
ანგარიშის 4.2 თავი ეძღვნება არაქმედების ალტერნატიული ვარიანტის განხილვას. წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, „დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების
წინამდებარე შეფასებამ, მოსალოდნელ ნეგატიურ ზემოქმედებასთან ერთად, გამოავლინა
მნიშვნელოვანი დადებითი ასპექტები, რომელთა რეალიზება არ მოხდება პროექტის
განუხორციელებლობის შემთხვევაში.“ პოზიტიური შედეგებიდან კი ჩამოთვლილია ის
სოციალურ-ეკონომიკური „სარგებელი“, რომლის განხილვას ეძღვნებოდა 6.13 თავი.
აღნიშნულის საფუძველზე კი გაკეთებულია დასკვნა, რომ: „პროექტის განუხორციელებლობის
შემთხვევაში, გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედებების თავიდან აცილების ხარჯზე, მოხდება
რეგიონის ინფრასტრუქტურის და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის განვითარების
გარკვეულწილად შეფერხება. რაციონალური საპროექტო გადაწყვეტილებების და შესაბამისი
შემარბილებელი ღონისძიებების გათვალისწინებით ჰესის მშენებლობა და ოპერირება
გაცილებით მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ სარგებელს გამოიწვევს, ვიდრე პროექტის
არაქმედების ალტერნატივა და იგი უგულვებელყოფილი იქნა.“ არაქმედების ალტერნატივაში სიტყვასიტყვით არის გადმოტანილი სხვა ქვეთავებში
წარმოდგენილი ინფორმაცია პროექტის „სარგებლის“ თაობაზე. ამასთან, არ არის განხილული,
პროექტის განუხორციელებლობის შემთხვევაში რამდენი თანხა დაიზოგება ადგილობრივი
მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუარესების გამო გასაწევ დანახარჯებზე, რამდენი ტყე და სხვა,
მათ შორის ხელუხლებელი ეკოსისტემა გადარჩება, არ არის დაანგარიშებული ამ გადარჩენილი
ეკოსისტემების ეკონომიკური ღირებულება, ისევე როგორც ყურძნის უნიკალური ჯიშების
გადარჩენის გამო შენარჩუნებული სარგებელი ა.შ. შესაბამისად, არაქმედების ალტერნატივა
არადამაჯერებელია, ის ცალმხრივად და არაობიექტურადაა შეფასებული გზშ ანგარიშის
ავტორების მიერ.

აღსანიშნავია, რომ 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს, ბორჯომის ხეობაში
საკმაოდ დეგრადირებული 250 ჰა ტყის გადაწვის შედეგად სახელმწიფომ ერთი მილიარდი
დოლარის ოდენობის ზარალი მიიღო (სპეციალური სახელმწიფო კომისიის დასკვნა). ნამახვანი
ჰესების კასკადის პროექტის განხორციელების შედეგად განადგურდება დაახლოებით 350
ჰექტარი ფართობის მაღალი კონსერვაციული ღირებულების ტყე, შესაბამისად, სავარაუდოა,
რომ ეკოსისტემურ სერვისებზე მიყენებული ზიანი გაცილებით გადააჭარბებს პროექტის
საინვესტიციო ღირებულებას.

თუმცა, როგორც წინა თავში გაკეთებულმა ანალიზმა აჩვენა, გზშ ანგარიშში დეტალური და
ფაქტებზე დაფუძნებული პროექტის ეკონომიკური სარგებელი წარმოდგენილი არ არის.
არ არის შეფასებული არც პროექტის განხორციელების გამო, რეგიონის განვითარების
დაკარგული შესაძლებლობები ადგილობრივი მოსახლეობისათვის (ეკოტურიზმი) და
პროექტის ზემოქმედება ადგილობრივი მოსახლეობის საარსებო გარემოზე (მიკროკლიმატის
ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედება მოსავალზე, ჯანმრთელობაზე) და ეკოსისტემების
შენარჩუნებით მიღებული ეკონომიკური სარგებელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ პროექტის საუკეთესო ალტერნატივას მისი
არგანხორციელება წარმოადგენს.

5. ალტერნატივების ანალიზი

ანგარიშის ავტორების აზრით, ისეთი განახლებადი ენერგიის წყაროები, როგორიცაა მზისა და
ქარის ენერგიები არ წარმოადგენენ საქართველოში აღნიშნული პროექტის რეალისტურ
ალტერნატივებს და შესაბამისად, მათი განხილვა ზედმეტად მიაჩნიათ. მაგალითად, გამას მიერ
მომზადებულ გზშ ანგარიშებში მუდმივად მეორდება, რომ „მზის ენერგიის გამოყენებისათვის
საჭირო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად საჭიროა ძვირადღირებული დანადგარ-მოწყობილობა
და შესაბამისად, საწყისი ინვესტიციების რაოდენობა ძალზე მაღალია“, მიუხედავად იმისა რომ
დღევანდელ დღეს არსებული სიტუაცია მნიშვნელოვნად არის შეცვლილი ხარჯების
შემცირების თვალსაზრისით და პროცესი გრძელდება.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოში მზიანი დღეების რაოდენობა წელიწადში 200-250
დღეების ფარგლებში მერყეობს, მზის პანელების და მასთან დაკავშირებული დანადგარების
წარმოების თვითღირებულება კი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა და აღნიშნული
ტენდენცია გრძელდება ამ სექტორში მიღწეული ტექნიკური პროგრესის გამო. მნიშვნელოვანი ნაკლოვანებაა ისიც, რომ ალტერნატივებში რატომღაც საერთოდ არ არის
ნახსენები ქსელში ჩართვის შესაძლებლობის მქონე მზის ინდივიდუალური მიკროსადგურების
განვითარების შესაძლებლობა (სახურავები), რაც ასე ფართოდ და სწრაფად ვრცელდება
გერმანიასა და სხვა ევროპულ ქვეყანაში.

ანალოგიური შეიძლება ითქვას ქარის ენერგიაზეც, რომლის სათანადო შეფასებაც ასევე არ
მომხდარა გზშ ანგარიშში. ანგარიშის მიხედვით, „დღეისათვის საქართველოს სხვადასხვა
რეგიონში ხორციელდება რამდენიმე პილოტ პროექტი, რომლთა შედეგების მიხედვით, დაგეგმილია საშუალო სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა და
ექსპლუატაცია. როგორც წარმოდგენილ სქემაზეა მოცემული, იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმი- ქვემო სვანეთის რეგიონები ქარის ენერგიის გამოყენების პერსპექტივის თვალსაზრისით
მაღალი პოტენციის მქონე რეგიონებად არ განიხილება“. თუმცა გაუგებარია, რა კავშირი აქვს
წარმოდგენილ ინფორმაციას პროექტის ალტერნატიულ ვარიანტთან. გზშ ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს ჰიდროენერგეტიკული პოტენციალი, თუმცა არ
არის განხილული მცირე ჰიდროელექტროსადგურების განვითარების საკითხი, ან მაგალითად,
მცირე ჰესებისა და სხვა განახლებადი ენერგიების გამოყენების კომბინაცია, ენერგოეფექტურობა
თუ არსებული ჰესების რეაბილიტაცია. ჩვეულებრივ აღნიშნული საკითხები განხილვა და
გადაწყვეტა აუცილებელია, მოხდეს სწორედ ქვეყნისთვის დანახარჯებისა და სარგებლის
ანალიზის შედეგად.
სწორედ აღნიშნული რეკომენდაცია გააკეთა ნიდერლანდების გარემოზე ზემოქმედების
კომისიამ ხუდონჰესის პროექტზე მომზადებულ ანგარიშში. მსგავსი შენიშვნა გამოითქვა
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ დაქირავებული
კონსულტანტის მიერ ნენსკრა ჰესის თაობაზე მომზადებულ შეფასებაშიც.
დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ წარმოდგენილ გზშ ანგარიშში არ არის განხილული
პროექტის უპირატესი ვარიანტის ტექნიკურად და ფინანსურად შესატყვისი ალტერნატივები და
შესაბამისად, წარმოდგენილი უპირატესი ვარიანტის მიზანშეწონილობა არ არის დადგენილი.
აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის როგორც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების
ბანკის გარემოსდაცვით და სოციალური პოლიტიკასთან, ასევე საქართველოს მოქმედ
კანონმდებლობასთან.
5.1 საპროექტო ალტერნატივები
სანებართვოდ წარმოდგენამდე გზშ ანგარიშში ერთ-ერთი საპროექტო ალტერნატივად
განიხილებოდა ერთსაფეხურიანი ტვიში-ჟონეთი ჰესის მოწყობა, რომლის საპროექტო
მაჩვენებლები დაახლოებით ანალოგიური იყო არჩეული უპირატესი ვარიანტისა. თუმცა ამ
ვარიანტის განხორციელების შემთხვევაში არ იქნებოდა აუცილებელი სოფლების დატბორვა და
სამანქანო გზისა და მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გადატანა. აღნიშნული ვარიანტი
ანგარიშში დაწუნებულია იმ მიზეზით, რომ ანგარიშის ავტორების აზრით, ტვიშის ახალი
კაშხლის კვეთი არ იძლევა კაშხლის მოწყობის შესაძლებლობას, რადგან ვიზუალური
შეფასებით საინჟინრო-გეოლოგიური პირობები არადამაკმაყოფილებელია. როგორც გზშ-ში წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა ვიზუალური შეფასების გარდა,
აღნიშნულ ალტერნატივაზე დამატებითი კვლევები არ განხორციელებულა. უფრო მეტიც გზშ-ს
მიხედვით, „ერთ და ორ საფეხურიანი ალტერნატივების შედარებისას საინჟინრო-გეოლოგიური
თვალსაზრისით უპირატესობა უპირობოდ ენიჭება ორსაფეხურიან ჰიდროკვანძს“ (გვ. 370), თუმცა გაუგებარია, რატომ ხელმძღვანელობენ ანგარიშის ავტორები მხოლოდ საინჟინრო- გეოლოგიური თვალსაზრისით.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს
წარმომადგენლის მიერ დასმულ ანალოგიურ შეკითხვაზე საჯარო განხილვების დროს,
ანგარიშის ავტორების მიერ დასახელდა სულ სხვა მიზეზი: „საპროექტო გვირაბის ტრასაზე
სავარაუდოდ არსებობს მნიშვნელოვანი გეოლოგიური რისკები (მრავალი ტექტონიკური
აშლილობები, ნაპრალიანობა, კარსტული პროცესები, წყალგამოვლინება, სუსტი და ცვალებადი
ფიზიკურ-მექანიკური თვისებების მქონე ქანები (კიმერიჯის ფერადი წყება)), რაც კითხვის
ნიშნის ქვეშ აყენებს პროექტის ამ ვარიანტის მიხედვით განხორციელების შესაძლებლობას“.
წარმოდგენილი მიზეზებიდან ნათელია, რომ წარმოდგენილი ერთსაფეხურიანი
ალტერნატიული ვარიანტის უგულვებელყოფა მოხდა არა დეტალური კვლევების, არამედ
მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების შედეგად. ეს ფაქტი ნათლად წარმოაჩენს, რომ
ალტერნატივების სრულფასოვანი შესწავლა პროექტში არ მომხდარა, რაც უარყოფითი
ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემის საფუძველს წარმოადგენს. 6. სოციალური ზემოქმედება
გზშ ანგარიშის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებას პროექტის სოციალური ზემოქმედების
არასათანადო შეფასება წარმოადგენს, რომელიც ფოკუსირებულია პრაქტიკულად მხოლოდ ე.წ. დადებით ფაქტორებთან (ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და დასაქმება). რაც შეეხება
პროექტის უარყოფით ზემოქმედებას ადგილობრივ მოსახლეობაზე, რომელიც გამოწვეული
იქნება განსახლებით, მიკროკლიმატის ცვლილებით, ჰესის ინფრასტრუქტურისთვის საჭირო
ფართობების დაკარგვით, არ არის შეფასებული და არც შემარბილებელი ღონისძიებებია
განსაზღვრული. ცალკე უნდა აღინიშნოს სს „ნამახვანის“ მხრიდან ადგილობრივ მოსახლეობაზე ზეწოლის
ფაქტები. კერძოდ, კომპანიის წარმომადგენლები ახორციელებდნენ პირდაპირ ზეწოლას
ადგილობრივ მოსახლეობაზე და პრაქტიკულად აიძულებდნენ ხელი მოეწერათ განსახლების
ხელშეკრულებებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ საერთოდ ვერ მიიღებდნენ
კომპენსაციას. აღნიშნული ფაქტების შესწავლა დღემდე მიმდინარეობს სახალხო დამცველის
მიერ.

ანგარიშში არ არის გაანალიზებული მიკროკლიმატის ცვლილებით გამოწვეული ისეთი
ზემოქმედებები, რომელიც უარყოფითად აისახება როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლების
შემოსავლებზე, კერძოდ, მოსავალზე, ისე ჯანმრთელობაზე. ამას გარდა უაღესად
მნიშვნელოვანი იქნება საძოვრების, სასოფლო სამეურნეო სავარგულებისა და ზოგადად ტყის
რესურსების დაკარგვით გამოწვეული ზემოქმედებაც. აღნიშნული საკითხის შესწავლისა და
შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების განსაზღვრის არარსებობა ანგარიშის სერიოზული
ნაკლოვანებაა, რამაც გრძელვადიან პერიოდში შეიძლება გამოიწვიოს ამ რეგიონის სოფლების
სრული დაცლა.

6.1 ჯანმრთელობაზე ზემოქმედების რისკები

ანგარიშის 6.13.2.1 ქვეთავში „ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ განხილულია საქმიანობის
განხორციელებისას ადამიანთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული
რისკები. მართალია, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედება ნახსენებია
დოკუმენტში, თუმცა ძირითადი აქცენტი გადატანილია მხოლოდ პირდაპირ ზემოქმედებებზე,
როგორიცაა მაგალითად, სატრანსპორტო საშუალებების დაჯახება, დენის დარტყმა,
სიმაღლიდან ჩამოვარდნა, ტრავმატიზმი სამშენებლო ტექნიკასთან მუშაობისას და სხვ.
რაც შეეხება ადგილობრივ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების რისკებს, რაც
შესაძლოა გამოწვეული იყოს მიკროკლიმატის და რეგიონული კლიმატის ზეგავლენით, გზშ-ში
არ არის განხილული. აღნიშნული საკითხის შეუსწავლელობა ანგარიშის სერიოზულ
ნაკლოვანებას წარმოადგენს.

მაგ. სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე დადგინდა ლენტეხის რაიონში სისხლის
მიმოქცევის სისტემის დაავადებათა ისეთი ზრდა, რომელიც არ ჩამოუვარდება თბილისს. მკვლევართა მოსაზრებით, ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს კლიმატის ცვლილებით, რადგან
სწორედ სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები მიეკუთვნება კლიმატის ცვლილებასთან
დაკავშირებულ დაავადებათა რიცხვს. კიდევ ერთი ნაკლოვანება ანგარიშის დაკავშირებულია დაშვებასთან, რომ ვინაიდან
სამშენებლო სამუშაოებზე ძირითადად დასაქმებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობა,
ინფექციური დაავადებების (მათ შორის, გადამდები დაავადებების შემოტანა/ცვლილებები,
სასუნთქი გზების მწვავე ინფექციები, იმუნოდეფიციტის ვირუსი და სქესობრივი გზით
გადამდები სხვა დაავადებები) გავრცელების რისკი მინიმალურია, რაც პრინციპულად
არასწორია, ვინაიდან საქართველოში ჰესებზე არსებული პრაქტიკის მიხედვით, სამშენებლო
სამუშაოებზე ძირითადად დასაქმებულია არა ადგილობრივი, არამედ სხვადასხვა ქვეყნიდან
ჩამოსული ადამიანები.

ამასთან ასეთი დაშვება ეწინააღმდეგება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ კაშხლების
მსოფლიო კომისიისათვის 2000 წელს მომზადებული ანგარიშის მოთხოვნებს. ის მოითხოვს
ჯანმრთელობაზე ზემოქმედების სრული შეფასების ჩატარებას დიდი კაშხლების პროექტების
მომზადებისას. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ “ჯანმრთელობა უნდა განიხილებოდეს როგორც
ფიზიკური, მენტალური და სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობა და არა უბრალოდ
დაავადებებისა და ავადმყოფობის არარსებობა”. ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
დიდი კაშხლების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების ძირითად გამოვლინებად ასახელებს
გადამდებ (ინფექციური, წყლით გადამდები, სქესობრივი გზით გადამდები, ზოონოსები და
სხვა პარაზიტები) და არაგადამდებ (მოწამვლა მინერალებით, ტოქსინებით, ინდუსტრიული
ნარჩენები, დაშავება და საკვების ნაკლებობა, სისხლ-ძარღვთა და ძვალ-სახსროვანი
დაავადებები, ასევე ფსიქოლოგიური აშლილობები და სხვა) დაავადებებს. შესაბამისად, ორგანიზაცია მოითხოვს ჯანმრთელობაზე ზეგავლენის საფუძვლიან შესწავლას და მის
ინტეგრირებას გარემოსდაცვით და სოციალური შეფასებებში დიდი კაშხლების მშენებლობისას. 6.1. ზემოქმედება ყურძნის უნიკალურ ჯიშებზე
ცალკე უნდა აღინიშნოს პროექტის ზემოქმედება ყურძნის უნიკალურ ჯიშებზე, რომელიც
პროექტში საერთოდ არ არის ნახსენები. კერძოდ, ანგარიშში არ არის შეფასებული ის ზიანი,
რომელიც მიადგება პროექტის განხორციელების შედეგად სოფლის მეურნეობას, რომელიც
თავის მხრივ ქვეყნის განვითარების სტრატეგიულ დარგს წარმოადგენს. საუბარია, ყურძნის
უნიკალურ ჯიშებზე მიკროკლიმატის ცვლილებით გამოწვეულ უარყოფით ზემოქმედებასთან.
საპროექტო არეალში მოქცეულია ყურძნის უნიკალური ჯიშების (ხვანჭკარა, უსახელაური,
ტვიში სხვა.) მიკროზონები, შესაბამისად, ამ არეალში პროექტის განხორციელება შეცვლის
არსებული მიკროზონის მახასიათებლებს, რაც გამოიწვევს ამ უნიკალური ყურძნის ჯიშების
ხარისხობრივ გაუარესებას ან საერთოდ გაქრობას.
აღნიშნული საკითხი წამოიჭრა საჯაო განხილვების დროს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების
დაცვის სამინისტროს წარმომადგენლის მიერ, თუმცა პასუხად, ანგარიშის ავტორებმა
მიუთითეს რატომღაც ანგარიშის 5.6.6. თავი „პროექტის სოციო-ეკონომიკური სარგებელი“,
სადაც თითქოს აღნიშნულ საკითხზე პასუხი იყო გაცემული. სამწუხაროდ, არათუ
წარმოდგენილ ქვეთავში, საერთოდ გზშ ანგარიშში არ არის ნახსენები აღნიშნული საკითხი, რაც
როგორც სამინისტროს, ისე დაინტერესებული მხარეების შეცდომაში შეყვანის ნათელ
მაგალითს წარმოადგენს.

7. ბიომრავალფეროვნების საკითხები

წარმოდგენილი პროექტის განხორციელება, მისი მასშტაბის, დიზაინის და საპროექტო
ტერიტორიის მდებარეობის გამო, გამოიწვევს ბიომრავალფეროვნების შეუქცევად
დეგრადაციას. პროექტის დიზაინი ისეთია, რომ მოიცავს ყველა იმ უარყოფით ზემოქმედებას,
რომლებიც ახასიათებთ წყალსაცავიან და დერივაციულ ჰესებს: მდინარის ჰაბიბატის გაწყვეტა
მაღალი კაშხლით, ხმელეთის ჰაბიტატების ფრაგმენტაცია წყალსაცავით, დატბორვა, ტყისა და
სხვა ხმელეთის ეკოსისტემების განადგურება, და სხვ.
ამავდროულად, გზშ ანგარიშის თანახმად, პროექტის ზემოქმედების ქვეშ ექცევა დაახლოებით
600 ჰა ფართობის ტერიტორია. აქედან 180 ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწებია, ხოლო
დაახლოებით 360 ჰა – ტყეები. აქ გავრცელებულია როგორც ფლორის, ისე ფაუნის საქართველოს
წითელ ნუსხაში შეტანილი, ენდემური და რელიქტური სახეობები, კერძოდ, პროექტის
ტერიტორიაზე დაფიქსირებულია საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი 36 ხმელეთის
სახეობა, ფრინველის 15 სახეობა, თევზის 1 სახეობა ა.შ.
დაგეგმილი პროექტის საპროექტო არეალში ხვდება ბუნების ძეგლი (IUCN-ის III კატეგორია) – იმერეთის მღვიმეები, წარმოდგენილი 8 მღვიმით (ყუმისთავი, თეთრი მღვიმე, ხომული, ცუცხვათი,ნავენახევი, ნაგარევი, იაზონის მღვიმე და საკაძია). როგორც ანგარიშიდან ირკვევა
„რეზერვუარების გავსებისა და ჰესების მუშაობისას წყლის დონის ცვალებადობა გამოიწვევს
ჰიდრო-გეოლოგიური სიტუაციის ცვლილებას“, თუმცა ეს საკითხი გზშ-ში შესწავლილი არ
არის, რაც ანგარიშის სერიოზულ ნაკლოვანებას წარმოადგენს.
არასაკმარისი მოცულობით ჩატარებულ კვლევებზე მიუთითებს თავად ანგარიშში გაკეთებული
შემდეგი ჩანაწერები:
299 გვ. – „მიუხედავად 2010 წლის 7-8 აგვისტოს და 2013 წლის სექტემბერში ჩატარებული ორი
მოკლე კვლევისა, ტერიტორია მდ. ლეხიდარის მარცხენა ნაპირსა (სამხრეთით) და სოფელ
ჟონეთთან მდ. რიონის მარცხენა (აღმოსავლეთით) ნაპირს შორის მაინც საჭიროებს დამატებით
კვლევას“;
303 გვ. – „ეს ადგილები სენსიტიურობით ხასიათდებიან და საფუძვლიან შესწავლას
(მშენებლობამდელი დეტალური შესწავლა) საჭიროებენ მნიშვნელობის განსასაზღვრად და
შემამსუბუქებელი ღონისძიებების დასახვეწად“;
304 გვ. – „2013 წლის 17-21 სექტემბრის კვლევები მართებულ დროს არ განხორციელდა
(სექტემბრის მესამე კვირა), ამას დაემატა არასასურველი მეტეოროლოგიური პირობები.მთელი
სამუშაო დღეების მანძილზე ამინდი გამუდმებით იცვლებოდა: ყოველ ღამით წვიმდა, ზოგჯერ
საკმაოდ ხანგრძლივად, თუმცა დღისით იყო ნაწილობრივ მზიანი ამინდი, ცვალებადი
მოღრუბლულობით, მცირე ქარით ან მის გარეშე“;
309 გვ. – „ამ ტერიტორიაზე (იგულისხმება: ლეკერეთის შესართავიდან ნამახვანის კაშხლის
მშენებლობისთვის განკუთვნილი არეალი) დაკვირვება მხოლოდ ბინოკლის საშუალებით
მოხდა. ამ ადგილებში მდ. რიონის გადაკვეთის საშუალება არ არის, არ არსებობს ხიდები ან
მდინარის მცირე მდორე დინებები. ამავდროულად, დროის სიმცირის გამო ტყის გავლით ამ
ტერიტორიამდე მიღწევა ვერ მოხერხდა“. ანგარიშში არ არის წარმოადგენილი არანაირი რეალური საკომპენსაციო და საკონსერვაციო
გეგმა, რაც ეწინააღმდეგება გზშ ანგარიშის მომზადების წესსა და საუკეთესო საერთაშოროსო
პრაქტიკას. როგორც აღვნიშნეთ, წარმოდგენილ დოკუმენტში გადმოტანილია ტექსტი სხვა გზშ
ანგარიშებიდან ზიანის საკომპენსაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით: „წმინდა მოგებისა“ და
„ჰაბიტატ-ჰექტარის“ შეფასების მეთოდები, ჰაბიტატის აღდგენა, დარგვა, თესლების შეგროვება,
საკონსერვაციო ცენტრებში გადატანა და ა.შ. ტრადიციულად, არ არის ნაჩვენები, თუ რომელ
საკონსერვაციო ცენტრებში იგეგმება მცენარეების გადატანა და რომელი სახეობების; ეს
მიუთითებს იმაზე, რომ საკითხი ფორმალურადაა მოხსენიებული გზშ ანგარიშში. არ არის
ნათელი, იღებს თუ არა პროექტის განმახორციელებელი ვალდებულებას, რომ გამოიყენებს ამ
მეთოდებს და რომელ სახეობებთან და ჰაბიტატებთან მიმართებაში. როგორც წესი,
სამინისტროს არასოდეს არ მოუხდებია გზშ ანგარიშებით აღებული ამგვარი პირობების
შესრულების მონიტორინგი და არც მათი შეუსრულებლობის გამო მოუთხოვია პასუხი
დეველოპერისთვის (მაგ. ლარსი-ჰესი, ყაზბეგი-ჰესი და ა.შ.). გზშ ანგარიშების შედგენის, მათზე
დადებითი დასკვნის გაცემისა და დარღვევების იგნორირების პრაქტიკა კი ინტერესთა
კონფლიქტის სერიოზულ ვარაუდს აჩენს.

გზშ ანგარიშიდან ნათელია, რომ პროექტს ექნება მნიშვნელოვანი ზეგავლენა
ბიომრავალფეროვნებაზე – ტყის ეკოსისტემებზე, ენდემურ, იშვიათ და საფრთხის წინაშე მყოფ
სახეობებზე და მათ ჰაბიტატებზე (განსაკუთრებით, იქთიოფაუნაზე და ტყეებზე). აღნიშნულის
ფონზე, ანგარიში შეიცავს მრავალ მნიშვნელოვან ხარვეზს და თანაც სიტყვა-სიტყვით არის
გადმოტანილი შუახევი-ჰესის და ნენსკრა ჰესის გზშ ანგარიშებიდან. მაგალითად, გზშ
ანგარიშში აღნიშნულია, რომ (ტომი 2, გვ. 75) „იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი საპროექტო
დერეფნის მშენებლობა დაკავშირებული იქნება ხე-ტყის ჭრასთან. აღნიშნული ქმედება არ
წარმოადგენს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის შემადგენელ ნაწილს, არამედ ეს
ქმედება წარმოადგენს კლიენტის და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს
შორის შემდგომი ურთიერთობის საგანს, რომლის დროსაც გათვალისწინებული უნდა იყოს
მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა შესაბამისი პროცედურა. გარემოზე
ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ უნდა დადგინდეს
განსახორციელებელი სამუშაოების ნუსხა, მათ შორის მოსაჭრელი ხე-ტყის მოცულობა და
ჩატარდეს შესაბამისი სახელმწიფო ტყის ფონდში შემავალი მონაკვეთის ტყის დეტალური
ინვენტარიზაცია“. მტკიცება იმისა, რომ – დაგეგმილი მშენებლობისას ტყის ჭრის ზეგავლენის
საკითხები არ წარმოადგენს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნაწილს, მცდარია და
ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
ამავე გვერდზე ციტირებულია „საქართველოს “წითელი ნუსხისა” და “წითელი წიგნის” შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლი, „წითელი ნუსხის“ სახოებების გარემოდან ამოღებასთან
დაკავშირებით. ისმის კითხვა – წითელი ნუსხის სახეობების გარემოდან ამოღების
ჩამოთვლილი შემთხვევებიდან, რომელს შეესაბამება ეს შემთხვევა? კერძო კომპანიის
ფინანსური ინტერესი – ჰესის მშენებლობა არ განეკუთვნება „განსაკუთრებულ
სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას“.
77-ე გვერდზე აღნიშნულია, რომ „სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების კატეგორიის შეცვლის
წესი და პროცედურები ხორციელდებოდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი
რესურსების მინისტრის 2010 წლის 15 თებერვლის №5 ბრძანებით “სახელმწიფო ტყის ფონდის
მიწებისათვის სპეციალური დანიშნულების კატეგორიის მინიჭების წესის შესახებ” დამტკიცებული წესის შესაბამისად. ამჟამად აღნიშნული ბრძანება გაუქმებულია და მასში
მოცემული დებულებები ასახულია “საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242
დადგენილებით დამტკიცებულ “ტყით სარგებლობის წესში”, კერძოდ, მას დაემატა V1 თავი
“სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობა”.
ისევე როგორც სხვა მრავალი საკითხი აღნიშნული ჩანაწერიც პირდაპირ არის კოპირებული
გამას მიერ მომზადებული სხვა გზშ ანგარიშებიდან, თავად ზემოხსენებული მტკიცებები კი
არასწორია იურიდიული თვალსაზრისით: აღნიშნული დებულება გულისხმობს, რომ თუ, მაგალითად, ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, კავშირგაბმულობისა და
ელექტროგადამცემი და ა.შ. მშენებლობისათვის საჭიროა ტყითსარგებლობის სახე – ტყის ჭრა, ეს
შესაძლებელია. მაგრამ არ ნიშნავს, რომ ჰესის მშენებლობა არის ტყითსარგებლობის სახე. მითუმეტეს, არ ნიშნავს, რომ პირმა შეიძლება იხელმძღვანელოს ციტირებული მუხლით ტყის
კატეგორიის შესაცვლელად. 77-ე გვერდზევეა აღნიშნული სპეციალური ჭრების განხორციელების შემთხვევები, 30-დან 35
გრადუსამდე და 35 გრადუსისა და მეტი დაქანების ფერდობებზე; თუმცა, გაუგებარია, რატომ
წარმოადგენს კერძო კომპანიის ინტერესები – ამ შემთხვევაში ჰესის მშენებლობა – „განსაკუთრებულ სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას.“ გზშ ანგარიშში მიმოხილულია ტყის ფონდის ამორიცხვის წესი, მაგრამ გაუგებარია რისთვის, ვინაიდან ანგარიშში არ არის იდენტიფიცირებული ფართობები, რომლის ამორიცხვასაც
საჭიროებს პროექტი. აღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ არ უნდა გაიცეს პროექტზე
დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. დასკვნის სახით შეიძლება აღინიშნოს, რომ პროექტი გამოიწვევს ბიომრავალფეროვნების, დაცული, იშვიათი და საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების, მაღალი კონსერვაციული
ღირებულების ტყეების შეუქცევად დეგრადაციას. გარდაუვალია „საქართველოს „წითელი
წიგნისა“ და „წითელი ნუსხის შესახებ“ და „გარემოს დაცვის შესახებ“ კანონების, ბიომრავალფეროვნების შესახებ კონვენციისა და ბერნის კონვენციის დებულებების დარღვევა. უფრო კონკრეტულად, დაირღვევა: კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“, მუხლი 46. „ველურ
მცენარეთა და გარეულ ცხოველთა დაცვა“, მე-2 პუნქტი „აკრძალულია ყოველი ქმედება,
რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ველურ მცენარეთა და გარეულ ცხოველთა სამყაროს, საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალებს და სამიგრაციო გზებს“; კანონი „საქართველოს
„წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“, მუხლი 10. „გადაშენების საფრთხის წინაშე
მყოფი სახეობების დაცვის ძირითადი მოთხოვნები“, მე-2 პუნქტი „აკრძალულია ყოველგვარი
ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების
რაოდენობის შემცირება, მათი საბინადრო გარემოს და საარსებო პირობების გაუარესება“.
მუხლი 11. „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა დაცვა“ „აკრძალულია
ყოველგვარი ქმედება, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ
გარეულ ცხოველთა რაოდენობის შემცირება, მათი საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალის, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზებისა და წყლის სასმელი
ადგილების დარღვევა…“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, „ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების წესის“ შესაბამისად, სამინისტრო მოკლებული იქნება შესაძლებლობას, გასცეს ეკოლოგიური ექსპერტიზის
დადებითი დასკვნა. 8. კუმულაციური ზემოქმედება
ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, საპროექტო ჰესების ოპერირების ფაზაზე
მოსალოდნელი კუმულაციური ზემოქმედება შესაძლებელია განხილულ იქნეს ორი ძირითადი
სცენარის მიხედვით, კერძოდ:
1. „ საპროექტო ჰესების კასკადი პლიუს მდ. რიონზე მოქმედი ჰესები (ლაჯანურ ჰესი,
გუმათ ჰესი, რიონ ჰესი, ვარციხის ჰესების კასკადი);
2. პირველ პუნქტში მოცემულ ჰესებს, პლიუს მდ. რიონზე დაგეგმილი პერსპექტიული
ჰესები (ალპანა ჰესი, სადმელი ჰესი, ონის ჰესებუის კასკადი და სხვა).
მიგვაჩნია, რომ ანგარიშში განხილული სცენარები არ არის საკმარისი და ვერ ასახავს რეალურ
სურათს. საქმე ისაა, რომ რეგიონში დაგეგმილია არამარტო ჰესების მშენებლობა, არამედ,
შემოვლითი გზების, გადამცემი ხაზების და სხვა დამხმარე ინფრასტრუქტურის აშენება, რაც
დამატებით მნიშვნელოვან ზეგავლენასთან არის დაკავშირებული, რასაც ანგარიში არ იხილავს.
უფრო მეტიც, ანგარიშის მიხედვით, გადამცემი ხაზისა თუ შემოვლითი გზის პროექტების
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადება დაიწყება მხოლოდ მშენებლობის
ნებართვის მოპოვების შემდეგ. აღნიშნული მიდგომა ნათელი მაგალითია პროექტის
ფრაგმენტული შეფასების.

გარდა ამისა რატომღაც ანგარიშის ავტორების აზრით, რეგიონში დაგეგმილ პროექტებს არ
ექნებათ მნიშვნელოვანი ზეგავლენა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და
სოციალურ ეკონომიკურ მდგომარეობაზე, რაც ეწინააღმდეგება ანგარიშის 6.12.8 ქვეთავში
„დასკვნა“ გაკეთებულ ჩანაწერთან: „შესაბამისად, კასკადის გავლენა კლიმატზე არსებითი
იქნება ლოკალურ და რეგიონულ კლიმატზე მდ. რიონის ხეობის 50-55 კმ მონაკვეთში“.
მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი მასალა არ არის სრულყოფილად წარმოდგენილი. არ არის
განხილული გეოლოგიურ და ჰიდროგეოლოგიურ გარემოზე კუმულაციური ზემოქმედება. არ
არის შეჯამებული ზემოქმედებების სახეები და არ არის წარმოდგენილი შესაბამისი
შემარბილებელი/საკომპენსაციო ღონისძიებები. შესაბამისად, ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე
წარმოდგენილ გზშ-ს ანგარიშში კუმულაციური ზემოქმედება განხილული უნდა იყოს
დეტალურად, როგორც არსებულ ჰესებთან, ისე სხვა დაგეგმილ ინფრასტრუქტურასთან
მიმართებაში, შესაბამისი კონკრეტული შემარბილებელი ღონისძიებების მითითებით.
9. დამატებითი გეოლოგიური კვლევების საჭიროება
ანგარიშის 3.1.2 ქვეთავი „გეოლოგიური პირობები“, სრულად ეძღვნება საპროექტო
ტერიტორიის გეოლოგიურ კვლევებს, რომელიც ჩატარდა არსებული გზშ ანგარიშის
ფარგლებში. მიუხედავად გზშ ანგარიშში წარმოდგენილი საკმაოდ მოცულობითი კვლევებისა,
დოკუმენტის მიხედვით ნათელია, რომ აუცილებელია დამატებითი კვლევების ჩატარება, რაც
აღიარებულია თავად ანგარიშის ავტორების მიერ. აღნიშნულის ნათელი მაგალითებია:
ანგარიშის 3.1.2.7. ქვეთავი „ტვიშის საველე კვლევები“:
„აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სხვა ტიპის სამშენებლო კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში, მაგალითად FIDIC-ის ყვითელი წიგნი, შესაძლებელია საჭირო გახდეს სხვა დამატებითი
კვლევების ჩატარებაც“. გვ. 46 – „ჭაბურღილებიდან ამოღებული ნიმუშების შესახებ ინფორმაცია ჩაიწერა ჟურნალში,
ხოლო თავად კერნები ინახება შესაბამის ყუთებში. გარდა ამისა, ჩატარდა ლუჟონის წინასწარი
ტესტები, რის შესახებაც ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შესაბამის ანგარიშში. თუმცა
ჩატარებული ტესტების მცირე რაოდენობის და ასევე მათი განხორციელების დროს
წარმოქმნილი სირთულეების გამო აღნიშული ტესტის სიზუსტე საკმაოდ შეზღუდულია.“ ამავე გვერდზე – „გარდა ამისა, ჩატარდა მოცურების და ტრიაქსიალური ტესტები, მაგრამ
ტესტების მცირე რაოდენობის და ასევე მათი განხორციელების დროს წარმოქმნილი
სირთულეების გამო აღნიშული ტესტის სიზუსტე საკმაოდ შეზღუდულია“;
3.1.2.13 ქვეთავი „ნამახვანი-ჟონეთი ჰესის საპროექტო ტერიტორიის კვლევა“ გვ. 81 – „ყოველივე ზემოთ თქმულის გათვალისწინებით დამტკიცდა დამატებითი კვლევების
პროგრამა, რომელიც დააკმაყოფილებს ევროპული კონტრაქტების სტანდარტებს. აღსანიშნავია,
რომ თუ გამოვიყენებთ სხვა სახის სამშენებლო კონტრაქტს, როგორიც არის ფიდიკის ყვითელი
სახელმძღვანელო, შესაძლებელი/საჭირო გახდება პროგრამაში დამატებითი კვლევების შეტანა“.
გვ. 82 – „ჭაბურღილებიდან ამოღებული იქნა კერნი, რომელიც განთავსდა შესაბამის ყუთებში.
ასევე ჩატარდა ლუჟონის წინასწარი ტესტი, როგორც აღწერილია შესაბამის ანგარიშში, თუმცა
გარკვეული ხარვეზების გამო მათი სიზუსტე შეზღუდულია.“ 3.1.2.13.8 „წყალსატარი“ გვ. 115 – „საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მოცემული გეოლოგიური ანგარიში წარმოადგენს
ზედაპირულ კვლევებზე დაფუძნებულ წინასწარ შეფასებას, რომლის დასრულება ძირითადი
პროექტირების დროს იგეგმება. ამ მიზნით აუცილებელია ჩატარდეს დამატებითი კვლევები.“ წარმოდგენილი პროექტის სირთულიდან და სხვა ჰესების მაგალითებიდან (ბახვი ჰესი,
დარიალი ჰესი, შუახევი ჰესი) გამომდინარე, იმისთვის რომ თავიდან იყოს აცილებული საშიში
გეოდინამიკური პროცესების განვითარების შესაძლებლობები, უაღრესად მნიშვნელოვანია, არ
გაიცეს დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა იმ დრომდე სანამ დეტალური
გეოლოგიური შესწავლები არ იქნება ჩატარებული.
იმის გათვალისწინებით რომ პროექტი ითვალისწინებს საპროექტო არეალის (დაახლოებით 600
ჰექტარი) მცენარეული საფარისგან გაწმენდას, რატომღაც ანგარიშში არ არის განხილული
ახალი მეწყერების წარმოშობის შესაძლებლობა და აქცენტი გაკეთებულია მხოლოდ არსებულ
მეწყერებზე, რაც ანგარიშის მნიშვნელოვან ნაკლოვანებას წარმოადგენს.
დასკვნის სახით უნდა აღინიშნოს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი
1. არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას და საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ
გარემოს დაცვის ნორმებსა და სტანდარტებს;
2. არ ასაბუთებს, რომ მასში მოყვანილი საქმიანობის განხორციელება განსაზღვრულ
ადგილსა და გარემოებაში არ გამოიწვევს გარემოს მდგომარეობისა და ბუნებრივი
რესურსების შეუქცევად ხარისხობრივ და თვისობრივ ცვლილებებს;
3. არ არის შეფასებული პროექტი სააუზო მართვის თვალსაზრისით;
4. არ არის დეტალურად შესწავლილი პროექტის ალტერნატიული ვარიანტები;
5. არ არის შეფასებული ზემოქმედება ადგილობრივ მოსახლეობის შემოსავლებსა და
ჯანმრთელობაზე;
6. არ მოიცავს მიკროკლიმატის ცვლილების გამო ყურძნის უნიკალურ ჯიშებზე
ზემოქმედებას;
7. არ ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შემცირების ან თავიდან აცილების
ღონისძიებებს;
8. არ მოიცავს კუმულაციური ზემოქმედების დეტალურ დახასიათებას;
9. პროექტზე დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის გაცემის შემთხვევაში უხეშად
დაირღვევა საქართველოს კანონმდებლობა, ვინაიდან გამოიწვევს გადაშენების
საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების რაოდენობის შემცირებას, მათი საბინადრო გარემოს
და საარსებო პირობების გაუარესებას;
10. არ მოიცავს პროექტის დანახარჯებისა და სარგებლის ანალიზს თითოეული
ვარიანტისთვის. შესაბამისად, არ არის შეფასებული პროექტის არც ეკონომიკურ და არც
ენერგეტიკულ ფაქტორებზე (ტარიფი, მიწოდების პირობები) ზემოქმედების საკითხები.
დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია მოკლებულია სათანადო ანალიზს და
ეფუძნება მხოლოდ ანგარიშის ავტორების ვარაუდებს;
11. პროექტი არ შეესაბამება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პოლიტიკებსა და
ევროკავშირის სტანდარტებსა და ნორმებს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას გასცეს
ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა.
იმედს ვიტოვებთ, რომ სამინისტროს დღევანდელ ხელმძღვანელობა გადაწყვეტილების
მიღებისას პრიორიტეტს მიანიჭებს წარმოდგენილი გზშ ანგარიშის გარემოსდაცვით
კანონმდებლობასთან შესაბამისობის და მოსალოდნელი საქმიანობის ეკოსისტემებზე შესაძლო
ზეგავლენის შეფასებას და ტრადიციულად, არ გაკეთდება აქცენტი დაგეგმილი პროექტის
ეკონომიკური თუ ენერგეტიკული მიზანშეწონილობის ჰიპოთეტურ საკითხებზე. ასევე, იმედი
გვაქვს, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მოახერხებს გაუძლოს
ზეწოლას და დაუმტკიცებს მინისტრთა კაბინეტის წევრებს, რომ ობიექტური გზშ პროცესის
მიხედვით მიღებული გადაწყვეტილებები მომგებიანია როგორც გარემოსდაცვითი, ისე
ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისითაც.

მიგვაჩნია, რომ ასეთ რთულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ობიექტური გადაწყვეტილების
მიღებისათვის აუცილებელია გამოცხადდეს მორატორიუმი, მანამ სანამ ძალაში არ შევა ახალი
კანონი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“.