kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

უჩვეულო და სასიამოვნო ფაქტის მოწმე გახდა საზოგადოება და მთლიანად ინტერნეტ სივრცე. ქუთაისის მე-2 სამშობიარო სახლში 14 აგვისტოს მშვენიერი ქალბატონი ნათია მელქაძე შეიყვანეს სამშობიაროდ.პარტნიორად და მეუღლედ მან ცხოვრების ერთგული და საიმედო მეგობარი ემილ ჩარგაზია აირჩია.

ნათია და ემილი საოპერო სფეროს წარმომადგენლები არიან.ბატონი ემილი ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტია,ქალბატონი ნათია კი ქ.თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სტაჟიორი.ისინი პირველ შვილს,ბიჭს ელოდებოდნენ,მშობიარობა კი გამოცდილ და ცნობილ ექიმს ნინო უგრეხელიძეს მიანდეს.

,,სამშობიარო სახლში მსგავსი მშობიარე და პარტნიორი ჯერ არ გვყოლია.მათ გაუტკივარების საუკეთესო მეთოდი გამოიყენეს.ცოლ-ქმარმა შეასრულა ნეაპოლიტანური სიმღერა ,,ო სოლე მია” შედეგმაც არ დააყოვნა და მალე პატარა ლუკა მოევლინა ჩვენს ქვეყანას,სრულიად ჯანმრთელი და საღი”-გვითხრეს სამშობიარო სახლის თანამშრომლებმა.

kutaisitoday.com -ი ჩარგაზიების ოჯახს პატარა ვაჟკაცის დაბადებას ულოცავს და უსურვებს ბედნიერებას, სიხარულს, გამრავლებას!