kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

kutaisitoday.com-მა შეისწავლა ქუთაისის ა (ა)იპ დაწესებულებებში დასაქმებულთაგან რამდენ თანამშრომელს აქვს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომები და რამდენს აქვს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დამადასტურებელი დიპლომები. ირკვევა, რომ:

1. ა(ა)იპ სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ცენტრში დასაქმებულია 92 ადამიანი, რომელთაგან 41 ადამიანს აქვს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი.

2. ა(ა)იპ საზოგადოებრივ ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრში დასაქმებულია 18 თანამშრომელი, რომელთაგან 16 თანამშრომელს აქვს სახელმწიფო დიპლომი

3. ა (ა)იპ მადლიერების სახლში დასაქმებულია 36 ადამიანი, რომელთაგან 22 უმაღლესი განათლებითაა

4. ა (ა)იპ მიხეილ ქორქიას და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლეში დასაქმებულია 24 თანამშრომელი, რომელთაგან 16 თანამშრომელს აქვს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი

5.ა (ა)იპ კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებაში დასაქმებულია 701 თანამშრომელი, აქედან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი აქვს 473 თანამშრომელს

6.ა (ა) იპ ბოტანიკურ ბაღში დასაქმებულია 33 თანამშრომელი, მათ შორის უმაღლესი განათლების დიპლომი აქვს 12 ადამიანს

7.ა (ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში დასაქმებულია 503 ადამიანი, რომელთაგან უმაღლესი განათლების დიპლომი აქვს 351 თანამშრომელს

8.ა (ა)იპ ქუთაისის ბაგა- ბაღებში დასაქმებულია 1672 ადამიანი, აქედან 955 ადამიანს მოეთხოვება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი. ზემოთხსენებულ 955 თანამშრომლიდან უმაღლესი განათლების დიპლომი აქვს 653 დასაქმებულს.