kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

kutaisitoday.com-ის რუბრიკა ,,პროფესიის “ დღევანდელი სტუმარია ტელეკომპანია ,,იბერიის ” კორესპონდენტი ბატონი ლევან ფანცხავა

პროფესიული განათლების მიღების შემდეგ ახალგაზრდა ჟურნალისტის კარიერული წინსვლა საკმაოდ დიდ და ხანგძლივ სამუშაოებს მოიცავდა, კერძოდ, მუშაობდა გაზეთ ,,პოსტსკრიპტუმში”, ამის შემდეგ იყო ,,თეთრი რადიო”, შემდეგ კი რადიო ,,ძველი ქალაქი”, საინფორმაციო გამოშვების წამყვანი და საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ახლა კი მის პროფესიულ საქმიანობას ახორციელებს ტელეკომპანია ,,იბერიაში”, რომლის ეკრანებიდან რეგიონში განვითარებულ მოვლენებს საზოგადოებას ამცნობს

1.რა პროფესია გაქვთ?-

ვარ ჟურნალისტი, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელი მიდევს ქვეყნის მაჯისცემაზე, რაც ნიშნავს იმასაც, რომ ყველაზე საინტერესო პროფესია მაქვს, ასე მგონია.

2. რამ გადაგაწყვეტინათ აგერჩიათ აღნიშნული პროფესია და რა იყო ამის მიზეზი?

ბავშვობიდან ვოცნებობდი, რომ თეატრალურზე ჩამებარებინა, ვწერდი ლექსებსაც, ცოტა უცნაური ბავშვიც ვიყავი, ზოგჯერ სახლის სახურავზე, ზოგჯერ კი ჩემთან ერთად გაზრდილ ტყემლის ხეზე ვძვრებოდი და იქ იწყებოდა სხვა ცხოვრება. შვიდი არჩევანის უფლება მქონდა გამოცდების წინ, იქვე გადაწყდა რომ თეატრალურს სხვა ,,სივრცე” ჭირდება და ოცნება ოცნებადვე რჩებოდა, პირველი ხუთი არჩევანი ჟურნალისტიკა იყო, ბოლო ორი იურიდიული და თქვენ წარმოიდგინეთ მეშვიდე იყო ღვინის ექსპერტობა. ჟურნალისტიკაზე ჩავაბარე…. იმ ოთხ წელიწადში და იმის მერეც იმდენი “ომი”, ,,მშვიდობა” და ბედნიერება გავიარე ჩემს გარდა ალბათ იმავე სიზუსტით ვერავინ მიხვდება. ამაშია სრული ბედნიერება, ამაზე დიდი ,,უფრო საინტერესო” აღარ არსებობს, როცა პირველი ხარ იქ, სადაც მთავარი ხდება და დროს ერთი წამით უსწრებ… ესაა ამ პროფესიის თავიც და ბოლოც, აი რატომ ავირჩიე ის.

3. როგორ ავირჩიოთ სასურველი პროფესია?

– ძალიან მარტივია, მგონია რომ ადამიანი პროფესიას დაბადებიდანვე ირჩევს. ეს არის არჩევანი და ამ არჩევანის თავისუფლებაში ისახება ჩვენი ცხოვრებაც. მთვარია, რასაც აკეთებ, ის გიყვარდეს.

4. რომ გქონდეთ შანსი დრო უკან დააბრუნოთ, შეცვლიდით თუ არა პროფესიას და რატომ?

-არა, დღეს მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე სწორი არჩევანი გავაკეთე. მართალია, თეატრი და კინო ბოლომდე ოცნებად დამრჩა, მაგრამ არა უშავს, ჟურნალისტიკა არის საწამლავი, რომელსაც სხეულიდან ვერ გამოიყვან და მე კი არ მომწონს, მიყვარს როცა ამით ,,ცუდად” ვარ…

5. რა არის თქვენი წარმატების ფორმულა?-

მგონი მონდომება. არაერთხელ მითქვამს და თუ იქნება საჭირო ხშირად ვიტყვი ამ სიტყვებს, რომელიც ჩემივე ცხოვრებას ასახავს. თუ საჭიროა: იარე თოვლში ნაჭრის კედებით, წვიმაში ფეხით, ოღონდ მიზნისკენ, ეს სირთულეებიც უნდა გვიყვარდეს… სიყვარულის გარეშე სულერთია…

6. რა აუცილებელი ეტაპები უნდა გაიაროს მოზარდმა სწორი პროფესიული არჩევანის გასაკეთებლად?

-როცა მიზნისკენ მიდიხარ უნდა იცოდე რომ შესაძლოა ამ გზაზე ყველაფერი თავზე გადმოგექცეს, მაგრამ მერე ასე ნელ-ნელა ყველაფერს ვისწავლით… მთავარია უკან არ დაიხიო. ეს გზა იქნება რთულიც, საინტერესოც, გზაზე იქნება წარმატებაც და წარუმატებლობაც. იქნება სხვადასხვა ეტაპი, იმ გზიდან და პროფესიული სირთულიდან გამომდინარე რა გზასაც საბოლოოდ ავირჩევთ.

7. რა როლი ეკისრება სკოლას მოზარდის პროფესიულ არჩევანში?
რისი გაკეთება შეუძლია მას მოზარდის არჩევანისთვის მოსამზადებლად?- ეს ის პერიოდია, როცა ყველაზე უფრო მძაფრია სურვილი საკუთარი არჩევანი აქციო პროფესიად. ბევრი მოვლენის ერთ სივრცეში მოქცევა, განსაკუთრებით ბოლო წლებში, გვაძლევს შესაძლებლობას ერთმანეთისგან გავარჩიოთ კარგი, საუკეთესო და ცუდი. ამის იქით უკვე თავად მოზარდზეა დამოკიდებული, რა უნდა.

8. – რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მშობელს, საზოგადოდ, ოჯახს, მოზარდის პროფესიულ არჩევანზე და როგორი იქნება ამ შემთხვევაში მშობლის ჩართულობის საუკეთესო სტრატეგია?- მე მგონია რომ პროფესია უნდა შევარჩიოთ თავად, მე პირადად არ ვარ მომხრე მშობელი რასაც გადაწყვეტს, შვილმაც ის პროფესია აირჩიოს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ არ გიყვარს რასაც აკეთებ, რაც არ უნდა მაღალი ხელფასი გქონდეს, მგონია რომ არ ღირს.

9. აპირებთ თუ არა სწავლის გაგრძელებას, სად და რა განხრით?
– ერთადერთი რისი სურვილიც მაქვს ახლა, ეს არის რაც შეიძლება ბევრი ენა ვისწავლო.

10. მიგაჩნიათ თუ არა თეორიული ცოდნის პარალელურად უნდა შეიძინოთ პრაქტიკული უნარ- ჩვევები და არა შემდეგ ეტაპზე?-

აუცილებლად, ჩემს პროფესიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეს საკითხია????????????????????????????, ალბათ სხვა პროფესიებშიც.