kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ქართულ რეალობაში, წარმატებული ადამიანის სტატუსი ერთ-ერთია, რაც ურთულესი მოსაპოვებელია. შეიძლება იყო ძალიან მაგარი, კრეატიული, გქონდეს დიდი პოტენციალი, მაგრამ არ გყავდეს ,,ზურგი”, რომელიც ორგანულად მნიშვნელოვანია წარმატებისთვის.

ბოლო დროს წამოვიდა ტენდენცია, როდესაც ცნობილი ყვითელი ტოკ-შოუებით ხდებიან ცნობადები. გადაცემის გასვლის შემდეგ მათ იტაცებენ სააგენტოები და პოპულარობაც მოდის. ადამიანთა ამ კატეგორიის გარდა არსებობენ ისეთებიც, რომლებიც უარს ამბობენ მზა პოპულარობაზე და უარს ამბობენ საზღვარგარეთ წარმატებულ კარიერაზე.

ერთ-ერთი ასეთი ადამიანია კონკურს ,,შენი სახის” კონკურსანტი შოთა ფხაკაძეა, მან სამოდელო კარიერა თურქეთში დაიწყო, ქალაქ სტამბულში, რამოდენიმე კონკურსში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მისი გზა კვლავ საქართველოს დაუკავშირდა.

რატომ გადაწყვიტე უარი გეთქვა წარმატებულ კარიერაზე საზღვარგარეთ?

– 16 წლის ვიყავი, როდესაც გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა სილამაზის კონკურში, რომელიც სტამბულში იმართებოდა. მოვხვდი იმ ოცდაათ მონაწილეს შორის, რომლებიც გადავიდნენ ფინალში. ამ კონკურსის დახმარებით გავიცანი თურქული კინოსა და ესტადის ვარსკვლავები, რომლებმაც შემომთავაზეს მურატ ბოსის (თურქული ესტრადის ვარსკვლავი) კლიპში მონაწილეობა. სწორედ ამ კონკურსის ნახევარფინალზე, ჟიურის ერთ-ერთი წევრი, რომელიც დღესდღეობით ძალიან გავლენიანი კინორეჟისორია დაინტერესდა ჩემით, რადგან კონკურსანტებს შორის მხოლოდ მე ვიყავი უცხოელი. ჩემი ჰაბიტუსიდან გამომდინარე, მან შემომთავაზა, რომ ერთ-ერთ ცნობილ თურქულ სერიალში იმეღო მონაწილეობა. წინადადება ძალიან მაცდური და მომგებიანი იყო, ვინაიდან ეს იყო პირდაპირი გზა თურქული შოუბიზნესისკენ, მაგრამ გარკვეული ვალდებულებების სანაცვლოდ, რაზეც უარი განვაცხადე. მე ვერასოდეს გავყიდი საკუთარ თავს პოპულარობის სანაცვლოდ.

რას ითხოვდნენ შენგან, შეგიძლია უფრო კონკრეტულად გვითხრა?

– ჩემგან ითხოვდნენ თავისუფლებას. მე უნდა ვყოფილიყავი ვიღაცის სათამაშო, რომელიც სურვილის შემთხვევაში შეიძლებოდა გაეყიდათ კიდეც, ანუ პოპულარობის მაგივრად სექსს მთავაზობდნენ (იცინის).

როგორ შეხვდა ოჯახი ამ ფაქტს?

– ეს ფაქტი დღემდე უცნობია ჩემი ოჯახისთვის. უბრალოდ ავდექი ჩავალაგე ბარგი და გადავწყვიტე წრმატება აქ, საქართველოში მომეძებნა.

როგორც ვიცი საქართველოშიც არ ცხოვრობ მშობლიურ ქალაქში, არ იყო მოზარდისთვის თბილისში თავის დამკვიდრება რთული?

– ძალიან გამიჭირდა ვნაიდან ეს ქალაქი ჩემთვის უცხო იყო, თუმცა ვიცოდი, რომ ჩემი წარმატება სწორედ აქ მელოდა. როდესაც უცხო ქალაქში ხვდები პირველ რიგში გჭირდება ბინა, ადგილი სადაც ერთი საწოლი, მაგიდა და სკამ იქნება, რათა თავი ადამიანად იგრძნო. ყველაფერი ეს ფინანსებთან არის კავშირში, ამისათვის დავიწყე მუშაობა მიმტანად, ბედნიერი ვარ მაშინ, როდესაც საკუთარი შრომით მოპოვებული ფულით ვცხოვრობ. ამის შემდეგ მონაწილება მივიღე სხვადასხვა კონკურსებში, რამაც მეტი გამოცდილება მომცა.

როგორ მოხვდი კონკურსში ,,შენი სახე” და თვლი თუ არა, რომ ის დაგეხმარება წარმატების მიღწევაში?

– კონკურსის შესახებ მეგობრისგან შევიტყვე. ინფორმაციას გავეცანი და მივხვდი, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯი იყო წარმატებისკენ, ვინაიდან კონკურსს ჰყავს ძალიან წრმატებული ორგანიზატორი, რომელმაც იცის თუ, რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად. კონკურსი პირველად ტარდება და დღესდღეობით საქარველოში, მას ანალოგი არ გააჩნია.

ქართულ კონკურსებში ხშირად გვხვდება შემთხვევა, როდესაც გარკვეული თანხის სანაცვლოდ ნაწილდება ნომინაციები, არ უშვებ იმის ალბათობას, რომ აქაც იგივე მოხდეს?

– მსმენია და ვიცი მსგავსი ფაქტების შესახებ, თუმცა გარწმნებთ, რომ ეს არის კონკურსი სადაც თითოეული ზარი და ფბ. მოწონება ლუსტრირებულია. აქ მსგავს ფაქტს ადგილი არ აქვს.

როგორი დამოკიდებულება გაქვს კონკურსანტებთან – ჯანსაღია კონკურენცია?

– დიახ, თამამად ვიტყვი, რომ ჯანსაღი კონკურენციაა და თითოეული კონკურსანტი არის ღირსეული ადამიანი. რაც შეეხება ურთიერთობებს გეტყვით, რომ ერთი დიდი ოჯახი ვართ.

რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?

– ველოდები პროექტის ფინალს, გამარჯვების შემთხვევაში, ერთ – ერთ მეგა შოუში ვგეგმავ მონაწილეობის მიღებას და არა მხოლოდ. ვფიქრობ, რომ ჩემს ქვეყანაში აუცილებლად მივაღწევ წარმატებას, ყოველვარი ზედმეტი გასამრჯელოს გარეშე.