kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ქუთაისის მერის საკონტროლებლად დანიშნულმა ვიცე მერმა გრიგოლ დალაქიშვილმა კონტროლი მერიაზე უმოკლეს ვადებში ვეღარ შეძლო. ის იმერეთის გუბერნატორის გივი ჭიჭინაძის უწყებაში თანამშრომლების საკონტროლოდ გადაისროლეს შეკვეცილი ფუნქციებით.

გრიგოლ დალაქიშვილის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ მის საკუთრებაშია შპს,, ჩაის სახლი’’ + საქართველო 33 პროცენტიანი წილით, რომელიც ქუთაისში, რუსთაველის 5 ნომერში მდებარეობს. საწარმოს კაპიტალი 27000 ლარადაა შეფასებული.

მისი მეუღლის ნინო ჩალაძის სახელზე 100 პროცენტიან საკუთრებაში ირიცხება შემდეგი ქონებები : ბინა 2016 ნასყიდობაში გადახდილი აქვს 42000 დოლარი. საქართველო, თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. 117, სართული 8, ბინა 38, 47,10 კვ.მ ნინო ჩალაძე 100,00% კომერციული ფართი 2008 ნასყიდობაში 36000 ევრო გადაიხადა. საქართველო, ქუთაისი, ჭავჭავაძის 67, ოთახი 304, 20,00 კვ.მ ნინო ჩალაძე 100,00% ბინა 2005 ნასყიდობა დაუჯდა 35000 დოლარი. საქართველო, ქუთაისი, გრიშაშვილის 37/22, 68,46 კვ.მ

გრიგოლ დალაქიშვილის საკუთრებაში კი შემდეგი ქონება ითვლება: 100,00% მიწის ნაკვეთი 2016 ნასყიდობა (შეძენილია საცხოვრებელ სახლთან ერთად) 0,00USD საქართველო, ქუთაისი, თოფურიას 29, 314,00 კვ.მ გრიგოლ დალაქიშვილი 100,00% საცხოვრებელი სახლი 2016 ნასყიდობა (შეძენილია საცხოვრებელ სახლთან ერთად) 0,00USD საქართველო, ქუთაისი, თოფურიას 29, 22,55 კვ.მ გრიგოლ დალაქიშვილი 100,00% საცხოვრებელი სახლი 2016 ნასყიდობა 20000,დოლარი დაუჯდა. საქართველო, ქუთაისი, თოფურიას 29, 164,77 კვ.მ

დალაქიშვილის საკუთრებაში ითვლება 14000 დოლარად შეფასებული მსუბუქი ავტომანქანა ,,ჰიუნდაი ტერრაკანი’’