kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

დაუსაქმებელი საზოგადოებას უმეტესი ნაწილი სამსახურს ამ დრომდე ეძებს, ხოლო სახელმწიფო მოხელე, კერძოდ, იმერეთის გუბენატორის მოადგილე, გიორგი ჭიღვარია სამ სახელმწიფო დაწესებულებაში იყო დასაქმებული და შემოსავლების სახით სოლიდურ ანაზღაურებას 2016 წლამდე ისე ღებულობდა, რომ მისთვის არავის მიუთითებია რომ ის გუბერნიაში დაკისრებულ მოვალეობებს არასათანადოდ ასრულებდა.

ჭიღვარიას მიერ შევსებული 16/03/2016 წლის N959425 სახელმწიფო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გახლავთ და შემოსავლის სახით მიღებული აქვს 13000 ლარი, ამასთანავე ის ასევე ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორიცაა და შემოსავლის სახით მიღებული აქვს 7900ლარი, ხოლო გუბერნატორის მოადგილის თანამდებობაზე 28360 ლარი.

მის მიერ შევსებული 23.03.2017 წლის N32731 დეკლარაციაში მისი სამუშაო ადგილად მხოლოდ რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილეა მითითებული . მისი ხელფასი 34842,50 ლარით არის განსაზღვრული,რაც წინა წელთან შედარებით 6482,5 ლარითაა გაზრდილი.