kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

იმერეთის გუბერნიის ადმინისტრაციამ სახელმწიფო რწმუნებულის ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება სახელმწიფო ნომრით GD 041 IM< ვიცე გუბერნატორის გრიგოლ დალაქიშვილის სახელისა და გვარის ინიციალების სანომრე ნიშნები შეიძინა.

თუ რატომ დასჭირდა ახალი ნომრების შეძენა დაუდგენელია, მაგრამ მის საპატივცემულოდ დამშვენებული ავტოსატრანსპორტო საშუალება დალაქიშვილის და მისი ოჯახის გადასაადგილებლად გამოიყენება .

kutaisitoday.com-მა წერილობით მიმართა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს შეკითხვით რა მიზეზით შეიცვალა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე სახელმწიფო ნომრები და რა თანხა გამოიყო ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

78

აპარატის მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით ირკვევა, რომ .ავტომობილი სახელმწიფო ნომრით GD 041 IM იმყოფება სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ბალანსზე. სახელმწიფო სანომრე ნიშნის შეცვალა გამოიწვია გასული წლის ბოლოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში სტიქიის დროს სანომრე ნიშნის დაკარგვამ, რაც გაცხადებულ იქნა საამისოდ უფლებამოსილ ორგანოში და სანომრე ნიშნის შესაძენად ხარჯი არ გაწეულა ადმინისტრაციის მიერ.

საკვირველია, ნომრის დაკარგვის შემთხვევაში რატომ არ მოხდა ძველი სანომრე ნიშნების ხელახალი შეძენა და ვინ გადაიხადა ახალი სანომრები ნიშნების GD 041 IM შესაძენი თანხა.