kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

რამდენიმე დღის წინ მშობლების თხოვნით kutaisitoday.com-ს სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქზე’’ შექმნილ ჯგუფ ,,წითელქუდაში“ ფულის აკრების მიმოწერები მიაწოდეს , სადაც ქუთაისის მე-20 ბაგა-ბაღის მშობლები დანარჩენ მშობლებს ღია გაკვეთილისთვის 5 ლარის აკრეფას სთხოვენ, რომლითაც ტორტი,ნაყინი,ყავა, წვენები , ბუშტები და დამატებითი აქსესუარები უნდა იყიდონ. გამოქვეყნებული მასალის შემდეგ ბაღებში აკრეფილი თანხები მშობლებს დაუბრუნეს.

ვიდეოკადრებში კარგად ისმის მშობლების საუბარი იმის შესახებ, რომ თანხები პროექტებისთვის, სურათებისთვის, ტუალეტის ქაღალდისთვის და სხვა საჭირო ნივთების შესაძენადაა საჭირო იმ დრო, როდესაც სახელმწიფო თავად ამარაგებს ბაღებს ზემოთაღნიშნული ნივთებით. თუკი კონკრეტულ ბაღში სისტემატურად იკრიბება თანხები აღნიშნული ნივთებისთვის, ჩნდება კითხვა,რატომ კრიბავენ მშობლები თანხებს და სად მიდის სახელმწიფოს მიერ შესყიდული ის ნივთები, რომლისთვისაც თანხები იკრიბება ბაღებში . თუკი ზემოთ ხსენებული ფაქტების შესახებ ფლობდნენ ბაღების წარმომადგენლები ინფორმაციას,რატომ არ გაატარეს შესაბამისი ღონისძიებები. მშობლების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში ირკვევა, რომ სხვა თანხებზედაც არის საუბარი, რომელიც სისტემატიურად იკრიბებოდა კონკრეტულ კლასში, ბაღში კი რამდენიმე ასეული ბავშვი სწავლობს, აკრეფილი თანხებიც სოლიდური იქნებოდა.

kutaisitoday.com-ი ასევე მე-20 ბაღის მშობელს ლევან ჭელიძეს გაესაუბრა,,მაინტერესებს, როდესაც ბაღის დირექტორი, ქალბატონი ნინო ამბობს, რომ მის ბაღში არ იკრიბება თანხები, რის საფუძველზე აცხადებს ამას? მან არ იცის, რომ სველი ხელსახოცი, საპონი, ქაღალდი, კედლის სურათები და ა.შ. არ მოდის ბაღების გაერთიანებიდან? თუ ეს იცის, მაშინ ჩვენ მიერ აკრებილი თანხით შეძენილი სამომხმარებლო პროდუქტი სად მიდის? თუ აქვს ბაღს ის,რასაც ვყიდულობთ, რატომ იკრიბება თანხა? თუ არა აქვს , რატომ არ ინტერესდება დირექტორი და მასწავლებლები რა თანხით მოხდა შეძენა? სად არის აქ ლოგიკა?