kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

kutaisitoday.com საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტთან, თეოლოგიისა და პოლიტოლოგიის მაგისტრთან ლაშა დეისაძე-შარვაშიძესთან ჩაწერილ ექსკლუზიურ ინტერვიუს უცვლელად გთავაზობთ

საქართველოს ავტოკეფალური სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია, ამჟამად ხელმძღვანელობს მართვა-გამგეობის დებულებით, რომელიც მიღებული გახლავთ 1995 წლის 18-19 სექტემბერს, მცხეთის სვეტიცხოვლის წმიდა თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში გამართული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული, ადგილობრივი კრების მიერ. ხსენებული მართვა-გამგეობის დებულება შედგება თხუთმეტი თავისაგან, რომელთაგან თითოეულს, თავისი ქვემდებარე მუხლები გააჩნია.

აღნიშნულ დებულებაში მკაფიოდ გახლავთ გაწერილი, თუ რა პირობები და მოთხოვნები გახლავთ სავალდებულო, კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ დანიშვნასა და კათოლიკოს-პატრიარქის არჩევისას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, გადადგომის ან სხვა ისეთი გარემოების გამო, რომელიც შეუძლებელს ხდის კათოლიკოს-პატრიარქისათვის თავისი მოვალეობების შესრულებას, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მართავს ეკლესიას, ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევამდე. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის ვინაობას, კათოლიკოს-პატრიარქი ასახელებს თავის მიერ დატოვებულ ანდერძში, რომელიც ინახება კათოლიკოს-პატრიარქის მდივანთან. მოსაყდრე უთუოდ უნდა იყოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი მოქმედი მღვდელმთავარი (ეპისკოპოსი, მთავარეპისკოპოსი ან მიტროპოლიტი). კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, წმიდა სინოდის ქიროტონიით (ხელდასხმით) უპირატესი მღვდელმთავარი, წმიდა სინოდის წევრთა უმრავლესობის თანდასწრებით ხსნის კათოლიკოს-პატრიარქის ანდერძს და ასახელებს მოსაყდრის ვინაობას. უკეთუ, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დატოვებული ანდერძი არ არსებობს, ან ანდერძით არ გახლავთ დადგენილი მოსაყდრის ვინაობა, აღნიშნულ შემთხვევაში, მართვა-გამგეობის დებულების თანახმად, ქიროტონიით უპირატესი მღვდელმთავარი მყისიერად ხდება მოსაყდრე. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრისადმი კანონიკური მორჩილება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თითოეული წევრის ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული მოვალეობა გახლავთ.

კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის წესი, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ამგვარი გახლავთ: საპატრიარქო ტახტის დაქვრივებიდან (კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებიდან), ორმოცი დღის შემდეგ და არაუგვიანეს ორი თვისა, კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე იწვევს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ ადგილობრივ კრებას, რომელზეც უნდა მოხდეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა, ხოლო ხსენებული კრების მოწვევამდე, იწვევს წმიდა სინოდის სხდომას, კრებაზე წარსადგენი სამი საპატრიარქო კანდიდატის ასარჩევად. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი უთუოდ უნდა ამკაყოფილებდეს შემდეგ, სავალდებულო მოთხოვნებს: ეროვნებით უნდა იყოს ქართველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, უნდა ჰქონდეს უმაღლესი საღმრთისმეტყველო განათლება და საეკლესიო მმართველობის საკმარისი გამოცდილება, ასაკით უნდა იყოს არანაკლებ ორმოცი წლისა და არაუმეტეს სამოცდაათი წლისა, უნდა იყოს ბერი.

წმიდა სინოდის თითოეულ წევრს გააჩნია უფლება, საპატრიარქო ტახტზე ასარჩევად წარმოადგინოს ერთი კანდიდატი, მათ შორის, თავისი თავიც. ხმათა უმრავლესობით გამორჩეული სამი კანდიდატი, გაფართოებულ კრებაზე კენჭს იყრის, როგორც პატრიარქობის კანდიდატები. კათოლიკოს-პატრიარქის არჩევაში მონაწილეობენ მხოლოდ მღვდელმთავრები. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული გახლავთ ის კანდიდატი მღვდელმთავარი, რომელიც მიიღებს კრების მონაწილე მღვდელმთავართა ხმების ნახევარზე მეტს. უკეთუ, კანდიდატთაგან ვერცერთი დააგროვებს ხმათა ხსენებულ რაოდენობას, აღნიშნულ შემთხვევაში გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ის ორი კანდიდატი, ვინც პირველ კენჭისყრაში დააგროვა ხმათა უმრავლესობა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრება (ინტრონიზაცია) ხდება მცხეთის სვეტიცხოვლის წმიდა თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა მართლმადიდებლური ტრადიციის თანახმად ხდება სამუდამოდ (კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებამდე), გარდა განსაკუთრებული, გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც კათოლიკოს-პატრიარქი თავად გადადგება, ან არსებობს სხვა, მკაფიოდ გამოკვეთილი კანონიკური გარემოება, რომელიც წარმოადგენს ხელისშემშლელ ფაქტორს კათოლიკოს-პატრიარქმა აღასრულოს თავისი მამამთავრული მოვალეობა.