kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ალექსანდრე სამხარაძე – 37 წლის გვირაბგამყვანი, ზურაბ პატარიძის სახელობის მაღაროში.

„მე ჭიათურაში დავიბადე, აქ მყავს ოჯახი, აქ ვმუშაობ ჩემს ქალაქში – ჭიათურაში და მიყვარს ჩემი ქალაქი, ისინი კი ყველაფერს აკეთებენ, რომ არ უყვარდეს ადამიანს აქაურობა, შეგაზიზღონ და დაგაკარგიონ ის ხალისი, რომელსაც მხოლოდ პატარა შვილი თუ მოგცემს, მხოლოდ დედის ღიმილი თუ გაგახალისებს…

ჰო აქე ასე არის, სხვა არაფერი გაგახალისებს და გაგაღიმებს… რაზე გავიცინო?! მტვრიან ქუჩებში შავი დიდი მანქანებით რომ დაიარებიან და ცინიკურად გვეღიმებიან?! მათ უკვე არჩეული აქვთ ზაფხულისთვის რომელ კუნძულზე წავლენ დასასვენებლად, მე კიდევ ვის შევჩივლო, რომ მაღაროში წყალი არა გვაქვს?! ვინ შეისმენს ჩვენი მაღაროელების პრობლემებს? მაღაროში, რომ წესიერი განათება არ იქნება რაზე უნდა ვილაპარაკოთ, ხელფასი საერთოდ არ მკითხოთ რამდენი მაქვს… მაგრამ, მე ღირსეულად ვიცხოვრებ მაინც, მე ჩემი შრომით მაინც ვარჩენ ოჯახს, მე ჭიათურას, ჩემს ქალაქს მაინც ვაცოცხლებ… და რამდენჯერაც მომეცემა საშუალება, ყოველთვის გავაპროტესტებ მაღაროელთა მდგომარეობას, ჭიათურელთა პირობებს!!!“

წყარო: “მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირი