kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულის გზის რეაბილიტაცია დასრულდა. 15 კმ-იანი მონაკვეთი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს.

დღეიდან უკვე სოფელ როდინაულის მოსახლეობა განახლებული გზით შეძლებს სარგებლობას. შიდა სასოფლო გზა, რომელიც სოფელს პირდაპირ აკავშირებდა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ცენტრთან, ფაქტობრივად გაუქმებული იყო. აღნიშნული სოფლის მოსახლეობას ასევე, გაუადვილდება გადაადგილება სოფლის ტერიტორიაზე და ზესტაფონის ადმინისტრაციულ ცენტრთან დასაკავშირებლად გაცილებით ნაკლები დრო დასჭირდება.
პროექტის ფარგლებში დაიგო ბეტონის საფარი, მოხდა მიწის ვაკისის აღდგენა, კიუვეტების გაწმენდა და მოწყობა. ასევე, განხორციელდა გზის მიერთებების მოწყობა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით. მდ. ყვირილაზე გამავალი არსებულ ხიდს კი ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები.

პროექტის ღირებულება 6 მილიონ ლარამდეა. დონორი-ევროპის საინვესტიციო ბანკია.