kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com kutaisitoday.com


რა ხდება ქუთაისის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, სადაც როგორც ჩანს სახელმწიფო მაკონტროლებელი სამსახურების არაინფორმირების გამო თავგასული თანამდებობის პირის ქმედებები მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა.

kutaisitoday.com- არაერთ თემას ამუშავებს, რომელიც დამუშავებისთანავე გამოქვეყნდება სწრაფი რეაგირებების გასატარებლად. მანამდე კი რამდენიმე ფაქტის ირგვლივ მომზადებულ მასალას გთავაზობთ

ქუთაისის ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორის თანამდებობას ქეთევან მახარაშვილი იკავებს, რომელიც სახელმწიფო ავტომანქანით პატრულის ეკიპაჟს რამდენიმე თვის წინ დაეჯახა
თვითმხილველების თქმით, შემთხვევის შედეგად როგორც პატრულის, ასევე სკოლის ბალანსზე არსებული ავტომანქანა დაზიანდა.

ავტოსაგზაო შემთხვევას ადასტურებენ შს სამინისტროში. უწყების ინფორმაციით, პატრულის ეკიპაჟს დაზიანება არ მიუღია. მომხდარზე რეაგირება ადმინისტრაციული წესით მოხდება.მოპოვებული საჯარიმო ქვითრით ,,ელ141753“ დგინდება, რომ ის 03.04.2017 წელს სახელწმიფოს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა სახელწმიფო ნომრით NXN950, 250 ლარით დაჯარიმდა

ხოლო მოპოვებული მეორე საჯარიმო ქვითრით ,,ელ 149003“ ირკვევა, რომ მახარაშვილი 06.05.2017 წელს გურჯაანში საპატრულო ეკიპაჟმა სახელმწიფო ნომრით MOM202 ,200 ლარით კვლავ დააჯარიმა.

26.01,2017 წელს ქეთევან მახარაშვილმა გამოსცა ბრძანება, სადაც წერია, რომ მან დაამტკიცა თანამშრომლებისათვის დანამატების გაცემის ახალი წესი, რის საფუძველზეც მან საკუთარ თავზე ოთხჯერ დანამატი გამოიწერა. მისი ხელფასი 2800 ლარს შეადგენს, რის საფუძველზეც თანხის 50 პროცენტიანი დანამატი მან ოთხჯერ უკვე მიიღო.

111555